... (W-27), XVII ს.

99. ქალმან უთხრა რას შეგესწარ მე ვინ ვარ და ანუ შენო მზე არ გახლავს შეგეტყვების თრთვილო ასრე მით მაწყენო გრძელი სიტყუა საწყინოა ასრე მოკლედ მოგახსენო ვერასათვის ვერ გიანბობ რაცა გინდა იგი ქენო

100. კულაცა ჰკითხა ზენარობით მიუყარნა მუხლნი წინა მაგრა ვერა ვერ დაჰყარა მუდარობა მოეწყინა პირსა ზედა გაგულისდა თუალთა ცრემლი მოედინა ადგა თმითა წამოზიდნა ყელსა დანა დააბრჯინა

101. ეგრე უთხრა მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო როგორა თუ ამატირო ცრემლი ცუდად დამადინო გიჯობს მითხრა ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო თვარა ღთ~ნ მტერი ჩემი მოკლას ვითა მოგაკვდინო

102. ქალმან უთხრა ეგე ღონე მოიგონე მატად ავი თუ არ მამკლავ არ მოვკუდები მრთელი ვარ და მოუკლავი რად რა გითხრა სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი კულავ თუ მამკლავ სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი

103. კულავ ეტყვის ყმაო რად მპოვე ვინ მეუბნები მე ვინო ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო მე ჩემი თავი ჩემითა ნებითა მოგაკლევინო ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო

104. ჩემი სიკვდილი შენ ჩემად პატიჟად ნურად გგონია მით რომე დამხსნი სიკვდილსა შემშრების ცრემლთა ფონია ჩალად მჩანს ყოვლი სოფელი მისთვისვე შემიწონია ვერ გიცნობ ვინ ხარ ვის გითხრა სიტყვანი მისანდონია

105. ყმამან თქუა თუ არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა სხუისა რასმე მოვიგონებ სჯობს საქმისა გამორჩევა გაუშვა და ცალკე დაჯდა ტირს დაუწყო ცრემლთა ფრქვევა ქალსა უთხრა გაგარისხე აწ ესე თქვი ვით დავრჩე ვა

106. ქალი დაუჯდა კუშტგვარად ქუშობს ჯერთ არ დამტკბარია ავთანდილ ქუე ზის ტირილად აღარას მოუბარია ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია კულავ იქით ქალი ატირდა მისთვის გულნალმობარია

107. ყმა მტირალი შეებრალა ამად ცრემლნი ცხელნი ღვარნა მაგრა უჯდა უცხოს უცხო არ ენანი აუბარნა ყმამან ცნა თუ გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა ცრემლდენილი შეეხუეწა ადგა მუხლნი მიუყარნა

108. უთხრა ვიცი აღარ ვარგხარ შენ აწ ჩემად დასანდობლად გაგარისხე დაგრჩომივარ ღარიბად და ამად ობლად აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად ამად რომე შეცოდება შვიდგზის თქმულა შესანდობლად

109. თავი ჩემი სამსახურად თუმცა ავად მოგაწონე მიჯნურისა შებრალება ჴამს ესეცა გაიგონე სხუაგნით ყოვლგნით უღონო ვარ არვინ არის ჩემი ღონე სულთა მოგცემ გულისათვის სხუა მეტიმცა რა გამონე

110. რა ქალსა მიხუდა ყმისაგან მიჯნურობისა ხსენება გულამოსკუნითა დაიწყო ასკეცად ცრემლთა დინება კვლავ გაამაღლა ზახილით ტირილი არ გაცინება ავთანდილს ღთ~ნ წადილი მისცა გულისა ლხინება

111. ბრძანა თუ ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების ვისთვისმე ჴელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების კულავ უთხრა დაო მიჯნური მტერთაცა შეებრალების ესეცა იცი სიკვდილსა თვით ეზებს არ ეკრძალების

112. ვარ მიჯნური ხელი ვინმე გაუწყვედლად სულთა დგმისად ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად ღრუბელიცა ვერ მიხუდების მე მისრულვარ სადა მისად გული შენი მიპოვნია მისი შენდა შენი მისად

113. მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე მისთვის ხელმან გამოჭრილმან ლხინი ჩემი ვაალქატე ორისაგან ერთი მიყავ ტყვე მქმენ ანუ მააზატე ან მაცოცხლე ანუ მამკალ ჭირი ჭირსა მომიმატე

114. მაშა რადგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე არ ეგების ამას იქით თუცა თავი არ გამონე აწ შენ მოგეც თავი ჩემი დაგაბნიე დაგაღონე შენთვის მოვჰკვდე ამისებრი მემცა საქმე რა ვიღონე

115. აწ რაცა გითხრა თუ ამა საქმესა დამმორჩილდები რასაცა ეძებ უცილოდ მიხუდები არ ასცილდები თუ არ მამისმენ ვერ ჰპოვებ რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები მდურვა თავისა მოგხვდების მოჰკვდები გაცასწბილდები

არაკი ავთანდილისა პასუხად რომ ეუბნებოდა

116. ყმამან უთხრა ეგე საქმე ამას გავსო არა სხუასა ორნი კაცნი მოდიოდეს სადაური სადმე გზასა უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა ზედ წადგა და ჩაჰყიოდა ტირს იზახის ვაგლახვასა

117. ეგრე უთხრა ამხანაგო იყავ მანდა მომიცადე წავალ თოკსა მოსახმელად მწადსო თუმცა ამოგზიდე მას ქუეშეთსა გაეცინნეს გაუკვირდა მეტად კიდე შემოჰყივლა არ გელოდე სად გაგექცე სად წავიდე