ჩანართი და დანართები ტექსტები ვეფხისტყაოსნისა, 1948 წ.

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა

234. გაზრდილო, ცეცხლი მედების, ლახვრით ვარ მე დახეული, გაზრდილო, ჩემთვის გამოჩნდა ჟამი მუხთალი წვეული; გაზრდილო, დიდით სევდითა ძლივღა ცოცხალვარ სნეული, გაზრდილო, ადრე მოვკვდები საბრალო დღე-დალეული!

წასვლა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრადვმეორედ

235. გამოჭრილვარ საძებარად, ვერვის ძალ-აქვს ჩემოდნება; უდაბურთა ტყეთა ვლახავ, ჭირი მაქვს და მრავლად ვნება; მემცა ვითა დავეურჩე, რა მოვიდეს ღმთისა ნაბა, მისგან კიდე არვის ძალ-უც ამა ჩემთა ცეცხლთა გზნება.

236. ვიარები, ღმერთსა სადა ცის კიდენი დაემყაროს გარდვიკარგვი სხვათა გზათა, ვერვინ მნახოს მე აქ მარო ვენუკევ, თუ ტანსა ჩემსა ტკბილი სული გაეყაროს, მას ვერ ვნახავ, სიმრგვლე ცისა ჩემთვის რისხვით მოიყაროს.

პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილი ტარიელისა

237. აქ დაბნედილი ტარიელ ქვე ძეს უსულო მდებარე; ავთანდილ სახლით ცრემლსა ხოცს, ცეცხლი ედების მგზებარე; ერთი გაჰყრია მთვარესა, ერთს დაუკარგავს მზე ბარე; ხრმალი ლომ-ვეფხვთა მხოცელი ხელთა აქვს გაუგდებარე.

238. ღაწვნი შეჰქმნია ზაფრანად, რომელმან ლალსა უდარა; სრულად დავსია სინათლე, ვის მზემან უყვის მუდარა; აბეზარ-ქმნილა სოფელსა, მას მისი არა უნდა რა, არ მოსწრებოდა ავთანდილ, მოუნდებოდა სუდარა.

ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისვლა და ასმათის ნახვა

239. ვირ ვარდი იყოს და მზეს ჯდეს კირჩხიბსა და სატოტანსა; აქა ქვაბსვე მომნახევდი, მოარებდი, ლომო, ტანსა არას ვპოვებ, ეგრე მოვალ. თყ რას ვჰპოვებ მოსატანსა, უაქაოდ არ დავდგები, ერანს ვარ თუ ზულისტანსა

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონისასა

240. იტყვის თუ: “ჩემი ხელ-მქმნელი, ღმერთო, მზეა და ცად არი; ვინ პირი მსგავასად პირისა შექმნა და შეაცადარი; უმისოდ სულდგმულობასა, გულო, ვით შეაცადარი! ვა, სიცოცხლისა სოფელმან აროდეს არ დამცა დარი!

241. მისსა მზესა, გზა-გზა მოსთქვამს, ჭირს თავს აძლევს ლხინის ფასად, გულსა ეტყვის: “მიაშურე, გაგიპირავს შენ აწ სად,” გარჯისათვის ეგე თქმულა: “მიხვდებისო ერთი ასად." ჭირნი ჩემნი ვამსაბუქო, მკიდავს სხვათა უმძიმესად.

მისვლა ავთანდილისაგან ფრიდონისასა

242. პირველად ძებნად წამოსვლა მეფეს ვაცნობე აროსა, მართ მონდომოდა შეტყობა პირ-მზესა, ტანად საროსა; ჭირ-გადახდილი შევესწარ ტურფასა შესაყაროსა; ვჰპოვე, მას გვანდა, რა მზემან ღრუბელი გაიყაროსა.

243. მივბრუნდი ვჰკადრე ყოველი ნახული, მონასმენია მობრძანეს: “ძნელი ადვილად გიჩანან შენ საქმენია.” ვჰკადრე თუ : “ადრე მივმართებ, ტყუვილი არ სათქმენია.” დამვედრა სიტყვა საბრალო ცნობათა გარდამხმენია.”

244. მეფეთა დია იამა უცხოთ ამბავთა სმენანი, მითხრეს : “აწ ვიყვნეთ შენისა მონდომილისა მქენანი, მაგრამ შემატყვეს უმისოდ, გლახ, სიცოცხლისა თმენანი, შევატყევ, ჩემგან ეწყინათ ადრე წასვლისა თქმენანი.

245. ქალაქს შევიდეს, ხმა გაჰხდა, მუნ ზათქნი იქებოდიან; ქალნი და ყმანი დაჯატვით მისად საჭვრეტლად რბოდიან; იგი ნახიან, დაბნდიან, ჭკუითა მიჰხდებოდიან; ახლოს შეყრისა უღირსთა რამცა ქნეს, ისჯებოდიან.

246. ფრიდონ მიუძღვა მას გორსა, ახლოს წამდგომსა ზღვისასა,” “მე აქათ ვნახე, რომლისა შუქნი არ ჰგვანან სხვისასა.” მხარსა აჩვენებს, ანიშნებს, წასვლასა ქაჯთა გზისასა, ეტყვის თუ: “რად არ დამქოლავ მნახავსა იმა დღისასა?”

247. ავთანდილ უთხრა: “ნაღველი არ გმართებს შენ ეგზომია, რას ძნელად გიჩანს დახოცა და იმა ქაჯთა ომია? ეგრე არა არის ურხმლობა განგებით არ მოგხდომია, აროდეს ქნილა საქნელი, რაცა არ ღმერთსა ნდომია.”