... (W-27), XVII ს.

177. ფარსადანს წინა დაასკუნა გაგზავნა მოციქულისა შესთუალა შენ გაქუს მეფობა ინდოეთისა სრულისა აწ მე მწადს თქუენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა

178. ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან შესთვალა ღ~თსა მადლობა შევსწირე ჴმელთა მფლობელმან რადგან ეგე ჰქენ მეფემან ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან აწ მოდი ასრე პატივ გცე ვითა მამამან მშობელმან

179. ერთი სამეფო საკარგყმო უბოძა ამილბარობა თვით ამირბარსა ინდოეთს აქუს ამირსპასალარობა რა მეფე დაჯდეს არა სჭირს ჴელისა მიუმცდარობა სხუად პატრონია მართ ოდენ არა აქვს კეისარობა

180. თვით მეფემან მამაჩემი დაიჭირა სწორად თავსა თქუა ჩემებრივ ამირბარი ნაძლევი ვარ ვისცა ჰყავსა ლაშქრობდის და ნადირობდის აძლევდიან მტერნი ზავსა მას არა ვგავ ასრე ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა

181. ძე არა ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა ჭმუნვა ჰქონდა ჟამი იყო მით აეხუნეს სპანი ზარსა ვაი კრულია დღემცა იგი მე მივეცი ამილბარსა მეფემან თქუა შვილად გავზრდი თვით ჩემივე გვარი არსა

182. მეფემან და დედოფალმან მიმიყუანეს შვილად მათად საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქუეყანათად ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ჴელმწიფეთა ქცევა ქნათად მოვიწიფე დავემსგზავსე მზესა თუალად ლომსა ნაკვთად

183. ასმათ მითხრობდი რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა ხუთისა წლისა შევიქენ მსგავსი ვარდისა შლილისა ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა მართ ვითა სილისა არა გაოდის ფარსადანს მისი არასუმა შვილისა

184. ნადიმსა შიგან მოყმენი სიცილით მოგეგებნიან მოასპარეზე მესროლთა ღონე ჩემგანვე ძებნიან ბრძოლთა შიგან მებრძოლნი ვერავინ ვერ შემებნიან თვით შუბოსანი ჩემებრი არავინ არ ეგებნიან

185. ასმათ შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერმიჴდილისა მზესა მე ვსჯობდი შუენებით ვით ბინდსა ჟამი დილისა იტყოდეს ჩემი მნახავნი მსგავსია ედემს ზრდილისა აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა

186. მე ხუთისა წლისა ვიყავ დაორსულდა დედოფალი ესე რა თქვა ყმამან სულთქნა ცრემლით ბრძანა შობა ქალი დაბნედასა მიეწურა თითქმის გვანდა არ უდგს სული თქუა მაშინვე მზესა გვანდა აწ მედების ვისგან ალი

187. წიგნი წიგნსა ეცემოდა დედოფალი ოდეს შობდა მოციქული მოციქულსა ინდოეთი სრულად სცნობდა მზე და მთუარე განსცხრებოდეს სიხარულით ცა ნათობდა ყოვლი არსად შემოსრული მხიარული თამაშობდა

188. ქება არ ითქუმის ენითა აწ ჩემგან ნაუბარითა ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალგვარითა საჭურჭლე გასცეს აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა

189. საშობელი გაიყარა ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა მართ მაშინვე გვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა უყვარდით და სწორად უჩნდით მეფესა და დედოფალსა აწ ვახსენებ ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა

190. ყმა დაბნდა რა სახელისა ხსენებასა მიეწურა ავთანდილსცა აეტირა მისმან ცეცხლმან გულსა მურა ქალმან სულად მოაქცია მკერდსა წყალი დააპკურა თქუა ისმენდი მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურა

191. მას ქალსა ნესტანდარეჯან იყო სახელად ჴმობილი შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი მთუარისა მსგავსიმზისაგან შვენებით არშეფრობილი მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი წდობილი

192. იგი ასრე მოიწიფა მე შემეძლო შესულა ომსა მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქნისა წთომსა მამასავე ჴელთა მიმცეს მე შევიქენ ამა ზომსა ვბურთობდი და ვნადირობდი ვით კატასა ვჴოცდი ლომსა

193. მეფემან სახლი ააგო შიგან სამყოფი ქალისა ქუად ბაზარია სხუად თლილი იაგუნდისა ლალისა ძირსაა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდისწყალისა იქ იზრდებოდის მედების ვისგან საჴმილი ალისა

194. დღე და ღამე მუჯამრითა ეკმევოდის ალვა თლილი ზოგჯერ კოშკს ჯდის ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის რა დგის ჩრდილი დავარ იყო და მეფისა ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი

195. სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა ვერვინ ვხედევდით შეიქნა პირითა მინა ვარდითა ასმათ და ორნი მონანი ჰყუანდა იმღერდის ნარდითა მუნ იზრდებოდის ტანითა გაბაონს განაზარდითა

196. თხუთმეტისა წლისა ვიყავ მეფე მზრდიდა ვითა შვილსა დღისით ვიყავ მას წინაშე გამიშვებდის არცა ძილსა ნაკუთად ლომსა თვალად მზესა ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქნილსა