ჩანართი და დანართები ტექსტები ვეფხისტყაოსნისა, 1948 წ.

659. შინა მოვიდა, შინ მოკვდა ფრიდა მათისა სევდითა: მათს უკან აღარ ვარგიყო, არცა კარგისა ბედითა; თვალნი დაუდგა ბედ-კრულსა საგონებლითა მეტითა ნურადინ იყო მორჭმული ლარ-საქონლითა დიდითა.

660. მე ვთქვი ქება თამარისა და ხმელთა შინა მნათისა ვთქვი მათი ქება, მიზეზად მქონდა ქებისა მათისა. რომანულისა თვალისა მის ბრილისა და სათისა, მემცა ვით მექო, ვერ აქებს, ბრძენნი თუ შეკრბენ ათისა.

661. დასრულდა ესე ამბავი მათ ხელმწიფეთა დიდისა ამოდ სასმენი, ბოლო-ჟამ საბრალო არსთა კიდისა, მოყვრენი ვინცა იყურებთ, არ ჩავარდნაა ხიდისა ნახეთ გასინჯეთ სიცრუე სოფლისა ამა ფლიდისა!

662. ცუდია ესე სოფელი, ვითა სიზმარი ღამისა, არ მამეხმარა საჭურჭლე დედისა, არცა მამისა; უხანობისა ქარი ქრის, ვითა ერთისა წამისა, ოხრად გახდების აერი ტურფისა თვალ-წამწამისა.

663. დავითის ქნანი, ვითა ვთქვნე სიჩალხე სიხაფეთანი! ესე ამბავნი უცხონი უცხოთა ხელმწიფეთანი, პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი, ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი.

664. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა, აბდულ-მესია შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა, დილარგეთ – სარგის თმოგველსა, მას ენა დაუშრომელსა, ტარიელ – მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა.