ჩანართი და დანართები ტექსტები ვეფხისტყაოსნისა, 1948 წ.

218. ამ სოფელსა კარგად ყოფით კეისარი იყო ვითა; რა მოკვდების, წარიყვანონ, მძიმედ შეკრან ბორკილითა; მიაბარონ გეენიას, დაწვან მისიტ სიბნელითა, ეს სოფელი ამას გიზამს, კარგსა ნუ ვინ მოელითა.

219. ყმამან რაცა არვის უთხრის, კითხვად ვინმცა გამოჰრიდა? მართალ ა, თუ საუბარსა აძვირებსა, ძვირად ღირდა, სმა გარდახდა გაიყარნეს, ყმა წავიდა, მიცასჭირდა, ვეღარ გასძლო, გულ მისი აუჩუქდა, აუტირდა.

220. თქვა ამა ჟამსა წუხელის მე დილა გამთენებოდა; მუნ ვიყავ, სადა სსამყაროს ღაწვთაგან ელვა ჰკრთებოდა; აწ სიშორისა მომლოდე გულიმცა მისთვის კვდებოდა, მზემან რა მისცა სინათლე, თუ მთვარე გაეყრებოდა?”

დათხოვნა ავთანდილისაგან როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი

221. რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა, მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა? არა ვიქ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა, მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა მწყობისა.

222. “წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ სწერენ? ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ. “სიყვარული აღგვამაღლებს», ვით ეჟვანი, ამას ჟღერენ, შენ არ ჯერხარ, უსწავლელნი კაცნი რადმცა შეაჯერენ!

223. “ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა მძლევად მტერთად, ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად, ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად, იგი გაჰხდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.

224. “რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების. მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭკნების, თვალთა ტურფა საჭვრეტელი უცხო რამე ეშვდინების; მე ვით გავსძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით გეთნების!

225. მეფე სკამს ესვრის ვაზირსა, კედელსა შეალეწებსა; ნებით არ უშვებს ავთანდილს იგ მისსა შენახვეწელსა; შეუთვლის: “თუღა მეტყვიო, თეთრსა დავიგლეჯ მე წვერსა; ვერვინ შეიპყრობს ავთანდილს გაპარვით გარდახვეწელსა.”

226. ყმამან უთხრა: “შენთვის წყრომა მემცა განა დამიმძიმდა, მაგრა ქრთამი რადღა გმართებს? გაიცინნა, გაცაღიმდა; შენ ადამი გაგიმეშდა, ართუ მეში გიადიმდა; რა აქიმი დასნეულდეს, ვისთვის ვინმცა გააქიმდა.”

227. მოახსენა კვლა ვაზირმან: “მე რა გინდა წამეკიდოს, მოიწყრომებს, შეცამინდობს, უთუ გული გაიწმინდოს; შენ რასა იქ, ესე მოთხარ, ემი ჭმუნვა გაიდიდოს, ხამსცა კაცმან სასიკვდინოდ თავსა არა არ დარიდოს!”

ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი

228. ოდეს ბრძენმან გაიგონოს გონებითა მთით და გორით. მიჯნური და სამიჯნურო ერთმანერთსა შევასწორით; ერთად ვთქვენით, გაუყრელად, მათი არა გავაორით, მოყვარესა მოყვრისაგან მოგონება უნდა ორით.

229. მან გამისრულა ყველაი ესე წესი და რიგები; აწ ჩემგან ჰმართებს მუქაფა, გულმცა ჭირსა შეები; თუ ვერა ვარგო, მისთანა მეცა წასადმევეგები. ხარ რაზომ ფერი, სოფელო, არვისგან არ შეიგები.

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე

230. ღმერთსა მვედრებდა მრავალი გლახაკი გულმხურვალები; დამხსნას ხორცთა და სოფელსა, ნუმცა რად შევეცვალები; კვლა ცეცხლი ჯოჯოხეთისა ნუმცა მწვავს, იგი ალები; მომცეს მკვიდრივე მამული მუნ ჩემი სასურველები.

231. დამხსნას ბნელი და ნათელი შემმოსოს ზესთა-ზენისა; ჩემი არ ჰქონდეს შეძლებასოფლისა მღილით კბენისა, მუნ დამაუნჯოს წამალი, სადა ძეს სულთა ლხენისა; ფრთენი მომესხნენ და ძალი მომეცეს აღმაფრენისა.

232. ყმა შეეკაზმა წასავლად, ცრემლითა მოერწყო ველი, მზე წავიდოდა, დაეცა არაბეთს ბინდი ყოველი; ხამს შეპოვნება მაღლისა, ვინცა არს ჭიტსა მოველი; მიზგითას მივა ღმრთისაგან გამარჯვებისა მთხოველი;

ლოცვა ავთანდილისა

233. მოსთქვამს და იტყვის: “ვა მზეო, სენი ადგილი ჩრდილდები; შენ მოგეშორე დაღამდა ჩემთვის აღარა დილდების; შენ მანდით მესვრის ისარი, ერთიცა არ ამცილდების, გამყარე ლხინა სოფელმან, აწ თვალთა ცრემლი მილდების.”