ჩანართი და დანართები ტექსტები ვეფხისტყაოსნისა, 1948 წ.

76. “შევიწიო ბედი თქვენი და შევიბა საგდებელი; ვინაპირო მტერთა მოსრვად, კვლა გიახლო სისხლთა მღვრელი; არ გაუშვა შეუპყრობლად ბულბულიცა ინდოელი, სანაპირო დავარბიო, დაგამონო თქვენ ყოველი.”

77. შენცა იცი თინათინის სხივი მზესა უაღრესობს; გული ჩემი ვააბადე, იგი ჩემხედ ტალობს, კვესობს, აწ გიცხადებ დაფარულსა, გაპჭე, რაცა უმჯობესობს. მონათათვის ბრძანებულის აღსრულება რჯულად წესობს.

78. “პირველად მქონდა მე მისი შორს ყოფნის ცეცხლი მდებარე, აწ შემიწყალა, მამიტკბა, მექმნა იმედთა მდებარე; მითხრა თუ: “წადი, გაიჭერ, ქენ თავი გარდამდებარე, ძებნე იგი ყმა, ცოცხალ ა ან მკვდარი ჰპოვე მდებარე.”

79. ავთანდილ ეტყვის შერმადინს ლაღი და შეუპოველი; “თინათინ მითხრა იმედი, პოვნასა ზეცით მოველი; მზისამცა შოვნა ვის ძალუც, მოწმად მყავს მოუქსოველი, ფიცი მაქვს, ვერ გამიცრუვებს, მოწმად მყავს არსი ყოველი.”

80. “პირველ ყმა ვარ და ვაამებ, არავის ვესათნოვები; იგი შუქთა მფენს, არ მმაზრობს, სხვამცა ვის შევეპოცები? ფიცი მამცა და შევფიცე, მანამდის არ ვიპოვები, სრულ სპათა ჩემტა მოგათვლი, სამ წლამდი დაგეთხოვები.”

81. “ცის კიდემდის ვიარები ცრემთ რევით სისხლთა მღვრელი; ვევედრები შემოქმედსა, იგი არის მომცემელი; ნუთუ მისით შეწევნითა ვჰპოვო ჩემი სასურველი, მე მისითა მიზეზითა მოვიარო ზღვა და ხმელი.”

82. პაემანსა არ მოვესწრა, ნუღარ იცდი მოვჰყვე თურე; ამბე ჩემი ნაუბარი, საქმე ესე ადასტურე; ვა დავჰკარგე ჭირთ ნახული, წახდა, რაცა ვიმსახურე; გაუჟღავნე ყმათა ჩემთა, ცრემლი ხშირად მოიწურე.

83. “ესე არის ამ სოფლისა სიმუხთლე და მისი ფერი! ჰკადრე: მხეცთა შეგვიჭამე მისი ტანი შვენიერი; მუხთალია ეს სოფელი, სწორად უჩანს ყმა და ბერი, ნუ ინაღვლით, ჩემად ნაცვლად სხვა გიბოძეს სახიერი.”

84. განაღა ლომმან იმედი, დაგედვას რაცა მისადა, მეფისა ცამდის მაღლისა, მზისაცა უფრო მზისადა; უთქვენოდ მყოფი არ ვარგვარ, არცა თუ აქა, ვზი სადა, მარტოსა თავი ვით დაგიც სავალად მაგა გზისადა?

85. “მისი ცეცხლი გულსა ჩემსა დამწველი და მედებია; მას ერთსაცა ვერ გაუტეხ, რაცა მიიმედებია; შენგან კიდე არა მივის, ძმები, არცა მე დებია, იმოქმედე დღეთა შენთა, რაცა გიმოქმედებია.”

86. შერმადინ თქვა: “დიდებულნო, მართალ ხართ, თუ ცრემლსა ჰმილდეთ; მაგრა გვიჯობს, რომე მისსა ბრძანებასა დავჰმორცილდეთ; არ დავაგდოთ სამსახური, მას წინაშე არ დავწბილდეთ; ცხადად გვიჩნდეს სიხარული, სიმძიმილსა გარდავსცილდით.”

ავთანდილისაგან მის ყმის ძებნად წასვლა

87. ტარიას ძებნად ავთანდილ მივა თეთრისა ცხენითა; მას რომ შეკაზმა უხდების, ვინძი თქვათ ქება ენითა; ხელს ეძებს თვითცა ხელქმნილი მარტო ცრემლისა დენითა, გულსა სჭირს შავნი წამწამნი იგ ზედა-ზედა ძგერითა

88. მივიდოდა, მიუბნობდა, პირსა მზესა ანათებდა; თინათინის გონება ჰკლავს, სხვთა შუქსა დაავსებდა; მიტირის და ღმერთსა ჰმადლობს, შემხედველთა ადუღებდა, იტყვის:,,ნახეთ ეს სოფელი”, ბედსა მისსა უჩვენებდა.

89. მოეგონის მისი მკვლელი, შეეყარის ხორცთა თრთოლა; დახვდის მხეცი, ფიცხლად მოკლის, არ შეზარდის მათგან ყოლა; “შენგან კიდე, მზეო, ჩემი შეუძლია ვისმცა ბრძოლა? – მოგძულდი და გამომაგდე, ოხრად დამრჩეს სპათა ყოლა.”

90. მოეგონის საყვარელი, გაუახლდის ცეცხლი ალთა; “ჰე, სოფელო, შეგებრალე, ნუ სჯი ბედსა შესაწყალთა; შემოქმედო, მიმაბრუნვე, რომელი სცნობ იდუმალთა” – ეს თქვა და სისხლის ცრემლი გამოსეტყვა მელნის თვალთა.

91. იგი პირად მზისა მსგავსი, ერთობ მოვლის სრულად ხმელთა, ქვეყანათა უნახავთა, ოხერთა და კაცრიელთა; არ დააგდებს უნახავად წყალთ, კლდეთა, ტყეთა, ველთა, მაღრიბს ჰკითხავს მაშრიყელთა, ჰრომს-ჩინელტა, მაჩინელთა.

92. მათ მინდორთა შუაშიგა ამოსული ქედი არი; გაფიცხდა და ზედ წაადგა, მოიმარჯვა საომარი; “ჩემი ბრძოლა ვისმცა ეძლოს, შეჰკრა ერთგან მთა და ბარი, დაჰკოდნე და ჩამოვჰყარნე, წავიყვანო პატიმარი.”

93. ავთანდილ უკუ ირბინა გვერდი მყაფარი, კლდიანი, გამხლტობს ირემსა ფერდსა ჰკრა ისარი ორბის ფრთიანი; მას რომ გადაჰხდა პატიჟნი, აწ კაცი უნდა მხნიანი, მინდვრისა პირსა სადილად ჩამოხდა გულ-სევდიანი.

94. მკვდარი მოაქვთ ხატაელთა, საკაცეზედ მათრახევდა; შეპყრობისა მონადომთა ტარიელ დამათრახევდა; ულახვროდ და უმახვილოდ, ეს მიკვირს თუ, მათ რა ხევდა, ნაცვლად შავზედ შეჯდომასა საკაცეზე მათრახევდა.