... (H-741), XIX ს.

216. დღისით ვლეს და საღამო ჟამ: გამოუჩნდეს დიდნი კლდენი: კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს: პირსა წყალი ჩანადენი: წყლისა პირსა არ ითქმოდა: შამბი იყო თუ რასდენი: ხე დიდრონი თვალ უწთომი: მაღლა კლდემდის ანაყრდენი:

217. მან ყმამან ქვაბსა მიმართა: გავლნა წყალნი და კლდენია: ავთანდილ ცხენსა გარდახდა: მონახა დიდნი ხენია: მაზედა ჭვრეტად გავიდა: ძირსა დააბა ცხენია: მუნით უჭვრეტდა იგი ყმა: მივა ცრემლ მინადენია:

218. რა ტყენი გავლნა მან ყმამან: მოსილმან ვეფხის ტყავითა: ქვაბისა კარსა გამოდგა: ქალი ჯუბითა შავითა: ატირდა მაღლად ცრემლითა: ზღვათაცა შესართავითა: იგი ყმა ცხენსა გარდახდა: ყელსა მოეჭდო მკლავითა:

219. ყმამან უთხრა დაო ასმათ: ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს: ვეღარ მივხვდით ჟამიერად: ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს: ესე თქვა და მკერდსა ხელნი: იკრნა ცრემლნი გარდმოსწვიმდეს: ქალი შებნდა მოეხვია: ერთმანერთსა სისხლი სწმიდეს:

220. იგი ტევრი გაეხშირა: დანაგლეჯსა მათსა თმასა: ერთმანერთსა ეხვეოდეს: ყმა ქალსა და ქალი ყმასა: იზახდიან მოსთქმიდიან: მოსცემდიან კლდენი ხმასა: ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით: მათსა ეგრე ქცევა ქნასა:

221. სული დაიღეს მან ქალმან: დასთმო გულისა წყლულობა: ქვაბს შეიყვანა ტაიჭი: მოხადა აკაზმულობა: მას ყმასა შეხსნა შეიღო: აბჯრისა წელ მორტყმულობა: შინა შევიდეს მას დღესა: გარდაჴდა გამოსლილობა:

222. ავთანდილს უკვირს ანბავი: ისი თუ ვცნაო მე რითა: გათენდა ქალი გამოდგა: მოსილი მითვე ფერითა: შავსა აუდვა ლაგამი: სწმენდდა რიდისა წვერითა: შეკაზმა მოაქვს აბჯარი: წყნარად არ რამე ჩხერითა:

223. მის მოყმისა წესი იყო: მეტსა თურე არ ასე ჯდა: ქალი სტირს და მკერდსა იცემს: თმისა ტევრსა გაიგლეჯდა: ერთმანერთსა მოეხვივნეს: აკოცა და ცხენსა შეჯდა: ასმათ აგრე დაღრეჯილი: კვლავ უფრორე დაიღრიჯდა:

224. ავთანდილ ახლოს კვლავ ნახა: სახე მისივე კაცისა: ულვაშ აშლილი წვერ გამო: ნუთუ მზეაო ვთქვა ცისა: ეყნოსა სული ალვისა: ქართაგან მონატაცისა: ასრე უჩნს მოკლვა ლომისა: მართ ვითა ლომსა ვაცისა:

225. მასვე გზასა წამოვიდა: რომე გუშინ შეეარა: შამბი გავლო გაეშორა: თავი მინდორს გააგარა: ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით: მალვით ხესა მოეფარა: თქვა თუ ღთ~ნ ესე საქმე მეტად: კარგად მამიგვარა:

226. აწ ამას ჩემთვის მღ~თისაგან : სხვა საქმე რა ვამჯობინო: ქალი შევიბყრა მის ყმისა: ანბავი ვაამბობინო: ჩემიცა ვუთხრა ყველაი: მართალი გავაბჭობინო: მას ყმასა ხრმალი არა ვკრა: არც მისი დავისობინო:

227. ჩამოვიდა ცხენი ახსნა: მისგან ხესა შემობმული: ზედა შეჯდა გაემართა: ქვაბი იყო კარ გახმული: მუნით ქალი გამოიჭრა: გულ მდუღარე ცრემლ დასხმული: ეგონა თუ დაბრუნდაო: პირი ვარდი ბროლ ბაკმული:

228. ვერ იცნა სახე არ გვანდა: მისი მის ყმისა სახესა: ფიცხლა გაიქცა მიმართა: ზახილით კლდესა და ხესა: ყმა გარდაიჭრა დააბა: ვითა კაკაბი მახესა: ხმას სცემდეს კლდენი ქალისა: ზახილსა მუნ ერთ სახესა:

229. მას ყმასა თავი არ მისცა: ჭვრეტადცა ებილწებოდა: ვითა კაკაბი არწივსა: ქუეშე მი და მო ჰკრთებოდა: ტარიელს ვისმე უზახდა: მწედ თუცა არ ემწებოდა: ავთანდილ მუხლთა უყრიდა: თითითა ეხვეწებოდა:

230. ეტყოდა სულე რამც გიყავ: კაცი ვარ ადამიანი: უფერო ქმნილნი მინახვს: ვარდნი და ისი იანი: მისი რამ მითხარ ვინ არის: ტან სარო პირ ბაკმიანი: სხვად არას გიზამ ნუ გეშის: ნუ ჰყივი აგრე ჴმიანი:

231. ქალი ეტყოდა ტირილით: სარჩელი უგავს ბრჭობასა: თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ: შმაგი ხარ მოდი ცნობასა: აწ მეტად ძნელსა საქმესა: მნუკევ ადვილად თხრობასა: ცუდად ნუ სცდები ნუ ელი: მაგა ამბვისა მბობასა:

232. კვლავ ეტყვის ყმაო რა გინდა: ანუ მენუკვი მე რასა: მაგა საქმისა ვერა იქს: ვერცა კალამი წერასა: შენ ერთხელ იტყვი მითხარო: მე ასჯერ გითხრობ ვერასა: ვითა სიცილი ტირილსა: ვაგლახი მიჯობს მღერასა:

233. ქალო არ იცი სით მოვალ: რა ჭირნი მამითმენიან: ოდითგან ვეძებ ამბავთა: ესე არვისგან მსმენიან: შენ მიპოვნიხარ სიტყვანი: ჩემნი რაზომცა გწყენიან: ვერ დაგეხსნები მიანბე: ჩემგან ნუღარა გრცხვენიან:

234. ქალმან უთხრა რას შეგესწარ: მე ვინ ვარ და ანუ შენო: მზე არ მახლავს შეგეტყვების: თვრთვილო ასრე მით მაწყენო: გრძელი სიტყვა საწყინოა: ასრე მოკლედ მოგახსენო: ვერასათვის ვერ გიამბობ: რაცა გინდა იგი ქენო:

235. კვლაცა ჰკადრა ზენარობით: მიუყარნა მუჴლნი წინა: მაგრა ვერა ვერ დაჰყარა: მუდარობა მოეწყინა: პირსა ზედან გაგულისდა: თვალთა სისხლი მოედინა: ადგა თმითა წამოზიდნა: ყელსა დანა დააბრჯინა: