ჩანართი და დანართები ტექსტები ვეფხისტყაოსნისა, 1948 წ.

168. შინა მოველ სევდიანი, არ ნადიმად ღვინოს ვსმიდი; წამ წავიდი სოფლისაგან, მადლი ღმერთსა შვსწირვიდი; ვერცა ვიჯდი, ვერცა ვიდგი არა ვიცი, რასა ვჰზმიდი, თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, მეფისაკენ წაცავიდი.”

ტარიელისა და ნესტან დარეჯანის პირისპირ შეყრა

169. მიამა, უფრო გავხელდი საქმისა მიუმხვდარია, მადლლი შვჰკადრე უფალსა, ვიაჯე ზეენარია; მზესა ვეშაპი შეიპყრობს, მე მისად მსგავსად ვარია. დავაგდე სრისა ალაგი, ბაღისა ვლახე არია.”

170. მიბრძანა, მიხმეთ, გიახელ, ბაღსა ვრგო მარგალიტები.” ტურფამან წარბი ახარა: “ტარიელ, რას იჭვრიტები? წელს ვარდი ძვირად მოსრულა, შენგან არ მოვიწყვიტები. “თაფლისა ნაცვლად ნაღველმან გულსა შემიკრა ფიტები.”

171. ხატაელმან წიგნი მკადრა და პასუხი მართებს ვითა! ლაყბიანი საუკადრო დაწერილი ილათითა: “მეფე შნი სადათ გვიცნობს, რად გარისხდა ჩვენთვის ვითა?” კვლავ სოფელი ლხინთა ნაცვლად ბოლოდ მოჰკრეფს სიავითა.”

ტარიელისაგან ხატაეთს წასვლა და დიდი ომი

172. “მათ ლაშქართა სიმრავლითა მთა და ბარი ადუღდების; სავაზიროდ შეიჯარნეს, მოცინარედ ეუბნების: ჩვენ ნუ ვიტყვით სიტყვას მკვახსა, შემოქმედსა ეწყინების, ბარი კლდედ და კლდე მინდორად მისის თქმითა შეიქმნების.

173. “კვლაცა ეცნა მოციქულთა, მოსლვა წინა გაეგება; გარდაჰხდეს და თაყვანი-სცეს, სხვაგნით სხვათა ჰკადრეს ქება: “კაცმან ვითმცა შგიშალოს, რაცა გინდეს თქვენი ნება, რად გვიწყრებით შეუცოდრად, ეგე საქმე ვით ეგება?”

174. “გაგვეხრდეს ესეთქმანი, ვიხარეთ და ვინადირეთ, ქორითა და ავაზითა უცხო სულნი დავიჭირეთ; მხეცნი მოვსრენ მახვილითა, ჩვენნი მბრძოლნი ავატირეთ, ვლაღობდით და ვთამაშობდით, სწრაფად მოსლვა დავაპირეთ.

175. შემიგნია, იგი კაცნი შენთვის კარგსა არ არჩევენ, მოციქულთა მოგზავნილთა საღალატოდ შეგიჩვენენ; ილათითა მიგიყვანენ, უკან სპათა მოგაწევენ, სასიკვდილოდ მონდომიხარ, აგრე ფიცლად მით გაწვევენ.”

176. ეს ვინმე კაცი აფრთხილობს ტარიელს ღალატისაგან: ეგ არ იქნების აროდეს ლომი შეშინდეს თხისაგან! მე კარგად გამაჩვენეო, გაგზავნილია მზისაგა მოყმე, მხნე, ლაღი უებრო აქ არ შეირცხვე ვისაგან.

177. “მას კაცსა კარგად ვეუბენ, არა ვჰქენ სიტყვა მცდარობა; სიგლითა მივეც მამული, არ მახლდა მიუმხვდარობა; ინდოეთს ციხე მაგარი ყარყუმთა მთა და ბარობა დავწერე, ხელი ჩაურთე – ინდოეთს ამილბარობა.”

178. ხატავეთს გამარჯვებული ხელჩამობმული ტარია, რამაზ მოჰგვარა მეფესა ხელხუნდი შენაკარია; მას საიმედო ფიცი აქვს, ხელობამ ვეღარ დარია, პირდაპირ მზესა დაუსმენ, ლხინი არა აქვს მწარია.”

179. ეს საჯილდოოდ ეყოფის, აქ უზმენ ერთა ჭამასა; მოულოცვენ და აქებენ, თავსა აყრიან დრამასა; პირისპირ უზის სალხინოდ, მისთვის რა დღე სჯობს ამასა? ცეცხლი დავსია დამწველი, გული აღარა დანასა.

ტარიელის ტირილი და დაბნედა

180. ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია; დიდხანს ვერა თქვა, სევდამან გული შეუპყრა დარია; დაჯდა და მწარედ სულთ-ითქმან, ცრემლიი მიწასა გარია; თქვა: “ჩემგან მისი ხსენება, ვაჰმე, რა დიდი ზარია.”

181. მოეგონა საყვარელი, მისი მზე და მისი მთვარე. თქვა: “ვიგონებ დაკარგულსა, სიცოცხლე მაქვს ვისთვის მწარე, სამხრე მისი მამივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე: რომ მმართებდა სიხარული, ეგზომიცა ვით ვიხარე?”

182. “რა მომივიდა ნაწერი ჩემგან მზედ სახედავისა თვალ-მარგალიტი უფასო, მისი ნაბამი მკლავისა, მხარსა შევიბი, მაშინვე მოვიხსენ რიდე თავისა, საკვირველი და ღარიბი მტკიცისა რასმე შავისა.”

183. “რიდენი და ყაბაჩანი რომე მესხნეს სამძღვნოდ მისად, ერთგან შვჰკრენ, გაუგზავნენ, მზესა აკლდა ოდნად მისად. ასმათ დიდხანს არ გაუშვი მე იმედად სულთა დგმისად, მისგან კიდე მომეცალა საუბრადმცა სხვადღა რისად?”

რჩევა ნესტან დარეჯანის გათხოვებისა