... (W-27), XVII ს.

138. მისი მძებლენი იყომცა ჭკუვითა მეტის მეტითა შენ კაცთა ნაცულად ნადირთა ახლავ გულითა რეტითა სჯობს ერთი კაცი იახლო ილხენდე მისით ჭვრეტითა ვით იადონი არ მოკუდე ბულბული თესლთა კვნეტითა

139. ყმამან უთხრა რასა მნუკვი არა ვიცი გამიცხადე კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე ღ~თსა ჩემი უბედობა უნდა მემცა რას ვეცადე გაღანამცა გავნადირდი თავი ასრე გავიჴადე

140. ქალმან კულავ ჰკადრა გაგსაჯე მეტითა შეგონებითა მაგრა თუ კაცი მოგგვარო მოგყვეს თავისა ნებითა იგი გიახლოს ილხენდე მისითა შემეცნებითა ფიცე არ მოჰკლა არ იყო არ სავნებლისა ვნებითა

141. ყმამან თუ მიჩუენებ ვნახავ დიდად გავიხარებ სიყუარულმან მისმან ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ არას ვუზამ უგემურსა არა ოდეს გავამწარებ რაცა ჩემგან იამების ვაამებ და შევიყუარებ

142. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად არ ეწყინაო უამბობს არს მისად მაგულვანებლად ჴელი მოჰკიდა მოჰყვანდა ვით მთვარე მოსავანებლად იგი რა იცნა ტარიელ თქუა მზისა დასაგუანებლად

143. გამოეგება ტარიელ მართებს ორთავე მზე დარად ანუ ცით მთუარე უღრუბლოდ შუქთა მოფენდეს ქვე ბარად რომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედ არად გვანდეს შვიდთავე მნათობთა სხვამცა რისად ვთქვა მე და რად

144. მათ აკოცეს ერთმანერთსა უცხოობით არ დარიდეს ვარდსა ჰჴლეჩდეს ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭუირდეს ყელი ყელსა გადააჭუდეს ერთმანერთსა აუტირდეს ქარვად შექნეს იაგუნდი მათნი თუმცა ლალად ღირდეს

145. მობრუნდეს ჴელი ავთანდილს ყმამან შეუპყრა ჴელითა ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა ასმათი სულსა უღებდა სიტყუითა საკუირველითა თასთა ნუ დაჰჴოცთ ნუ ბნელიქთ მზესა თქვენითა ბნელითა

146. ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული არ დაზრული ყმასა უთხრა მესწრაფების მითხარ შენი დაფარული მითხარ ანუ სით მოსულხარ სადაური სით მოსრული მე სიკუდილსა აღარ ვახსოვ ვარ მისგანცა განწირული

147. ავთანდილ გასცა პასუხი სიტყვები ლამაზებია ლომო და გმირო ტარიელ ვის თავი გინაზებია მე ვარ არაბი არაბეთს არს ჩემი დარბაზებია მიჯნურობითა დამწვარვარ ცეცხლი უშრეტი მგზებია

148. მე პატრონისა ჩემისა ასული შემყუარებია თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავმაგრებია თუცა არ მიცნობ გინახავ თუ ვით გიაზრებია გახსოვსცა ოდეს დაჰჴოცე მონები არსაპყრებია

149. შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი ჩვენ ზედა გარდგეკიდენით პატრონი ჩუენი გაგიწყრა ჩვენ ხაფად წაგეკიდენით გიჴმეთ არ მოხველ ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით შენ ველნი წითლად შეღებენ სრულად სისხლისა კი დენით

150. ყუელაკასა მათრაჴითა თავი უჴრმლოდ გარდაჰკვეთეთ მეფე შეჯდა დაგვეკარგე კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ ვითა ქაჯი დაგუემალე მონებიცა დავაფეთეთ ამან უფრო დაგვაშმაგნა თავი სრულად გავაშეთეთ

151. ჭმუნვა შეექმნა თქვენც იცით ჴელმწიფე ნებიერია მოგნახეს გძებნეს ყოველგან მათ რუკა დაუწერია ვერ ნახეს შენგან ნახული ვერცა ყმა ვერცა ბერია აწ გამომგზავნა რომელსა ვერ მზე ჰგავს ვერ ეთერია

152. მიბრძანა მიცან ამბავი მის მზისა წარხდომილისა მაშინ ვარ მქმნელი საქმისა მის შენგან მონდომილისა» სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა არ გიკუირს გავსძელ ვერჭურეტა მისისა მე ღიმილისა

153. აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა ქურდნი ვნახენ რომე თქუენთვის სიტყვა რამე გაემკვახა მათრაჴითა ჩამოგეგდო ერთი მკვდართა დაგესახა მათ მასწავლეს ძმა რომელთა სულმობრძავი სამე გლახ ა

154. ტარიელსცა მოეგონა ომი მათი მაშინდელი იტყვის მახსოვს ეგე საქმე თუცა არის ადრინდელი ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი მით ვჰტიროდი მომეგონა მე გლახ ჩემი წარმწყმედელი

155. რას მაქნევდით რა გინდოდა ერთმანერთსა რათა ვჰგუანდით თქუენ მორჭმულნი თამაშობდით ჩვენ მტირალნი ღაწუსა ვბანდით რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით გაგულვანდით აწ ვეჭუ რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით

156. მოვიხედე მომეწია რა პატრონი შენი ვნახე ჴელმწიფობით შემებრალნეს ამად ჴელი არ შევახე თვალთა წინა გამოვექეც მეტი არა შეუზრახე ჩემი ცხენი უჩინოსა გავს და სხვასა რას ვასახე

157. კაცმან ვერ ასწრას თუალისა დაფახვა დაწამწამება მას გავექცევი ვისგანცა ჩემი არას ვსცნა ამება მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება ავად შვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება