... (W-27), XVII ს.

59. ავთანდილ მიდგა ეუბნა მათ კაცთა გულმდუღარეთა მათ უთხრეს მათი ამბავი ტირილით მოუბარეთა ჩუენ ვართო ძმანი სამნივე მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა დია გვაქვს ციხექალაქი ხატაეთს არემარეთა

60. კარგი გვესმა სანადირო ნადირობას წამოვედით გუყვეს ლაშქარნი უთუალავნი წყლისა პირსა გარდაჴედით სანადირო მოგვეწონა თვესა ერთსა არ წავედით ვჰჴოცეთ მჴეცი უზომოსა მინდორით და მთით და ქედით

61. ჩუენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით მით ერთმანერთსა სამნივე ჩუენ კიდე დავეცილენით მე უკეთ მოვჰკლავ მე გჯობო» სიტყვანი ვავაქილენით ვერ გავაჩინეთ მართალი ვისარჩლეთ ვითაკილენით

62. დღეს ავჰყარენით ლაშქარნი სავსენი ირმის ტყავითა ვთქუით გავაჩინოთ მართალი ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა თავსა ვიახლნეთ მარტონი დავდგეთ მართ ოდენ თავითა თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ ნუ ვესრვით დანამახვითა

63. ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია ლაშქართა წასულა უბრძანეთ მით არას მუაზრენია მოვინადირეთ მინდორი ისი ტყენი და ღრენია დავჴოცეთ მჴეცი და მფრინველი რაცა ზე გარდაგვფრენია

64. ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი პირგამქუშავია ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა მერანი რამე შავია თავსა და ტანსა ემოსა გარეთმა ვეფხის ტყავია ჯერთ მისი მგზავსი შვენებით კაცთაგან უნახავია

65. უჭვრიტეთ მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით ვთქუით თუ მზეაო ქუეყნად ნუ ვეუბნებით ცად ენით» მოგვინდა მისი შეპყრობა ვჰკადრეთ და შევეცადენით ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ ცრემლისა ცადენით

66. მე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავთხოვე ქენებით ჩემან შედეგმან ტაიჭი მისი მით აქო ხსენებით ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა უვალნეთ ჩვენებით მივმართეთ იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით

67. ბროლმან ლალსა გარეულმან ვარდნი თხელნი ანატიფნა იგი ტკბილნი გონებანი ჩუენთვის მეტად გაამყიფნა არ აგვიხნა არცა დაგუსხნა ყოლე არად ამოგვკრიფნა მისუნი მკვახედ მოუბარნი მათრაჴითა შეგუამწიფნა

68. უმცროსსა ძმასა მივეცით უფროსნი დავეზიდენით ჴელი მოჰკიდა დადეგო» ესეცა ჰკადრა კიდ ენით მან ჴრმალსა ჴელი არ მიჰყო ჩვენ ამად დავერიდენით თავსა გარდაჰკრა მათრაჴი ვნახეთ სისხლისა კი დენით

69. ჩემი ძმა გლახ დაკოდილი მასვე წამსა ჩამოვარდა მისმან შიშმან დაგვაწყნარნა იგი ყოლე არ აჩქარდა მასმცა მიღმა რაღა ვჰკადრეთ ვისგან ყოფა გაგვიმწარდა ვთქუით თუ უჴმლოდ მოგვერია ჴლმით დაგუჭრის ფარა ფარდა

70. მით ერთითა მათრაჴითა თავი ასრე გარდაჰფრიწა ვითა მკუდარი უსულო ქმნა ვითა მიწა დაამიწა მისი ასრე მკადრებელი მოამდაბლა მოამიწა თუალთა წინა წაგვივიდა ლაღი კუშტი ამაყი წა

71. აღარ დაბრუნდა წავიდა წყნარად და აუჩქარებლად ეგერა მივა ნახეო იგი მზეებრ და მთვარებლად შორს უჩუენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის ყმისა მარებლად

72. აჰა მიხუდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა რადგან ცუდად არ წაუჴდა მას ეზომი გარეთ ყოვნა კაცსა მიხუდეს საწადელი რას ეძებდეს მისი პოვნა მაშინ მისგან აღარა ჴამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა

73. უთხრა თუძმანო ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა მე იმა ყმისა საძებრად მოვშორდი საგაზრდილოსა აწ თქვენგან მივხუდი საქმესა ყოლა არსაადვილოსა ღმერთიმცა ყოლე ნუ იქს თქუენსა დასაღრეჯილოსა

74. ვითა მე მივხუდი წადილსა ჩემსა გულისა ნებასა აგრემცა ღმერთი ნურას იქს ძმისა თქვენისა ვნებასა უჩუენა მისი სადგომი მიდითო ნებანებასა ჩრდილსა გარდასვით მაშურალნი მიეცით მოსვენებასა

75. ესე უთხრა და წავიდა ცხენი გაქუსლა დეზითა ვითა გავაზი გაფრინდა არ გაშუებული ხეზითა ან მთუარე მზისა შემყრელი მზე სინათლითა ზეზითა დაივსო ცეცხლი შემწუელი მისითა მან მიზეზითა

76. მიეწურა იგონებდა ახლოს შეყრა ვითა აგოს საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს ჴამს თუ კაცმან გონიერმან ძნელი სიტყუა გამოაგოს არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს მოიძაგოს

77. რადგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად რომე კაცსა არ შეიყრის საუბრად და მისად ჭვრეტად მივეწევი შევიყრებით ერთმანერთის ცემა ჟლეტად ანუ მამკლავს ანუ მოვკლავ დაიმალვის მეტისმეტად

78. მე იმა ყმისა საკრავად ჴმალსაცა ვით მიჰყევ ნები არ მოვჰკლავ არცა მოვჰკვდები არ ვივნებ არცა ვევნები შორით თუალითა მივწურავ უკანა დავედევნები იარეს გავლეს მრავალი მინდორი შამბნარჴევნები