... (W-27), XVII ს.

79. ავთანდილ იტყუის ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი რაცაღა არის არ არის თუმცა არ ედგნეს ბუდენი სადაცა მივა მივიდეს რამცა მოვლიდეს ზღუდენი მუნაღა ვძებნე წამალი ჩემი არ დასამრუდენი

80. წინაუკანა იარეს ორნი დღენი და ღამენი დღისით და ღამით მაშურალნი არ საჭამადთა მჭამენი არსადა ხანი არ დაყუეს ერთნი თვალისა წამენი მათ თუალთა ცრემლნი სდიოდეს მინდორთა მოსალამენი

81. დღისით ვლეს და საღამოჟამს გამოუჩნდეს დიდნი კლდენი კლდესა შიგან ქუაბი იყო ძირსა წყალი ჩანადენი წყლისა პირსა არ ითქმოდა შამბი იყო თუ რასდენი ხე დიდროვან თვალუწდომი მაღლა კლდემდის ანაყრდენი

82. მან ყმამან ქუაბსა მიმართა გავლო წყალნი და კლდენია ავთანდილ ცხენსა გარდაჴდა მონახნა დიდნი ხენია მას ზედა ჭურეტად გავიდა ძირსა დააბა ცხენია მუნით გლახ უჭურეტს იგი ყმა მივა ცრემლმინადენია

83. რა კლდენი გავლნა მან ყმამან მოსილმან ვეფხის ტყავითა მათ ქუაბთა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა ატირდა მაღლად ცრემლითა ზღვათაცა შესართავითა იგი ყმა ცხენსა გარდაჴდა ყელსა მოეჭდო მკლავითა

84. იგი ტევრი გაეჴშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა ერთმანერთსა ეხვეოდეს ყმა ქალსა და ქალი ყმასა იძახდიან მოთქმიდიან ჴმას სცემდიან კლდენი ჴმასა ავთანდილ სჭურეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა ზმასა

85. სული დაიღო მან ქალმან დასთმო გულისა წყლულობა ქუაბს შეიყვანა ტაიჭი მოჴადა აკაზმულობა შეხსნა მას ყმასა შეიღო აბჯრისა წელ მორტყმულობა შინა შევიდეს მას დღესა გარდაჴდა გამოსრულობა

86. ავთანდილს უკვირს ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა გათენდა ქალი გამოდგა მოსილი მითვე ფერითა შავსა აუდვა ლაგამი სწმენდდა რიდისა წვერითა შეჰკაზმა მოაქვს აბჯარი წყნარად არ რამე ჩხერითა

87. მის მოყმისა წესი იყო მეტსა თურე არას ვეჯდა ერთმანერთსა მოეხვივნეს აკოცა და ცხენსა შეჯდა ქალი ტირს და მკერდსა იცემს თმისა ტევრსა გაიგლეჯდა ასმათ ისრე დაღრეჯილი კვლა უფრორე დაიღრეჯდა

88. ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე კაცისა ულვაშაშლილი წვერგამო ნუ თუ მზეაო ვთქუა ცისა ეყნოსა სული ალვისა ქართაგან მონატაცისა ასრე უჩს მოკლვა ლომისა მართ ვითა ლომსა ვაცისა

89. მასვე გზასა წამოვიდა რომე გუშინ შეეარა შამბი გავლო გაეშორა თავი მინდორს გააგარა ავთანდილ სჭურეტს გაკვირვებით მალვით ხესა მოეფარა თქუა თუ ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა

90. აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო ქალი შევიპყრა მის ყმისა ამბავი ვაამბობინო ჩემიცა ვუთხრა ყოველი მართალი გავაბჭობინო მას ყმასა ჴმალი არა ვჰკრა არც მას დავისობინო

91. ჩამოვიდა ცხენი ახსნა მისგან ხესა შემობმული ზედა შეჯდა გაემართა ქუაბი დახუდა კარგახმული მუნით ქალი გამოიჭრა გულმდუღარე ცრემლდასხმული ეგონა თუ დაბრუნდაო პირი ვარდი ფერ ბაკმული

92. ვერ იცნა სახე არ გვანდა მისი მის ყმისა სახესა ფიცხლა გაიქცა ზახილით მიმართა კლდესა და ხესა ყმა გარდაიჭრა დააბა ვითა კაკაბი მახესა ჴმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთსახესა

93. მას ყმასა თავი არ მისცა ჭურეტადცა ებილწებოდა ვითა კაკაბი არწივსა ქუეშე მი და მო წრწებოდა ტარიელს ვისმე უძახდა მწედ თუცა არ ემწებოდა ავთანდილ მუჴლთა უყრიდა თითითა ეხვეწებოდა

94. ეტყოდა სულე რამც გიყავ კაცი ვარ ადამიანი უფეროქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი მისი რამ მითხარ ვინ არის ტან სარო პირბაკმიანი სხუად არას გიზამ ნუ გეშის ნუ ჰყივი აგრე ჴმიანი

95. ქალი ეტყოდა ტირილით სარჩელი უგავს ბრჭობასა თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ შმაგი ხარ მოდი ცნობასა აწ მეტად ძნელსა საქმესა ადვილად მნუკევ თხრობასა ცუდათ ნუ სცთები ნუ ელი მაგა ამბვისა მბობასა

96. კულავ უთხრა ყმაო რა გინდა ანუ მე ნუკვი მე რასა მაგა საქმისა ვერა იქს ვერცა კალამი წერასა შენ ერთხელ მეტყვი მითხარო მე ასჯერ გეტყვი ვერასა ვითა სიცილი ტირილსა მიჯობს ვაგლახი მღერასა

97. ყმა ეტყუის ხედავ სისხლისა თვალთა მდის ცრემლთა წყალები დრო გამიგრძელდა მიმჭირდა მაჩნია მით აწყა ლები ვიცი არ მომკლავ ღარიბი ღარიბსა შეგებრალები მაგა ამბვითა დამივსე ცეცხლისა მე აწყ ალები

98. ქალო არ იცი სით მოვალ რა ჭირნი მომითმენიან როდითგან ვეძებ ამბავთა ესე არვისგან მსმენიან შენ მიპოვნიხარ სიტყუანი ჩემნი რაზომცა გწყენიან ვერ დაგეხსნები მიამბე ჩემგან ნუღარა გრცხუენიან