ჩანართი და დანართები ტექსტები ვეფხისტყაოსნისა, 1948 წ.

57. ვერ შეიპყრეს, შემობრუნდეს, არ მიეცნეს სიამესა; აგრე მისსა გაფრენასა ყოვლნი არსნი გაჰკვირდესა; მეფე წყრების, არ მიუშვებს კაცსა მისსა სიახლესა; “იგი ლხინი გაგვემწარნეს, შეჭირვება მოგვცა დღესა.”

58. შინა მოვიდა ხელმწიფე, პირ შუქ-ფერმიხდილია; კარზედა მდგენი უღონოდ დახდეს შიშისა ზარითა; სახლი დაუხვდეს მოცული, ოქრო-სკამ დანადგამითა; მარტო ავთანდილ მიხმეთო”, ბრძანა სიტყვითა წყნარითა;

59. ავთანდილცა შეუზარდა და თხრობასა დაუპირდა; “ნუ იჭირვით”, მოახსენა; ხელმწიფესა გაუკვირდა. “მუხთალია ეს სოფელი, შურს და ლხინი დაგვიძვირდა.” მისსა მზესა შეუთვალა, ხელმწიფესა რაცა სჭირდა.

60. იგი პირ-მზე ეუბნების, ვერვინ ნახა ნაუბარი, “მოცემულხარ ჭირს რასმე, ცრემლთა აფრქვევ გულ-მდუღარი; ზოგჯერ შეთად გაიზახი, ჰგავს, ატყინებს ცეცხლსა ქარი, მეჯლიშითა გავიახლოთ, ესე სევდა რამე არი.”

61. “მაგას ნუ ჰბრძანებ მეფეო, ეგე კვლა ბედნიერია, ყოვლი ქვეყანა შეიპყარ, ფერხთ ქვეშე მოამტვერია, მოგჩვენებია გრძნეულად მუხთალი შენი მტერია, ეგრე არა ხამს, სიტყვასა გკადრე და დამიჯერია.”

62. “თუ ცუდი რამე გინახავს, მაცთური ანუ ქაჯია, ამისთვის, მეფე რად სჭუმინავ, ანუ რად გაგისაჯია? – სიტკბოსა ნაცვლად ღმრთისაგან სიმწარე რად გიაჯია? მასვე ევედრე, მოასხი ყოვლი მუყრი და აჯია.”

63. იგი პირ-მზე მოახსენებს: “მაგას ნურა გენაღვლების კაცი იყო ხორციელი, მოვნახოთ და გამოჩნდების; ნუ გიმძიმს და თვარემ შენი სიმძიმილი მე მომხვდების, რად დააჭნობ ყაყაჩოსა? – უშენობა არა შვნდების.

64. “თუ ყოფილა იგი მოყმე ხორციელი, ხმელთა მვლელად, მას ნახვიდა სხვაცა ვინმე, გამოჩნდების მასწავლელად; თუ არ, ეშმა გჩვენებია ლხინთა შენთა შემცვლელ-მშლელად, სევდისაგან მოიცალეთ, რად შექმნილხართ მოუცლელად?”

65. “არას გვარგებს სიმძიმილი, უსარგებლოდ ცრემლთა ვღვრიდეთ; თუ გავიჭრათ საძებარად, მოვიაროთ კიდით-კიდეთ, სჯობს, რომ მასვე შემოქმედსა ვეაჯნეთ და დავმორჩილდეთ, კლიტე გახსენ მაჯლიშისა, ლხინი ლხინსა ჩამოჰკიდეთ.”

66. როსტან სიტყვა ასულისა მოეწონა, ეკეთაცა; პირი ხელით დაუჭირა, გარდაჰკოცნა კვლა და კვლაცა; უბრძანა, თუ: “დაგმორჩილდე, რაცა მითხარ, აგრე ვქნაცა, იგივეა მხსნელი ჩემი, ვინცა მიწა გამაკაცა.”

67. მეფე დაამდა ქალისა სიტყვითა ლმობიერითა, მაგრა თინათინ დაჭმუნდა გულითა გონიერითა; სწადდა შეტყობა, რომლისა ნახეს თვალ-ცრემლიერითა, ღონედ მონახა ტან-სარო პირითა შვენიერითა.

68. მეფე ადგა მუხლ-მოყრილმან შემოქმედსა თაყვანი-სცა; მრავალ-გვარი სასმელები მეღვინეთა ხელთა მისცა; მუხლ-მოყრილნი ვადიდებდეთ, დაგვაჯერნა რაცა ვისცა, ამად ნურას ვეაჯებით, შეგვაცილოს სხვასა ვისმცა.”

თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად

69. ჩანგსა ჰკრავს პირ-მზე ავთანდილ, საწოლს ზის პერანგოსანი; იგ ხელობს, ვითა ბულბული,ვარდზე მღერს, ვითა მგოსანი; მას ტანსა მხნესა ჩაიცვა ტურფა რამ შესამოსანი, იგ შეყრად მზესა პატიჟობს ზანგი პირ-შავი, თმოსანი.

70. ავთანდილ ჰკადრა ; “მეფეო, ბრძანე, რაცა გწადებოდეს, ვეჭობ რომ თქვენი სიტყვითა ზღვას ცეცხლი მოედებოდეს, თვარ ქვეყნად რაცა მოგინდეს, არ ქნა, ვით მოგინდებოდეს? სასამსახუროდ ჭირსა და სასჯელსა ვინმც ერიდებოდე!

71. ქალმან უთხრა: “რადცა მინდი, არ ეგების არა მბობა; პირველ დაგდებ სამსახურსა, გაგიჩნდების ჯომარდობა; ნამუსი და ჭკვათა ხლათვა, ვნახო შენი ნაზარდობა, შეჰმობრუნდე, ედემს მსგავსად აგიყვავდეს შენ ვარდობა.”

72. “იგი კაცი შვენიერი ხმელთა იყოს, გნუკევ პოვნად; კიდის კიდე მოიარე, ამაყურად, შეუპოვნად. მზისა შუქი მოგეფინოს, ვერ ვინ ხელყოს დასათოვნად, ცან მის ყმისა ყოფა სადმე, ფიცხლად მოი, დაუყოვნად.”

73. “თავი ჩემი სამსახურად შენად რადმცა შევიწყალე! არასათვის არ დავდგები, უსაცილოდ წავალ ხვალე; გული ფერი ლაჟვარდისა გავაწითლე, გავალალე, სიცოცხლისა უკეთესი რა მიბოძე, რამც ვივალე.”

74. ახლოს უზის ლაღი ჭვრეტად, მისსა მკვლელსა ეუბნების, წამწამ იაჯს შველასა და შემოქმედსა მიენდობის; თუ ზოგნიცა არ დაგვხოცოს, ღმერთმან სხვანი რადმცა შობის, სხვამან რამამც დაავიწყოს, იგი პირ-მზე ეგონების.

75. ყმა წავიდა, მას იგონებს, ხელი გული ვისთვის კვდების; “მზევ მოგშორდი, ჩემად ნაცვლად შნი ჭვრეტა ვის მიხვდების? მე წავალ და შენი შუქი აღარავის უუხვდების, შენს მგონესა სული ხორცთა წვას ვეღარა მიუხდების.”