ჩანართი და დანართები ტექსტები ვეფხისტყაოსნისა, 1948 წ.

ამბავი ტარიელისა გამიჯნურებისა

152. “ველს გავიდეთ სანადიროთ, უცხო რამე ქარი ქროდა; მეფე ბრძანებს: “ვინადიროთ,” ჯარი გარე ეხვეოდა; “ჩვენ ვიარეთ, ქვეითებსა ჭალა გარე მოესწროდა,” რა ესე თქვა, ყმა ატირდა, ცრემლი ცხელი ჩამოსწთოდა.

153. “ზღუდედ მოვლიდა ზურმუხტი, ხე ალვა დარიგებითა; მეფე გარდახდა მუნ, სადა კოშკად ფარაზი გებით ა შიგნით შევედით, სრა დაგვხვდა, მოცვული ფარდაგებითა. მაშინ ნასობთა ლახვართა, სულნო, ვით დაუდგებითა!”

154. “ქალი მოდგა დურეჯთათვის, ტანად სარო ლამაზენი; მადლი ჰკადრა ხელმწიფემან: “სახლი შენი ააშენი.” ხელთა მიცსცენ წასახვმელად,ააყბედნა ტკბილად ენი; მადლი მისსა შემოქმედსა, ვინ შენებრი დააშნი.”

155. [იგი უე].რო მნათი რა იქს სარ[............] გამოჰკრთის მუნით სინათლე ამ[......]მზერასა ეს ქვე ძეს მისთვის უცნობო, იგი ტახტსა ზის ზე რასა? წიგნსა იკითხვენ, სწამლობენ, სინჯვენ მაჯის ძგერასა.

156. [……………………………………………………………………………………………………….] [...................................................] დიდნი[.......................................] იგ ზაფრან [.............] სრბებენ ლალ[............................................ ] მტერ-დაცემულ[………………………... ......................................]

157. ფარსადან ღმერთსა შესწირა, რაცა აქვს მოგებულია; ყოველნი მადლსა შესწირვენ, მცირე და დიდებულია; დედოფალი ტირს, ცხელითა ცრემლითა მილ-გებულია, წამწამ მოვიდის, მნახვიდის ტან-სარო აგებულია.”

158. ქალი მოვიდა, იკითხა ამბავი რაზმთა მფრეწისა, ტანად ალვა და ლომგული, პირად მზე მინა რეწისა; მისთა შუქთაგან მთვარესა არ ძალ-აქვ გარდახვეწისა; მიხმეს, მიბრძანეს ამბავი, მე მივეგებე მეწისა.”

159. ,, წიგნი მომცა ასმათისი:,,გული შენი ნუ დაბნდების;” ვნახოთ ამა მუხთალთაგან ჩვენსა თავსა რა მოჰხდების!” მას მიჯნური არა ჰქვიან, ვინცა დღისა წინ მოჰკვდების, რასთვის უშობ, რასთვის ბნდები, სული რასთვის ამოგხდების?

160. “მეფემან გასცა მას დღესა მრავალნი საჭურჭლენია; ლაშქართა მისცა ურიცხვი ჯოგი, რემა და ცხენია; თავსა ვჰკრძალევდი სირცხვილად, ვიახელ შენარცხენია. ღმერთსამცა რად დაებადა მათებრნი ელმწიფენია.”

161. “მიბრძანა, მითხრა ამბავი, იცოდა ჩემის ნებისა; ყურსა მიანბო ხაბარი ჩემისა გახარებისა; შეგყარნა, ბოლოდ ვისიცა შეხედვა გენატრებისა! – წიგნი მომართვა, გავჰკაზმე, ხმა უთხარ მიბრუნვებისა.”

162. “გამიკვირდა, შემეზარნეს, ესე რამან ათქმევინა; ვინ მპოვაო სადაურმან, სადით მიცნობს იგ მე ვინა! მის მგონესა ყოფა ჩემი ერთობ სრულად დამკარგვინა, ნუ ყოს ღმერთმან, მისად ნაცვლად მზეცა მომხვდეს, მინდა, მინა.”

წიგნი ნესტან დარეჯანისა თანა მიწერილი პირველი

163. ასმათ დგას ჩემთვის მისისა წიგნისა წასაკითხავად; თქვა: ძოღან შენი ამბავი მითხრიან, ვისცა ვკითხ ავად. გიბრძანებს, – მესმის, მოვლენო, ლაშქარნი შენად მკითხავად. ლომსა მით მართებს ვაგლახი, თუ მისი თავი ითხა ვად.”

164. ზედ მისდგომია ასმათი ტარიელს იქა მჯდომელსა, წიგნი, მოართვა იგ მისი, მზე ვერ უდარებს რომელსა; ხატაველთს წასლვა ებრძანა პირსა ელვათა მკრთომელსა, გულსა დაედვა იმედი მას ლომსა ვეფხვებრ მხლტომელსა.

165. [მას შეხვდ] ების აჯიღა, ამბავიც მოაქვს ზ[არება], [მტერსა] შეგრთაო, ყმისათვის ამას რა შეედარება? ლაშქართა წვევნა უბრძანა, საომრად წაეყარება, აწ ნახეთ მისი სიქველე, ან ხელ-ფერხთა ხმარება!

166. ამა ამბისა მოსმენა ტარიელს მოალხინებდა, მას მიუვიდა ამბავი, რასაცა გულით ინებდა; თვალთა მტირალად ჩვეულსა ცრემლს აღარ დაადინებდა; ცნობა მიეცა, ჭკვას მიხვდა, ბაგესა გააღიმებდა.”

წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა

167. “კაცი იხმო გასაგზავნლად, ეუბნების, უბრძანებსა; უთხრა: “იცნობ, ვინცა უწინ ჩვენთვის ხრმალნი მისცნეს ნებსა? რად შესცვლიან ჭკუა-ცნობა, ვარდის ნაცვლად ძეძვს რად ჰკრებსა? ჩვენი ბაჟი დაიკიდოს, მოიღებდეს ჩვენს წინ ზღვნებსა”.

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი პასუხად