... (W-27), XVII ს.

272. ავმართე დროშა მეფისა ალმითა წითელშავითა დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა თავსა ვჰსტიროდი ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა მზე თუ არ ვნახო არ ვიცი ვიარო ვითა და ვითა

273. შინა მიველ დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა თვალთათ ვითა საგუბარი ცრემლი ცხელი გარდმომჩქებდა ბედი ჩემი უბედური ვთქუი თუ ჯერცა ვერ გამეფდა ხელმან ვარდი რად იჴელთა რადგან ასრე ვერ მოჰკრეფდა

274. მონა შემოდგა მივეცი საქმესა გაკვირვებულსა ასმათის წიგნი მამართვა მე მეტად შეჭირვებულსა ეწერა გიჴმობს შენი მზე შენ მისთვის მოსურვებულსა მოდი სჯობს მანდა ტირილსა საქმესა ბედით ვნებულსა

275. ვითა მმართებდა ეგზომი რამცა ვით გავიხარეო სად ასმათ მენახა მუნვე ჩნდა მდგომიარეო სიცილით მითხრა წამოვლე მოგელის ლომსა მთვარეო შეღამდა წაველ ბაღისა მე კარი შევიარეო

276. შემავლო სახლი ნაგები კეკლუცად ბანისბანითა გამოჩნდა მთუარე ნათლითა გარე შუქ მონავანითა ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწუანითა საკრძალავი და ღარიბი უცხო პირითა ტანითა

277. შეველ წავდეგ ნოხთა პირსა მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად გულსა ბნელი გამინათლდა ზედა ლხინი ადგა სვეტად მას ბალიში შემოეგდო მზისა შუქსა სჯობდა მეტად ჩემგან პირსა იფარებდა აიხედის წამსა ჭურეტად

278. უბრძანა თუ მოახსენე ასმათ დაჯდეს ამირბარსა მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა დავსჯე მივსცენ გულსა ლხინი საწუთროსა დამგმობარსა მიკუირს სულნი რადღა მიდგან ვიტყვი მისგან ნაუბარსა

279. მიბრძანა ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა მზემან გაყრითა დაგუაჭკნე ვითა ყვავილი ბარისა დაგსჯიდა დენა ცრემლისა ნარგისთათ ნაგუბარისა მაგრა ჴამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა

280. თუცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა მაგრა მეტი უარეა არათქმა და ჭირთა მალვა მე თუ ზეპირ მიცინია ქუე ქუე მითქვამს იდუმალ ვა ძოღან ქალი გამოვგზავნე ვქენ მართლისა შემოთუალვა

281. ერთმანერთისა მას აქათ რაცა ორთავე ვიცითა აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა ამას შევსჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა გეცრუვო ღ~თნ მიწა მქმნას ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა

282. წა შეები ხატაელთა ილაშქრე და ინაპირე ღ~თნ ქნას და გაგიმარჯუოს მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე მაგრა რა ვჰქნა კვლაცა ნახვა მამხუდებოდეს შენი ვირე გული მამეც გაუყრელად ჩემი შენთვის დაიჭირე

283. მოვახსენე არ მეწყალვის თავი შენთვის დასაწველად მაშა რადგან დამარჩინე არ გამოსჩნდი ჩემად მკვლელად შენ სინათლედ თუალთა ჩემთათ მიჩნდე მზეებრ სანახველად აწ შევება ხატაელთა მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად

284. აწ რასაცა მე მაღირსებ ჴორციელი არვინ ღირსა მოწყალება იჩქითია ღ~თისა ამად არ მკუირსა შენნი შუქნი შემომადგამ გულსა ბნელსა ზედა მჭვირსა შენი ვიყო სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა

285. ზედა წიგნსა საფიცარსა შევფიცე და შემომფიცა მისგან ჩემი სიყუარული ამით უფრო დაამტკიცა უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა ღ~თი მამკლავს ამას იქით თავსა ვეტყვი ამას ვსწურთიცა

286. დავჰყავ ხანი მას წინაშე სიტყვანიცა ტკბილნი ვთქუენით ვსჭამეთ ამო ხილი რამე ერთმანერთსა ვეუბენით მერე ავდექ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით შუქთა მისთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით

287. მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ ბალახშ მინისა მე გამიახლდა სოფელი მქონდა სიმრავლე ლხინისა ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა აწ მიკუირს მისსა გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა

288. დილასა შევჯე უბრძანე ჰკარით ბუკსა და ნობასა სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესხდომილად მზობასა ლომმან მივმართე ხატაეთს ვერვინ მიძრახავს ჴრდლობასა უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი არ გაივლიდეს გზობასა

289. დავაგდე ზღუარი ინდოთა მევლო პაშტაი ხანია რამაზის კაცი მემთხვია ხატაელ ზედა ხანია მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია ჩუენთა მგელთაცა დასჭამენ ინდონო თ ქუენნი თხანია

290. მე შემამძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი მითხრა გკადრებს ნუ ამოგვწყვეტ არის შენგან არსაქნელი ზენაარი გამოგვიღე მით გვაბია ყელსა წნელი მოურვებლად მოგახსენნეთ თავნი შვილნი საქონელი

291. რაცა შეგცოდეთ შეგვინდევ თვით ჩვენვე შეგვინანია თუ ღთითა შეგვიწყალებდეთ აქა ნუ მოვლენ სპანია ქუეყანა ჩუენი არ ასწყდეს რისხვით არ დაგვტყდენ ცანია ჩუენ მოგცეთ ციხე ქალაქი მოგყუენ ცოტანი ყმანია