... (H-741), XIX ს.

98. კვალი ძებნეს და უკვირდათ: ვერ პოვნა ნაკუალევისა: აგრე კვალ წმიდად წაჴდომა კაცისა: ვითა დევისა: ლაშქარნი მკუდართა ტიროდეს: სწრაფა უქსთ წყლულთა ხვევისა: მეფემან ბრძანა ვნახეო: მიზეზი ლხინთა ლევისა:

99. ბრძანა ღ~თსა მოეწყინა: აქანამდის ჩემი შვება: ამად მიყო სიამისა: სიმწარითა დანაღვლება: სიკვდილამდის დამაწყლულა: ვერვის ძალუცს განკურნება: მასვე მადლი ესე იყო: წადილი და მისი ნება:

100. ესე თქვა და შემობრუნდა: დაღრეჯილი წამოვიდა: აღარცა ჰკრა ასპარეზსა: ვამი ვამსა მოურთვიდა: ყველაკაი მოიშალა: სადაცა ვინ მჴეცთა სრვიდა: ზოგთა თქვეს თუ მართალია: ზოგი ღ~თო უზრახვიდა:

101. მეფე საწოლს შემოვიდა: სევდიანი დაღრეჯილი: მისგან კიდე არვინ შეჰყვა: ავთანდილ უჩნს ვითა შვილი: ყველაკაი გაიყარა: ჯალაბი ჩანს არ დაჯრილი: გაბედითდა სიხარული: ჩაღანა და ჩანგი ტკბილი:

102. თინათინს ესმა მამისა: აგეთი დაღრეჯილობა: ადგა და კარსა მივიდა: ჰქონდა მზისაცა ცილობა: მოლარე იხმო უბრძანა: ძილია თუ ღვიძილობა: მან მოახსენა დაღრეჯით: ზის სჭირსო ფერ შეცვლილობა:

103. ერთიღა ახლავს ავთანდილ: წინაშე უზის სკამითა: უცხო ყმა ვინმე უნახავს: ასრე დაღრეჯით ამითა: თინათინ ბრძანა აწ წავალ: შესლვა არს ჩემგან ჟამითა: მიკითხოს ჰკადრე იყო თქო: აქა ერთისა წამითა:

104. ხანი გამოჰხდა იკითხა: ნეტარ რასა იქს ქალიო: ჩემი ლხინი და ჯავარი: ჩემი სოფლისა წყალიო: მოლარე ჰკადრებს მოვიდა: აწაღა ფერ ნამკრთალიო: დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა: წინაშე მომავალიო:

105. უბრძანა თუ წადი უჴმე: უმისობა ვით გავძლეო: მოახსენე რად დაბრუნდი: შენ მამისა სიცოცხლეო: მოდი ჭმუნვა განმიქარვე: გულსა წყლულსა მეწამლეო: გითხრა ჩემი სამიზეზო: მე თუ ლხინთა რად დავლეო:

106. თინათინ ადგა მივიდა: მიჰყვა მამისა ნებასა: უგავს პირისა სინათლე: მთვარისა მოვანებასა: მამამან გვერდსა დაისვა: აკოცა ნება ნებასა: უბრძანა მახლავ რად არა: რად მელი მოყვანებასა:

107. ქალმან ჰკადრა ხელმწიფეო: დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს: ვინცა გნახა კადნიერად: რაზომ გინდა ამაყობდეს: თქვენი აგრე დაღრეჯანი: მნათობთაცა დაამხობდეს: კაცმან საქმე მოიგვაროს: ვეჭუ ჭმუნვასა ესე სჯობდეს:

108. უბრძანა შვილო რაზომცა: მჭირს საქმე სავაგლახია: შენი ჭვრეტა და სიცოცხლე: ლხინადვე დამისახია: მამაქარვები სევდისა: მართ ვითა მუფარახია: ვეჭ რა სცნა შენცა მამართლო: ჩემი სულთქმა და ახია:

109. უცხოსა და საკუირველსა: ყმასა რასმე გარდვეკიდე: მისმან შუქმან გაანათლა: სამყარო და ხმელთა კიდე: რა უმძიმდა არ ვიცოდი: ან ტიროდა ვისთვის კიდე: ჩემად ნახვად არ მოვიდა: გავგულისდი წავეკიდე:

110. მე რა მნახა ცხენსა შეჯდა: თვალთა ცრემლნი მოიჴოცა: შესაპყრობლად შევუძახენ: სპანი სრულად დამიჴოცა: ვითა ეშმა დამეკარგა: არ კაცურად გარდამკოცა: ჯერთცა ესე არა ვიცი: ცხადი იყო თუ მეოცა:

111. ტკბილნი მისნი წყალობანი: ბოლოდ ასრე გამემწარნეს: დამავიწყდა რაცა დღენი: მხიარულსა წამეარნეს: ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს: ვეღარავინ მინეტარნეს: სადამდისცა დღენი მესხნეს: ვეღარამან გამახარნეს:

112. ქალმან ჰკადრა მოგახსენებ: მე სიტყვასა დანაყბედსა: ჰე მეფეო რად ემდურვი: ანუ ღ~თსა ანუ ბედსა: რად დასწამებ სიმწარესა: ყოველთათვის ტკბილად მხედსა: ბოროტიმცა რად შეექმნა: კეთილისა შემოქმედსა:

113. მე ამას ვარჩევ მეფე ხარ: მეფეთა ზედან მფლობელი: შორს არის თქვენი სამზღვარი: ბრძანება მიუთხრობელი: გაგზავნე კაცი ყოველგან: მისთა ანბავთა მცნობელი: ადრე სცნობთ არის იგი ყმა: შობილი თუ უშობელი:

114. მოასხნეს კაცნი გაგზავნეს: ოთხთავე ცისა კიდეთა: უბრძანეს წადით პატიჟთა: თავიმცა რად დარიდეთა: მონახეთ ძებნეთ იგი ყმა: სხვად ნურად მოიცლიდეთა: მისწერეთ წიგნი სადაცა: ვერ მისწვდეთ ვერ მიხვიდეთა:

115. კაცნი წავიდეს იარეს: მათ ერთი წელიწადია: მონახეს ძებნეს იგი ყმა: იკითხეს [....] და კვლა დია: ვერცა თუ ნახეს ნახული: ღ~თისაგან დანაბადია: ცუდად მაშვრალნი მოვიდეს: მათსავე გულსა ზადია:

116. მონათა ჰკადრეს მეფეო: ჩვენ ხმელნი მოვიარენით: მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა: მით ვერა გავიხარენით: მისსა მნახავსა სულდგმულსა: კაცსა ვერ შევეყარენით: ჩვენ ვერა გარგეთ საქმენი: სხვანი რამ მოიგვარენით:

117. მეფე ბრძანებს მართალ იყო: ასული და ჩემი ძეო: ვნახე რამე ეშმაკისა: სიცუდე და სიბილწეო: ჩემად მტერად წამოსრული: გარდმოსული ზეცით ზეო: გამიშვია შეჭირვება: არა მგამა ყოლა მეო: