... (W-27), XVII ს.

1. [.........................................................................................] [........................................................................................] ყოველი პირი მიწისა თქვენ ჴმლითა დაგიმონია აწ თუ სჯობს ესე ამბავი ცნან რაცა გარემონია

2. მე წავიდე მოვიარო ვილაშქრო და ვინაპირო თინათინის ჴელმწიფობა მტერთა თქუენთა გულსა ვგმირო მორჩილქმნილთა გავახარო ურჩი ყუელა ავატირო ძღუენი გკადრნე ზედაზედა არ სალამი დავაძვირო

3. მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადლიერობა ებრძანა ლომო არა გჭირს შენ ომთა გარდუხდელობა აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქუელობა წა მაგრა თუ მამხუდეს რაღა ვჰქნა არ დია დღეთა გრძელობა

4. ყმა შევიდა თაყვანისსცა მადლი რამე მოახსენა ჴელმწიფეო მიკვირს ქება რად იკადრეთ ჩემი თქუენა აწ ნუთუმცა კულავ ნახვითა ღ~ნ ბნელი გამითენა პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლა მიჩუენა

5. მეფე ყელსა მოეკიდა გარდაჰკოცნა ვითა შვილი სხუა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი არ გაზრდილი ყმა ადგა და წამოვიდა მას დღე მათი ჩანს გაყრილი როსტან მისთვის აატირა გონიერი გული ბილი

6. გამოემართა ავთანდილ მოყმე მჴნე ლაღად მავალი ოც დღე იარა ღამეცა დღე ზედა წართო მრავალი იგია ლხინი სოფლისა იგია ნივთი და ვალი არ მისცილდები თინათინ მისი მას ვისგან სწვავს ალი

7. რა მოვიდა სიხარული შიგან გაჰჴდა სამეფოსა გამოეგებნეს დიდებულნი ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა იგი პირმზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა მიხუდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სასწრაფოსა

8. ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა გარეთ კლდე იყო გიანბობ ზღუდესა უქვითკიროსა ყმამან მუნ დაყო ორი დღე ამოსა სანადიროსა გაზრდილი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა

9. ესეა მონა შერმადინ ზემოთცა სახელდებული თანა შეზრდილი ერთგული და მისთვის თავდადებული მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული

10. უბრძანა აჰა შერმადინ ამად მე შენგან მრცხუენიან ჩემნი საქმენი ყოველნი გიცნიან გაგივლენიან მაგრა არ იცი აქამდის რაზომნი ცრემლნი მდენიან მე ვისგან მქონდეს პატიჟნი აწ მასვე მოულხენიან

11. მოუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა ცრემლი ცხელი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა აწ მიბრძანა საიმედო ამად მხედავ მხიარულსა

12. მიბრძანა მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა მოხვიდე სრულვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა ქმარი არ მინდა უშენოდ ზე მომხუდეს ხისაცა რგულისა» მომცა წამალი გულისა აქამდის დადაგულისა

13. პირველ ყმა ვარ წასულა მინდა პატრონისა სამსახურად ჴამს მეფეთა ერთგულობა ყოფა მართებს ყმასა ყმურად მერმე ცეცხლი დაუვსია აღარა მწუავს გულსა მურად ჴამს თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს მიუხდეს მამაცურად

14. ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონყმათასა ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ჴმათასა ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად თავადად სხვათა ყმათასა ამა საქმესა ვერა ვიქ მე განდობასა სხვათასა

15. ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი ნაპირობდი დარბაზს კაცსა გაგზავნიდი და ამბავსა მათსა ცნობდი წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ უფასოსა ძღუენსა სძღვნიდი აქა სადმე არ ყოფასა ჩემსა მათცა რად აგრძნობდი

16. ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე სპათა ჩემთა ეთავადე საჴელმწიფო შეინახე თუ სამწლამდის არ მოვიდე ხვაშიადი შემინახე კულავ ნუთუმცა შემოვბრუნდე ალვა ჩემი არ დაჭნა ხე

17. მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია უანბე ჩემი სიკვდილი იყავ მართ ვითა მთვრალია მიხუდათქო საქმე რომელი ყოვლთათვის გარდუვალია გლახაკთა მიე საჭურჭლე ოქრო ვერცხლი და რვალია

18. მაშინ უფრო მომეჴმარე ამისგანცა უფრო მჴედრე ნუთუ ადრე დამივიწყო მახსენებდი ზედაზედრე მეტად კარგად დამიურვე სული ჩემი შეივედრე ზრდანი ჩემნი მოიგონენ სული ჩემი შეივედრე

19. რა მონამან მოისმინა გაუკვირდა შეეზარა თვალთათ ვითა მარგალიტი ცხელი ცრემლი გარდმოყარა მოახსენა უშენომან გულმან რამცა გაიხარა ვიცი რომე არ დასდგები მაგას გიშლი ამად არა

20. განა აქუს ლომმან იმედი დაგედვას რაცა მისადა მეფისა ცამდის მაღლისა მზისაცა უფრო ზისადა უშენოდ მყოფი არ ვარგვარ არცა თუ აქა ვზი სადა მარტოსა თავი რად დაგიც საკუდავად მაგა გზისადა