... (H-741), XIX ს.

158. ჩემად ნაცვლად დაგაგდებო: ესე სიტყვა რად მიბრძანე: რაგვარა ვქნა პატრონობა: რამც გიფერე რამც გიგვანე: შენ მარტოსა გიგონებდე: მემცა მიწა ვიაკვანე: სჯობს ორნივე გავიპარნეთ: წამოგყვები წამიტანე:

159. ყმამან უთხრა მამისმინე: მართლად გითხრობ არა ჭრელად: რა მიჯნური ველთა რბოდეს: მარტო უნდა გასაჭრელად: მარგალიტი არვის მიხვდეს: უსასყიდლოდ უვაჭრელად: კაცი ცრუ და მოღალატე: ხამს ლახვრისა დასაჭრელად:

160. ვისმცა უთხარ ხვაშიადი: შენგან კიდე არვინ ვარგა: უშენოსა პატრონობა: ვის მივანდო ვინ იქს კარგა: სანაპირო გაამაგრე: მტერმან ახლოს ვერ იბარგა: კვლავ ნუთუმცა შემოვიქცე: ღ~თნ სრულად არ დამკარგა:

161. ფათერაკი სწორად მოჰკლავს: ერთი იყოს თუნდა ასი: მარტოობა ვერას მიზამს: მცავს თუ ცისა ძალთა დასი: აქათ სამ წელ არ მოვიდე: მაშინ გმართებს გლოვა ფლასი: წიგნსა მოგცემ გმორჩილობდენ: ვინცა იყოს ჩემი ხასი:

აქა წიგნი ავთანდილისა ყმათა თანა:

162. დაწერა თუ ჩემნო ყმანო: დაზრდელნო და ზოგნო ზრდილნო: ერთგულნო და მისანდონო: ამას ზედა გამოცდილნო: თქვენ ჩემისა საწადლისა: მიდგომილნო ვითა ჩრდილნო: წიგნი ჩემი მოისმინეთ: ყოვლნო ერთგან შემოყრილნო:

163. მიწაცა თქვენი ავთანდილ: ისმინეთ გიწერ მე რასა: თვით ვიქ ხელითა ჩემითა: ამა წიგნისა წერასა: ცოტასა ხანსა ვარჩივენ: გაჭრა სმასა და მღერასა: პურად და საჭმლად მივენდევ: ჩემსა მშვილდსა და ცერასა:

164. საქმე რა მიმძიმს თავისა: ზე სადმე გარდსახვეწელი: დავჰყო მარტო და ღარიბად: ესე წლეული მე წელი: გემუდარები ამისთვის: ვარ თქვენი შემამხვეწელი: მე დამახვედროთ სამეფო: მტერთაგან დაულეწელი:

165. მე შერმადინ დამიგდია: ჩემად კერძად პატრონობდეს: სიკვდილსა და სიცოცხლესა: სადამდისცა ჩემსა სცნობდეს: ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს: ვარდსა ზვრიდეს არ აჭკნობდეს: შემცოდესა ყველაკასა: ვითა ცვილსა დაადნობდეს:

166. თქვენცა იცით გამიზრდია: ვითა ძმა და ვითა შვილი: ამას ასრე მორჩილობდით: არის ვითამც ავთანდილი: ბუკსა იკრას აქნევინეთ: ყოვლი საქმე ჩემგან ქნილი: მე თუ დრომდის არ მოვიდე: გლოვა გმართებს არ სიცილი:

167. ესე წიგნი დაასრულა: წყლიანმან და სიტყვა ნაზმა: წელთა ოქრო შემოირტყა: საღარიბოდ შეეკაზმა: ბრძანა მინდორს შევჯდებიო: ლაშქარიცა დაერაზმა: მასვე წამსა წამოვიდა: შინა ხანი არა დაზმა:

168. ბრძანა წადით ყველაკაი: აქა მომხრედ არვინ მინა: მონებიცა მოიშორვა: თავი გაითავისწინა: მარტო გარე შემობრუნდა: შამბი შიგან გაირბინა: მიწყივ მისად საგონებლად: მისი მკულელი თინათინა:

169. იგი ველი გაირბინა: ლაშქართაგან გაეკიდა: ვინცა ნახა სულიერმან: ანუ ვინმცა გაეკიდა: ვის მახვილი ვერას ავნებს: მისი მკლავი გაეკიდა: მისგან ტვირთი კაეშნისა: ტვირთად ვარგად აეკიდა:

170. რა ლაშქართა ინადირეს: და პატრონი მოითვალეს: იგი პირ მზე ვეღარ ჰპოვეს: პირი მათი იფერმკრთალეს: მათსა დიდსა სიხარულსა: სამძიმარი ანაცვალეს: ყოვლგან რბოდეს საძებარად: ვინცა იყო უცხენმალეს:

171. ღ~თი ლომო შენად ნაცვლად: სხვასა ვისმცა დანერგვიდეს: დარბოდეს და სხვაგნით სხვათა: მოამბეთა მოასხმიდეს: ვეღარა სცნეს მისი საქმე: გაიარა აქათ კიდეს: მისნი სპანი გულნმოკლულნი: ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს:

172. შერმადინ ერთგან შეყარნა: ხასი და დიდებულები: უჩვენა იგი უსტარი: ანბავი მისი თქმულები: რა მოისმინეს ყველაი: დარჩა გულ დანაწყლულები: თავსა იცემდეს არ იყო: გული უცრემლო ულები:

173. ყოვლთა ჰკადრეს თუცა ყოფა: ჩვენ უმისოდ გვეარმისცა: უშენოსა საჯდომი და: ტახტი მისი ვისმცა მისცა: გაღანამცა გმორჩილობდეთ: თუ გვიბრძანო რაცა ვისცა: იგი მონა აპატრონეს: ყველაკამან თაყვანის სცა:

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასვლა:

174. ამ საქმესა მემოწმების: დიონოსი ბრძენი ეზროს: საბრალოა ოდეს ვარდი: დაეთრთვილოს დაცაეზროს: ვის ბალახში არა ჰგვანდეს: და ლერწამი ტანად ეზროს: იგი სადმე გაღარიბდეს: სამყოფთაგან იაბეზროს:

175. ავთანდილ იგი მინდორი: ოთხახმით გარდაიარა: დააგდო მზღვარი არაბთა: სხვათ მზღვართა არე იარა: მაგრა მის მზისა გაყრამან: სიცოცხლე გაუზიარა: თქვა თუ მე მასმცა ვიახელ: აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა: