ჩანართი და დანართები ტექსტები ვეფხისტყაოსნისა, 1948 წ.

114. გამოჭრილვარ, ვიარები, დამწვავს ცეცხლთა სახმილია; ამა ყმისა მიზეზითა სრულ ხმელეთი მომივლია; ჭირთა ნაცვლად შენ გიპოვე, თუ არ მეტყვი, ცრემლს მილია, თქვენად ძებნად მოვიძულვე სახლი, კარი, ზღუდე ვლია.”

115. . თუ გწადდეს ჩემი შეყრა, იგი გეტყვის არას არა; მაგრა ჩემი ყოფა ღმერთმან, ვიცი ბოლოდ დამამწარა; შენგან კიდე არვინ მივის, თავიჩემი მოგაბარა, იტყვის: “მივხვდი ჩემსა ლხინსა, მე არ ღირს ვარ, მიწა, არა.”

116. მე მისითა მიზეზითა არ მინახავს დღე ნათელი; მუნით ვზივარ დევთა ქვაბსა, ვდუღ და მომდის ცხელი ცრემლი; მიწას ვლახავ, თუ ზე ვჰფრინავ, არა ვიცი მე მართალი; ღმერთმან მომკლას ან მილხინოს, დიდ არს მისი სამართალი.”

117. ყმამან უთხრა: “ვარდო, დაჭნი, დრო მოვიდა შენის ზრვისა.” ერთმანერთსა მოეხვივნეს, ცრემლით ჰკოცნეს სახე-პირსა; ასმათ ტირის სისხლლის ცრემლსა, ტევრი შექმნა ნათხზის თმისა. იგი ტირან სოფლისათვის და სოფელი მათთვის ტირსა.

118. ტირს ვაიმე საყვარელო, წახველ რასმე ქვეყანასა; თავი შენი საძებარად შევაცურვე შიგან ზღვასა; მოვეშორვე გამზრდელთ და სწორნი ჩემნი ვაგლახ-ვასა, ანუ მოვჰკვდე, ანუ დავრჩე, მოველოდდე ნეტარ რასა?”

119. უთხრა:,, დაო ღმერთმან შეზღოს საიქიოს მისგები;” ღმერთსა სწადდეს ჩემი ლხინი, ასრე ამად არ ვიწვები, ჩემთა ცეცხლთა დავსებასა სხვასა ვისმცა ვეხვეწები, თუ მიბრძანებს ჩემებრ ხელსა, განაღამცა ვიახლები.”

120. ქალი ჰკადრებს საუბართა, იგი მოყმე ატირდების; “ვაგლახ მეო, საყვარელო,” ცეცხლი ცხელი მოედბის; “ვინ შეიპყრა გული ჩემი, შენგან კიდე ვის ხელთდების, ოდის მომცემს კაცსა ხლებად, აქათ ასრე მემტერების.”

121. მისი მძებლენი იყომცა ჭკუვითა მეტის მეტითა; შენ კაცთა ნაცვლად ნადირთა ახლავ გულითა რეტითა; სჯობს, ერთი კაცი იახლო, ილხენდე მისით ჭვრეტითა. ვით იადონი არ მოჰკვდე ბულბული თესლთა კვნეტითა.”

122. უთხრა: თუ დაო, არა ვარ სულ ცნობა-დაკარგულია მიჯნურობისა შმაგობით ხელთა არა მაქვს გულია მაგრამ ცოტაცა კვლავ ვიცი, რაცა რამ საკარგულია, ვინ ღირს-ა კაცი გამოჩნდეს ჩემებრ თავ-დაკარგულია.

123. მოახსენა: ვპოვე ვინმე მიჯნურობით გამოჭრილი, შენად ძებნად წამოსრული, დიდთა ჭირთა გარდახდილი; დაუგდია მისი მთვარე, ამად ქნილა ფერ-მიხდილი; ნახო, აწცა ეკადრების მზისა შუქთა მისგან ცილი.

შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა

124. “მოსრულ ვარ, შენად შეყრამდინ ვიყავ ამბვისა მძებნელი; რა გნახე, შენგან სახმილმან ბნელსა მიმატა მე ბნელი; ეგე მეც ვიცი, მეცა ვარ მაგა ლახვართა მგებნელი, ბოლოდ იცოდი, სიკვდილი ჩემგან გაყრის ა მცებნელი.”

125. მას დღესა ლომი ტარიელ შვებითა აივსებოდა; ხელითა ხელსა მოზიდვენ, ერთმანერთს ეუბნებოდა; მათთა შემხედთა მათთანა ლალიცა უმტვერდებოდა; ჰგავს, თუ მაშრიყი შუქსა ჰფენს, მზე მათთვის გაივსებოდა.”

126. “კმარის ღმრთისაგან ჩემზედა წყალობა აწ ამდენანი, შეგვეწყევ დიდი ხელმწიფე, დასცხრეს მოციქულთ დენანი; ავისა მქმნელსა რას არგებს აწყა აწ ან მანდ დენანი! მშვილდმან ისვენა,ჩაეგნეს ხრმალნი სისხლისა მდენანი.”

127. “მოვიდა კაცი მეფისა, იგი დღე-ღამე იაროს; სარიდან ჰკადრა მეფემან: “დავედრე, წამოიაროს; თუ ვინმე ჰყვანდეს მოსარჩლე, ვარგულად გაეზიაროს, სხვად კიდე ნუ დაიყოვნის, ფიცხლად უდგმულოდ იაროს.”

ტარიელისაგან ამბის მბობა ავთანდილთანა

128. მეფემ უძღვნა მრავალი ოქრო და საჭურჭლენია, კვლა სხვაგნით ნიბათ-ნობათი, თეთრი ქორი კი ცხენია; “რად მწყალობენ, ლომ ფარსადან?-რაცა მაქვ, ყველა შნია. შენ გმორჩილობენ მნათობნი, მათ ვარდი კრიფონ, შენ ია.”

129. “ვინადიროთ მხიარულთა, მშვილდ-ისრითა მოვსრათ ველი, ტახტი დადგით მაღრიბული, ჩემგან მოსვლად ნურას მელი; ჩარყაფების ორხაოთა გააკთეთ ხოგან ხელი, ედემისა მსგავსად ჰკაზმეთ, გაახარეთ ჩვენი მზრდელი.”

130. მუნ მეფისა მოეკაზმეს სახლი ამო სიტურფითა; თვალ-გუარი მოაფრქვივეს, მუშაკსა ჰფენენ სუმბულთა; ასრე ტურფად მოუკაზმეს, ხელმწიფესა მართებს ვითა; მისი ფერი სურნელება ხამს აღიძრას სამოთხისა.”

131. “თუ რა სადა სახელმწიფო შესაქცევი პოვეს სათა, შესხდეს, თანა წაიტანეს, ზოგნი ძებნად არნეს სხვათა; მას დღს სროლა მათი იყო, შეყრილობა კაცი სპათა. მისნი მჭვრეტნი გაეკვირნეს მისთა ეგზომ ქცევა-ზმათა.”