... (H-741), XIX ს.

1578. გამოეგებნეს არაბნი: სამეფო დააშვენა მან: ნახა მზე მისი მირიდა: მისთა სურვილთა წყენამან: მის თანა ტახტსა დავესჯდა: ილხინა მჭვრეტთა ლხენამან: გაახელმწიფა გვირგვინი: ზეცით მოსრულმან ზენამან:

1579. მათ სამთავე ხელმწიფეთა: ერთმანერთი არა სძულდეს: ერთმანერთსა ნახვიდიან: საწადელნი გაუსრულდეს: ბრძანებისა შემცილენი: მათთა ხლმითა დავეწყლულდეს: მოიმატეს სამეფონი: გაჴელმწიფდეს გამორჭმულდეს:

1580. ყოვლთა სწორად წყალობასა: ვითა თოვლსა მოათოვდეს: ობოლ ქვრივნი დაამდიდრეს: და გლახაკნი არ ითხოვდეს: ავთა მქმელნი დააშინნეს: კრავნი კრავსა ვერ სწოვდეს: შიგან მათთა საბრძანისთა: თხა და მგელი ერთად ჰსძოვდეს:

1581. გასრულდა მათი ამბავი: ვითა სიზმარი ღამისა: გარდახდეს გავლეს სოფელი: ნახეთ სიმუხთლე ჟამისა: ვის გრძლად ჰგონია მისთვისცა: არის ერთისა წამისა: ვსწერ ვინმე მესხი მელექსე: მე რუსთველისა და მისა:

1582. ქართველთა ღ~თისა დავითის: ვის მზე მსახურებს სარებლად: ესე ამბავი გავლექსე: მე მათად მოკამათებლად: ვინ არის აღმოსავლეთით: დასავლეთს ზართა მარებლად: ორგულთა მათთა დამწველად: ერთგულთა დამამაგრებლად:

1583. დავითის ქნანი ვითა ვსთქვა : სიჩალხე სიხაფეთანი: ესე ანბავი უცხონი: უცხოთა ჴელმწიფეთანი: პირველ ზნენი და საქმენი: ქებანი მათ მეფეთანი: ვჰპოვე და ლექსად გარდავთქვენ: ამითა ვილაყფეთანი:

1584. ესე ასეთი სოფელი: არვისგან მისანდობელი: წამია კაცთა თვალისა: და წამწამისა მსწრობელი: რასა ვინ ეძებთ რას აქნევთ: ბედია მაყივნებელი: ვის არ შეუცვლის კარგია: ორისავ იყოს მხლებელი:

1585. ამირან დარეჯანის ძე: მოსეს უქია ხონელსა: აბდულ მესია შავთელსა: ლექსი მას უქეს რომელსა: დილარგეთ სარგის თმოგველსა: მას ენა დაუშრომელსა: ტარიელ მისა რუსთველსა: მისთვის ცრემლ შეუშრომელსა: