ჩანართი და დანართები ტექსტები ვეფხისტყაოსნისა, 1948 წ.

184. აქ მეფე არჩევს, ვაზირობს, არ ვიცი, რა მოჰხდებისა; ხვარაზმშა მოჰყავს სასიძოდ, არა ჰგავს, არა ჰხდებისა; იგ უცხო ვინმე საწყალი, მოყმე უბრალო კვდებისა, ნესტან-დარეჯან ტარიელს ყრის, მაგრა არ ეყრებისა.

185. აქ საწოლს მჯდომი ტარიელ შექრუშვით, სევდიანიადო სასიძოს მოყვანისათვის გულს ლახვარი სჭირს დანადო; მონა მოვიდა სახმობლად, იგ მისთვის წასაყვანადო. იგ გაუწყრების, რომელი ვერ მზეა იმისთანაო.

ტარიელისა და ნესტან დარეჯანის თათბირი და გამორჩევა

186. “გარე ვაქციე ასმათი მუნ ჩემი ჩიმოყოლილი; ღამით უჭვრეტდი ვარსკვლავთა მე საწოლს ვერ დაწოლილი; გულსა დამესვის ლახვარი შავთა წამწამთა სროლილი; მისმან შუქმან დამალურჯა, დამალება, დამდვა წყლული;

187. ხვარაზმშით გამოემართა რამადან მეფის შვილიო; მუნავეთაცა უბრძანა: “მოჰკაზმეთ ყოვლგნით ნავიო, მთვარე კირჩხიბსა ზედან ზის, ჩააწყვეთ სამძიმარიო, მათსა ქებასა ვინ იტყვის? ენამ იკრძალოს თავიო.

ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსვლა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკვლა

188. “მე შინა წავალ, მმრავლობდეს სევდისა რაზმთა ურვანი, მას ვიგონებდე, რომლისა გულსა მიწყლვიდა სურვანი; ასმათის მონა წიგნით მხვდა, ზე აჩნდა ოფლში ცურვანი; “მალედ მოდიო, გიბრძანებს, ვისი გაქვს სულებრ წყურვანი.”

189. “აწ გაუცუდდეს ფარსადანს იგ მისი თათბირობანი; ავად მოუხდა ხვარაზმშას ქორწილი, სიძე-რძლობანი; მზე დაუკარგავს ტარიელს, ეწივნეს ვარდთა ძრობანი, წესია ამა სოფლისა, გაზაფხულს მოზდევს სთლობანი.

ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანის დაკარგვისა

190. შავმან საწყალმან ასმათმან, ნახეთ რა ნახა თვალითა! ტარიელისკენ იარა დამწვარმა დანავალითა; უთხრა: “ამა საქმის მნახავი სიკვდილით შემიწყალითა, მას შენთვის უყვეს ყოველი, შენ ხელ-ქმნა მიავალითა.

191. ნესტან-დარეჯან ქაჯთ მისცა დავარ ეხევის დანებსა; მხისა სხივსა და მწერვალსა უფრსკულსა ჩაიყვანებსა; მას უებროსა მნათობსა ნავსა სმენ კიდობანებსა; პირსა ბურცვენ და უკლეტენ, შუქსა ვინა მოივანებსა?

192. მზე დაუკარგა სოფელსა, დავარ გულს იცემს დანას ეს; ქაჯს მისცა, ზღვაში დაანთქა, ვარდი დათრთვილა, დანასეს; ტარიელისთვის ხელ-ქმნა და ჭირთა სიმრავლე ანასეს, მამას გაჰყარა სამკვიდროდ და მოაშორევს ანას ეს.

193. სევდა დაერთო ასეთი, ვერ მოვიშორვებ, ძნელია; ნახეთ, სოფელმა რა მიყო, საქმე ნაქმარი ძნელია; აწ ახლა კაცი ვინ არის ჩემის ჭირისა მქმნელია? ღმერთს მივენდობი, ისი სჯობს, ეს საქმე უფრო მთელია.

194. შევიჭურვე, ჩემთან ჩემნი მოემზადნენ ასნი ზრდილნი, ყმანი ჩემნი გულ-სანდონი, საყვარელნი ვითა შვილნი; არ მომშორდნენ, უჩემოსა არ უნდოდათ არცა ძილნი, თან გამომყვნენ, ველნი განვლეთ, ზღვად მივედით დაჭმუნვილნი.”

ამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს ტარიელ შეეყარა

195. ფრიდონ მოყმე დაკოდილი შავს ზის, მოვა ზღვა-ზღვა ცურვით; ხელთ ხრმალი აქვს გატეხილი, ბიძა-ძეთა მწყრომი მდურვით; მას ისრები ზედ ასვია, სისხლი ღვარად არ მოწურვით; მოხდომია მას ლომ-გულსა იგ დოლბანი მრუდად ბურვით.

196. აქ ტარიელ შეეყრების, მიეგებვის ზღვისა პირსა; უცხო უცხოს შეემცნების, ამოართვამს ისრის პირსა; მას უამბობს ღალატსა და იგ მტერთაგან წანაკიდსა, ჰკითხავს: “ვინ ხარ, ლომო, გმირო, პირი გიგავს მზისა პირსა?”

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბის მბობა

197. ტარიელ გვითხრა სიმღერა მაგ ხმითა მოგვრინავითა, არ გვიყოს ღმერთმან სამუდმოდ ცა რისხვით მოგვგრინავითა, ნუ არის გული ნიადაგ ლახვართა მოგვრგვინავითა, ამ ჩემსა სულსა ზღვას შევრთავ, მზესა შინ მიგვრი ნავითა.”

198. მოასხნა ფრიდონ, გაგზავნა მცოდნელნი ყოვლის ზღვისანი; უბრძანა: “იცით, არა ჰგავს აწ ამას საქმე სხვისანი, მოსულა ინდოთ ხელმწიფე, გარჯილი შორის გზისანი, ან უნდა ზღვასა დაენთქეთ, ან შუქნი ჰპოვეთ მზისანი.”