... (W-27), XVII ს.

118. აწ დაო შენსა ჴელითაა ჩემი საბელი ყელისა რასაცა მიზამ შენ იცი შენ ხარ წამალი ლხენისა სხუად უღონოა უშენოდ ჩემგან აბყრობა ჴელისა თუარა ვისმცა ექნა გუარლითა შეკვრა თავისა მრთელისა

119. ქალმან უთხრა მამეწონა ყმაო შენი ნაუბარი ხარ უცილოდ კარგი ვინმე მოყმე ბრძენთა საქებარი ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი რაცა გითხრა მომისმინე გიპოვნია საძებარი

120. ამა მოყმისა ამბავი არსად არა იპოვების თვით თუ არ გითხრობს არ ითქმის არ ვისგან დაიჯერების მოილოდინე მოვიდეს რაზომცა დაგეყოვნების დადუმდი ვარდსა ნუ აზრობ ცრემლითა ნუ ითოვნების

121. გითხრა თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა მე ასმათ მქვიან რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა სულთქმა სულთქმისა ბევრისა მაშა თუ არ ერთხელისა

122. ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყუასა ამისთანსა ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრთა მემაჯანსა ვჰჭამ გლახ მარტო ნადირისა მისგან ჴორცსა მონატანსა აწვე მოვა არა ვიცი თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა

123. ამას გვედრებ მოიცადო თავი სხვაგან არსად არო რა მოვიდეს შევეხვეწო ნუ თუ ვით რა მოვაგვარო ერთმანერთსა შეგამეცნე თავი შენი შევაყვარო თვით გიამბობს საქმე მისი საყუარელსა გაახარო

124. ქალსა ყმამან მოუსმინა დაჰმორჩილდა დართო ნება ამა ზედან მოიხედნეს ჴევთა ესმა ჩხაპუნება მთვარე წყალსა გამოსრული ვნახე შუქთა მოფინება უკურიდნეს აღარა ქნეს მუნ ხანისა დაყოვნება

125. ქალმან უთხრა ყმაო ღ~ნ მოგცა ჟამად რაცა გინა მაგრა თავი უჩინო ჰქენ დამალული იყავ შინა იმა ყმისა მეუნებლე ჴორციელი რაცა უნა ნუთუ ვითრა მოვაგვარო შენი ნახვა არ ეწყინა

126. ავთანდილ ქუაბსა დამალა ქალმან დამალვით მალითა იგი ყმა ცხენსა გარდაჴდა შვენოდა კაპარჭჴრმალითა ატირდა მაღლად ცრემლითა ზღვათაცა შესამალითა ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭურეტითა იდუმალითა

127. ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან შეხსნა შეიღო აბჯარი ცხენიცა შეიყვანა მან დადუმდეს ცრემლნი მოჰკუეთა შავმან გიშრისა დანამან

128. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ტყუე საკნით ნააზატები მან ქალმან ქუეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები მაზედა დაჯდა იგი ყმა სულთქვამს ჭირმონამატები სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები

129. მან ქალმან ჴელყო კუესითა გზება ცეცხლისა ნელისა ეგონა ჭამა ჴორცისა შემწვრისა შეუქნელისა მიუპყრა ერთი აჴლიჩა ქნაა საქმისა ძნელისა ძალი არ ჰქონდა დაუწყო გამოყრა უცოხნელისა

130. ცოტად მიწვა მიიძინა თუცა ყოლა ვერა მეტი შეჰკრთა დიდნი დაიზახნა წამოვარდა ვითა რეტი იძახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი თავსა კეტი ცალკერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭურეტი

131. მოახსენა რად დაბრუნდი მითხარ რაცა წაგეკიდა მან უბრძანა მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა ჰყუეს ლაშქარნი უთვალავნი ბარგი მძიმედ აეკიდა იგი მინდორს ნადირობდა დაეფანჩვა მარეკი და

132. სევდად მეცა კაცთა ნახვა ცეცხლი უფრო გავიალე აღარ მიველ ახლოს შეყრად თავი ჩემი შევიწყალე მათგან მკრთალი შემოვბრუნდი ტყესა შიგან დავიმალე თქუა ნუთუმცა უკუმრიდა რა გათენდეს წავალ ხვალე

133. ქალსა ცრემლნი გარდმოსცუივდეს ასნაკეცნი ბევრისბევრად მოახსენა მჴეცთა თანა იარები მარტო ტევრად არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად იმას მაგითა ვერას არგებ დღეთა შენთა ცუდად ლევ რად

134. ყოვლი პირი ქუეყანისა ერთობ სრულად მოგივლია ერთი კაცი შემაქცევლად შენად ვითა დაგელია გიახლოს და არ გაშმაგდე თუცა ჭირი არ გაკლია შენ მოჰკვდე და იგი წაჴდეს ესე შენთვის რა მადლია

135. უბრძანა დავო ეგეა მსგავსი შენისა გულისა მაგრა არ არის წამალი ქვეყანად ამა წყლულისა ვის ძალ აქუს პოვნა კაცისა თვით სოფლად არმოსრულისა ჩემი ლხინია სიკუდილი გაყრა ჴორცთა და სულისა

136. ღ~ნ ცა თუ ეტლსა ჩემსა რადმცა კაცი რად დაბადა სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა ვინცა გასძლო ჭირნი ჩემნი ანუ ვინმცა შეეცადა შენგან კიდე ჴორციელი დავო მივის არასადა

137. ქალმან ჰკადრა არ გამიწყრე ვიშიშვი და ვიაჯ დია რადგან ღ~თსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია ვერ დავმალავ უკეთესი რაცა საქმე გამიცდია არა ვარგა უსაზომო ზომსა თავი გარდგიჴდია