... (H-741), XIX ს.

176. ახალმან ფიფქმან დათოვა: ვარდი დათრთვილა დანასა: მოუნდის გულსა დაცემა: ზოგჯერ მიმართის დანასა: თქვის ჭირი ჩემი სოფელმან: ოთხმოცდაათი ანასა: მოვშორდი ლხინსა ყველასა: ჩანგსა ბარბითსა დანასა:

177. ვარდი მის მზისა გაყრილი: უფრო და უფრო ჭკნებოდა: გულსა უთხრის თუ დასთმეო: ამად არ დია ბნდებოდა: უცხო უცხოთა ადგილთა: საძებრად იარებოდა: მგზავრთა ჰკითხევდის ამბავთა: მათთანა ემოყვრებოდა:

178. მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა: სდის ზღვათა შესართავისად: უჩნდის ქვეყანა ტახტად და: მკლავი სადებლად თავისად: თქვის საყვარელო მოგშორდი: გული შენ დაგრჩა ვთქუა ვისა: შენთვის სიკვდილი მეყოფის: ლხინად ჩემისა თავისად:

179. ყოვლი პირი ქვეყანისა: მოვლო სრულად მოიარა: ასრე რომე ცასა ქვეშე: არ დაურჩა არ იარა: მაგრა იგი მის ანბვისა: მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა: ამა შიგან წელიწადი: სამი სამ თვედ მიიყა:

180. მიხვდა რასმე ქვეყანასა: უგემურსა მეტად მქისსა: თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს ვერას შვილსა ადამისსა: იგი ჭირი არ უნახავს: არ რამინს და არცა ვისსა: დღე და ღამე იგონებდა: საყვარელსა მასვე მისსა:

181. მას მიხვდა წევრი სადგურად: მაღლისა მთისა დიდისა: გამოსჩნდა მუნით მინდორი: სავალი დღისა შვიდისა: მის მთისა ძირსა წყალი დის: არათ სანდომი ჴიდისა: ორგნითვე ტყესა შეეკრა: ნაპირი წყლისა კიდისა:

182. ზედ წაადგა შეექცევის: დროთა დღეთა ანგარიშობს: თვენი ესხნეს ორნიღაა: ამად სულთქუამს არა იშობს: ვა თუ საქმე გამიმჟღავნდეს: კვლავ ამისთვის გულ მოშიშობს: ავსა კარგად ვერვინ შესცულის: თავსა ახლად ვერვინ იშობს:

183. საგონებელი შეექმნა: დადგა საქმისა მრჩეველად: ვთქვა თუ დავბრუნდე ეზომი: ხანი რად დავყავ მე ველად: ჩემსა რა ვკადრო მნათობსა: ვიყავ რად დღეთა მლეველად: მისი ვერა ვსცნა ჭორნიცა: ვარ ვისთა გზათა მკვლეველად:

184. თუ არ დავბრუნდე საძებრად: დავყვნე სხვანიცა ხანანი: რომელსა ვეძებ ვერა ვსცნა: ამბავნი მე მისთანანი: დრო გარდაუწყდეს შერმადინს: შერჩეს ღაწვისა ბანანი: მივიდეს ჰკადროს მეფესა: საქმენი დასაგვანანი:

185. უანბოს ჩემი სიკუდილი: თვით ჩემგან დავედრებული: მათ შექნან გლოვა ტირილი: ქმნან საქმე გამწარებული: მერმე მივიდე ცოცოხალი: მე სხვაგან სადმე რებული: ამას იგონებს ტირილით: გონება შეიწრებული:

186. იტყვის ღ~თო სამართალი: შენნი ჩემთვის რად ამრუდენ: მე ეზომნი სიარული: კიდე გლახ რად გამიცუდენ: გულით ჩემით სიხარულნი: აფჰხვრენ ჭირნი დააბუდენ: დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი: ვერათოდეს დავიყუდენ:

187. კვლავცა იტყვის დათმობა სჯობს: და თავსავე ეუბნების: დღეთა მეტად ნუ მოკჰვდები: გული ჩემი ნუ დადნების: უღთოდ ვერას ვერ მოვაწევ: ცრემლი ცუდად მედინების: განგებასა ვერვინ შესცვლის: არ საქმნელი არ იქმნების:

188. თავს უთხრა მოჰკვე გიჯობს: სიცოცხლეს აუგიანსა: მიხვალ დაგხვდების თინათინ: ანათებს დღესა მზიანსა: გკითხოს მის ყმისა ანბავი: რა გმართებს ვაგლახიანსა: იგონებს წამწამ მიყვების: ტყის პირსა შამბნარ წყლიანსა:

189. ყოვლნი არსნი ცათ ქვეშე ერთობ სრულად მამივლიან: მაგრამ საქმე იმ კაცისა: ვერა სადა შემიგნიან: უღონიოდ მართალ იყვნეს: რომელთაცა ქაჯად თქვიან: აწ ტირილი არას მარგებს: ცუდად ცრემლნი რასა მდიან:

190. მთით ჩამოვიდა ავთანდილ: გავლო წყალი და ტყენია: მინდორს აცორვებს ტაიჭსა: შეჟღრენით მონაწყენია: გასცუდებოდეს მკლავნი და: მისი სიამაყენია: ბროლისა ველსა სტურფობდეს: გიშრისა მუნ საყენია:

191. მობრუნება დააპირა: სულთქნა მერმე ივაგლახა: მას მინდორსა დაემართა: გზა თვალითა გამოსახა: თვესა ერთსა სულიერი: კაცი არსად არ ენახა: მხეცნი იყვნეს საშინელნი: მაგრა არა შეუზახა:

192. თუმცა მხეცქმნილი ავთანდილ: გულამოსკვნით და კუნესითა: ეგრეცა ჭამა მოუნდის: ადამის ტომთა წესითა: ისრითა მოკლის ნადირი: როსტომის მკლავუგრძესითა: შამბისა პირსა გარდახდა: ცეცხლი დააგზო კვესითა:

193. ცხენსა მისცა საძოვარი: ვირე მწვადი შეიწოდეს: ექვსნი რამე ცხენოსანნი: ნახა მისკენ მოდიოდეს: თქვა თუ გუანან მეკობრეთა: თვარა კარგი რამც იცოდეს: აქა კაცი ხორციელი: კვლა ყოფილა არაოდეს:

194. ჴელთა ჰქონდა ისარ მშვილდი: მათკენ მივა მხიარული: ორთა კაცთა წვეროსანთა: ყმა მოჰყვანდა უწვერული: თავსა იყო დაკოდილი: შეებნიდა სისხლსა გული: ტიროდეს და იჭიროდეს: ცოტა ედგა მას გლახ სული:

195. უყივლა თუ ძმანო ვინ ხართ: მეკობრეთა დაგამსგავსე: მათ მიუგეს დაგვიწყნარდი: გვიშველე რა ცეცხლნი ავსე: ვერა გვარგო მოგვიმატენ: ჭირი ჭირთა მოგვისავსე: სატირელნი მოგვიტირენ: ღაწვნი შენცა დაიმხავსე: