ჩანართი და დანართები ტექსტები ვეფხისტყაოსნისა, 1948 წ.

199. სხვანი წამოდგნეს მისისა სპათაგან გამორჩეული; “ხედავთა ამა საროსა, სჩანს ჭირთა შენარხეული; ჩვენ ამის ჭირთა ვენაცვლეთ, მეფე მოყმეა ეული, აწ წადით, თქვენცა დაყავით საძებრად წელი წრეული!

200. ზღვათა და ხმელთა არ მორჩა, გაგზავნა ყოვლგნით მძებნელი; ზღვათა ნავი და კატარღა თემ-თემად გზათა მტკეპნელი; ამბავს ვიცდიდი შავგული ახალთა ცრემლთა მდენელი, ვისცა ენახოს ნათელად ღრუბლის სეკრული მზე ბნელი!”

201. ვთქვი: “რა მქონდა სახლსა ჩემსა, სპათა ვსჭვრეტ და ვსვამ იგია, მე ვიშვებ და იგი ტყვედა ზღვათა შიგა წამიგია, კლდისაგანცა უმაგრესსა ეს ვითა გამიგია? ხრმალსა ხელსა ვეღარ ვხდი, ცუდად შიგან რას მიგია?

202. ღმერთი მყავს მოწმად, ვეადე გულისა მობრუნებასა, მაგრამ არ დამყვა სალხინოდ, მეტყოდა ვაგლახ ვნებასა; ერთხელ ამწვარი პატრუქი ვეღარ იქს გაპწყინწბასა. აწ ნუღარა იქთ ჩემისა წალვლითა დაჭმუნებასა.”

203. დევნი დახოცნა ტარიელ, შექმნა სისხლისა მდენები; ასმათ ილოცავს, ღმერთს წინა გამარჯვებისა მქენები; ვით მოხდომია შეკაზმა, ბევრი ხამს ქებად ენები, მკლავისა ძალით დახოცნა, არ შეჰყაროდა სენები.

204. პირველ რაზმმი დავფრიწე, შევლეწე ქვაბის კარები; დიდი რამ დევი მომიხდა, მას ხელთა ჰქონდა ფარები; რქასა ვსტაცე, დავითრივე, არ მოვახმარე მხარები; ხანჯლითა გული გაუპე, რუდ დის სისხლისა ღვარები.

205. დაღამდა, ომი დასწყნარდა, გუმბათსა დაჯდა მთვარეო; დახოცილითა დევითა აივსო არე-მარეო; გლახ მე და ასმათ მარტონი გავჰყრიდთ ქვაბთა გარეო; ხელსა მიმჭირდა, მას აქათ სულნი ამომხდენ ბარეო.

206. აწ ათია წელიწადი, ჰინდოეთით რა წასრულა, მის მთვარისა ჩემგან პოვნა ანუ ნახვა გარდასრულა; აჰა, მიკვირს, ალმასისა, გული გასძლებს ამას რულა! ყმამან ხელი პირსა იკრა, რა ამბავნი დაასრულა.

ამბავი ავთანდილის არაბეთს შექცევისა

207. ფიცხლავ გაგზავნეს მეფისა წინაშე შემტყობელია, “სამი წელია ქვეყანაჩვენთვის უმზეო, ბნელია; შესთვალეს ყველა უკლებლად, რისაცა იყოს მქნელია; “უპოვნია და მოსულა, არ ავი საძებნელია.”

208. რა მოისმინა მეფემან სიტყვანი არ საწყინისა ბრძანა თუ; “ღმერთმან კვლავ მოგვცეს ჩვენ დამართება ლხინისა!” მივეგებნეთო, შესხდომა თქვეს ცისკრად განთიადისა. შეიტყო, რომე ნაქმარი იყო ეს თინათინისა.

209. მოვიდა პირ-მზე ავთანდილ მპოვნელი ტარიელისა; მეფე ეხვევის გულ-ტკბილად, ცრემლი აღარა დენისა; გამზრდელ-გაზრდილთა საქებრად ხმარება უნდა ენისა, ამათ უამბობს ამბავსა, მის მზისა ნახვაც ელისა.

210. ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ისმენდა ეუბნებოდა; ბაგეთათ გასჭვრის ბროლ-ლალი, მათ კბილთა ელვა ჰკრთბოდა. ახლოს სხდეს ღირსნი, ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა. უტარიელო ხსენება არვისგან იკადრებოდა.

211. ეგონების მისი მკვლელი, იარების ცრემლთა მფრქვნელი; არ შესჯერდეს შემოქმედსა, ზღვადცა მისცეს საქონელი; ცუდად შვრების, იარების, გამოჭრილა ჰინდოელი; მიწყივ უდებს ცეცხლსა მასვე მისი დამდაგველი.

212. ყმამან ჰკადრა: “ვინ მიენდოს კაცსა ცრუსა დაუნდობელს! იმა ლომმან ჩემთვის თავი დაჰსდვა ბუთსა დასადნობელს; მუნ აღმითქვამს მოსლვა ჩემი რგებად მისსა ფიცით მხმობელს, მზე მიფიცავს მისი, ვისთვის ვღვრი სისხლის ცრემლს შეუშრობელს.”

213. თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა ემართლების; სიყვარული, მარტოება შვენის, გაჭრად მოეცლების, იგონებდეს, მისგან კიდე ნუმცაღავის ეგულების; არ დაარჩენს მიჯნურობა, სჯობს თუ კაცსა იახლების.

214. მონა სელს უდგამს ავთანდილს, პირისპირ მზისა ჯდებოდა; უჭვრეტდა მისსა ხელ-ქმნელსა, ცეცხლი აღარა ზდებოდა, ტკბილად უამბობს ამბავსა, იგ არ თუ ავად ყბედობდა. ქალი უქებდა სიმხნესა, შეყრასა უიმედებდა.

215. ნუთუ ვარგო რა მას ხელსა, კვლა წასვლად ეთხოებოდა; იგ სიცოცხლისა ნიშისა მას მისაგან ეთხოებოდა; მან მარგალიტი შეისხნა, რომელი მკლავსა ებოდა, კვლავცა უმტკიცებს ქმრობასა, სხვას არვის ეთხოებოდა.

216. ყმა მხიარული, წყლიანი დაიჩენს არ სიმძიმილსა; მისნი კბილნი და ბაგენი დაიშვენებდეს ღიმილსა; რა მოიშორო მოყვარე, თვალთაგან დასდები მილსა; მუნით ადენდი წყაროსა, სოფლსა დასაწვიმილსა.

217. საწოლს მჯდომმან პირსა ცემით ბროლი ბღუჯოს ვარდი კონოს; გულსა იდებს, იტყვის: “კაცმან ჭირი ლხინსა შეაწონოს; ჭირნმან სძლიოს, გაძლება ხამს, წირი სთმოს და ჟამთა მონოს. ვით ქონება არ იმადლოს, მას სხვა ღმერთმან რა აქონოს!”