... (W-27), XVII ს.

216. შიგა ვსწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა პირსა იხოკდეს ჴელითა ღაწვისა გამპობელითა მუყრნი მოასხნეს აქიმად სენითა მთქუეს უშობელითა

217. სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან მათ ჴელთა ჰქონდა მუსაფი ყუელანი იკითხვიდიან მტერდაცემული ვეგონე არ ვიცი რას ჩმახვიდიან სამ დღემდის ვიყავ უსულოდ ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან

218. აქიმნიცა იკუირვებდეს ესე სენი რაგვარია სამკურნალო არა სჭირს რა სევდა რამე შემოჰყრია ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი სიტყვა მცთარი წამერია დედოფალი ზღუასა შეიქს მას რომ ცრემლი დაუღვრია

219. მე რა მნახა თუალახმული მეფე ყელსა მომეხვია ცრემლით მითხრა შვილო შვილო ცოცხალ ხარ ღა სიტყვა თქუია მე პასუხი ვერა გავეც ვითა შმაგი შევეკრთია კულავ დავეცი დაბნედილი გულსა სისხლი გარდმეთხია

220. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი არცა მკვდარი მერმე ცნობა მომივიდა მიხუდი რასმე მიუმხვდარი ვთქვი თუ ჰაი ჰაი რაშიგან ვარ მე სიცოცხლე გარდამხდარი თმობა ვსთხოვე შემოქმედსა ვჰკადრე სიტყუა სამუდარი

221. ვთქვი თუ ღ~თო ნუ გამწირავ აჯა ჩემი შეისმინე მომეც ძალი დათმობისა ცოტად ვითა ამადგინე აქა ყოფა გამამჟღავნებს სახლსა ჩემსა მიმაწვინე ღ~თნ ქნა და მორევსჯობდი გული წყლული გავარკინე

222. ზე წამოვჯე მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა ახარებდეს წამოჯდაო დედოფალი გამორბოდა მეფე მორბის თავშიშველი არ იცოდა რას იქმოდა იგი ღ~თსა ადიდებდა სხვა ყველაი უჩუმოდა

223. იქით და აქათ მამისხდეს მახურიტეს სახურეტელია მე მოვახსენე პატრონო გული აწ უფრო მრთელია ცხენსა შეჯდომა მწადიან ვნახო წყალნი და ველია ცხენი მამგვარეს შეცავჯე მეფე ჩემთანა მვლელია

224. გამოვედით მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა შინა მიველ უარ გავჴე სხვა დამერთო ჭირი ჭირსა ჩემსა მოველ დავაბრუნვე მეფე მომყუა სახლთა ძირსა ვთქუი თუ მოვჰკუდე ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირსა

225. ზაფრანის ფერად შესცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან საწოლს მეკარე შემოდგა მოლარე გაიყვანა მან ვთქვი თუ რა იცის ამბავი ნეტარ ან იმან ან ამან

226. ვთქუი მონააო ასმათისი რა იცისო ვარქვი ჰკითხე შემოვიდა სააშიკო წიგნი მომცა წავიკითხე გამიკვირდა სხუად გულისა ვითამცა ვქენ მწველთა სითხე მისგან ეჭვი არა მქონდა სევდად მაწვა გულსა მით ხე

227. მე გამიკუირდა სით ვუყვარ ანუ ვით მკადრებს თხრობასა მიუყოლობა არ ვარგა დამწამებს უზრახობასა ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს მერმე დამიწყებს გმობასა დავსწერე რაცა პასუხად მართებდა აშუკობასა

228. დღენი გამოჰჴდა მე გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა ვეღარ უჭვრეტდი ლაშქართა მინდორს თამაშად მავალთა რა დარბაზს მიველ მკურნალთა დამიწყეს მოსლვა მრავალთა მაშინ დავიწყე გარდაჴდა სოფლისა ლხინთა და ვალთა

229. მათ ვერა მარგეს მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა სხვამან ვერავინ შემატყვა დება ცნობისა ხელისა სისხლი დამწამა მეფემან ბრძანა გახსნევა ჴელისა გავიხსენ ფარვად თავისა არვისგან საეჭველისა

230. ჴელგაჴსნილი სევდიანი საწოლს ვიყავ თავისწინა ჩემი მონა შემოვიდა შევხედე თუ თქვას რა მინა ჰე მონააო ასმათისი შემოყუანა უთხარ შინა გულსა შინა დაუზრახე რამ პოვეო ანუ ვინა

231. მონამან წიგნი მომართვა მე წავიკითხე ნებასა წიგნსა შევატეევ ლამობდა შეყრისა მოსწრაფებასა პასუხად ვწერდი ჟამია მართალ ხარ გაკვირვებასა მოხვალ თუ მიჴმობ მე ნუ მეჭუ მოსლვისა დაზარებასა

232. გულსა უთხარ თუ ლახუარნი ეგრე ვით დაგაღონებენ ამირბარი ვარ ჴელმწიფე სრულად ინდონი გმონებებ აზრად შეიქმენ საქმესა ათასჯერ შეაწონებენ თუ შეიგებენ მე მათთა არეთა არ მარონებენ

233. კაცი მოვიდა მეფისა სწადსო ამბვისა სმინება მოყუანა ვუთხარ ებრძანა ქნაცა სისხლისა დინება მე ვჰკადრე ჴელი გავიხსენ დამიწყო მოჯობინება წინაშე მოვალ ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება

234. დარბაზს მიველ მეფე ბრძანებს ამის მეტსა ნუ იქ აბა ცხენსა შემსვა უკაპარჭო წელთა არა არ შემაბა შეჯდა ქორნი მოუტივნა დურაჯები დაინაბა მშვილდოსანნი გასაგანნა იტყოდიან შაბაშ შაბა

235. შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი მომღერალნი და მუტრიბნი არ იყუნეს სულდაღებულნი მეფემან გასცა მრავალი თვალნი ღარიბად ქებულნი აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი