... (H-741), XIX ს.

ქ. ამა ამბისა დასაწყისი პირველი: ამო და სასმენელად შვენიერი სწავლისათვის მოშაირეთა ტარიელს და ნესტან დარეჯანს ვეფხის ტყაოსნობით უხმობენ:

1. რომელმან შექმნა სამყარო: ძალითა მით ძლიერითა: ზეგარდმო არსნი სულითა: ჰყვნა ზეცით მონაბერითა: ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა: გვაქვს უთვალავი ფერითა: მისგან არს ყოვლი ჴელმწიფე: სახითა მის მიერითა:

2. ჰე ღ~თო ერთობ შენ შეჰქმენ: სახე ყოვლისა ტანისა: შენ დამიფარე ძლევა მეც: დათრგუნვად მე სატანისა: მომეც მიჯნურთა სურვილი: სიკვდიდმდე გასატანისა: ცოდვათა შესუბუქება: მუნ თანა წასატანისა:

3. ვის შვენის ლომსა ხმარება: შუბისა ფარ შიმშერისა: მეფისა მზის თამარისა: ღაწვ ბალახშ თმა გიშერისა: მას არა ვიცი შევკადრო: შესხმა ხოტბისა ხშირისა: მისთა მჭვრეტელთა ყანდისა: მირთმა ჴამს მართ მშიერისა:

4. თამარს ვაქებდეთ მეფესა: სისხლისა ცრემლ დათხეული: ვსთქვენი ქებანი ვისნიმე: არ ავად გამორჩეული: მელნად ვიხმარე გიშრის ტბა: და კალმად მინა რხეული: ვინცა ისმინოს დაესვას: ლახვარი გულსა ხეული:

5. მიბრძანეს მათად საქებრად: თქმა ლექსებისა ტკბილისა: ქება წარბთა და წამწამთა: თმათა და ბაგე კბილისა: ბროლ ბალახშისა თლილისა: მით მიჯრით მიწყობილისა: გასტეხს ქვასაცა მაგარსა: გრდემლი ტყუიისა ლბილისა:

6. აწ ენა მინდა გამოთქმად: გული და ჴელოვანება: ძალი მამეც და შეწევნა: შენგნით მაქვს მივსცე გონება: მით შევეწივნეთ ტარიელს: ტურფადცა უნდა ხსენება: მათ სამთა გმირთა მნათობთა: სჭირს ერთმანერთის მონება:

7. მო დავსხდეთ ტარიელისთვის: ცრემლი გვდის შეუშრობილი: მისებრი მართ დაბადებით: ვინცა ყოფილა შობილი: დავჯე რუსთველმან გავლექსე: მისთვის გულ ლახვარ სობილი: აქამდის ამბად ნათქვამი: აწ მარგალიტი წყობილი:

8. მიჯნურსა თვალად სიტურფე: მართებს მართ ვითა მზეობა: სიბრძნე სიმდიდრე სიუხვე: სიყმე და მოცალეობა: ენა გონება დათმობა: მძლეთა მებრძოლთა მძლეობა: ვისაც ეს სრულად არა სჭირს: აკლია მიჯნურთ ზნეობა:

9. მიჯნურობა არის ტურფა: საცოდნელად ძნელი გვარი: მიჯნურობა სხვა რამეა: არ სიძვისა დასადარი: იგი სხვაა სიძვა სხვაა: შუა უზის დიდი მზღვარი: ნურვინ გარევთ ერთმანერთსა: გესმის ჩემი ნაუბარი:

10. ხამს მიჯნური ხანიერი: არ მეძავი ბილწი მრუში: რა მოშორდეს მოყვარესა: გაამრავლოს სულთქმა უში: გული ერთსა დააჯეროს: კუშტი მიჰხვდეს თუნდა ქუში: მძულს უგულოდ სიყვარული: ხვევნა კოცნა მტლაშა მტლუში:

11. ამა საქმესა მიჯნური: ნუ უჴმობს მიჯნურობასა: დღეს ერთი უნდეს ხვალე სხვა: სთმობდეს გაყრისა თმობასა: ესე მღერასა ბედითსა: გავს ვაჟთა ყმაწვილობასა: კარგი მიჯნური იგია: ვინ იქს სოფლისა თმობასა:

12. არს პირველი მიჯნურობა: არ დაჩენა ჭირთა მალვა: თავის წინა იგონებდეს: ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა: შორით ბნედა შორით კდომა: შორით დაგვა შორით ალვა: დასთმოს წყრომა მოყვრისაგან: მისი ჰქონდეს შიში კრძალვა:

13. ხამს თავისსა ხვაშიადსა: არვისთანა ამჟღავნებდეს: არ ბედითად ჰაი ზმიდეს: მოყვარესა აყივნებდეს: არსით აჩნდეს მიჯნურობა: არა სადა იფერებდეს: მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს: მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს:

14. მას უშმაგო ვით მიენდოს: ვინ მოყვარე გაამჟღავნოს: ამის მეტი რამცა ირგოს: მას ავნოს და თვითანც ივნოს: რათამცაღა ასახელოს: რა სიტყვითა მოაყივნოს: რა გავა თუ მოყვარესა: კაცმან გული არ ატკივნოს:

15. მე რუსთველი ხელობითა ვიქმ: საქმესა ამა დარი: ვის მორჩილობს ჯარი სპათა: მისთვის ვხელობ მისთვის მკვდარი: დაუძლურდი მიჯნურთათვის: კვლავ წამალი არსით არი: ანუ მამცეს განკურნება: ანუ მიწა მე სამარი:

16. ესე ანბავი სპარსული: ქართულად ნათარგმანები: ვით მარგალიტი ობოლი: ჴელის ჴელ საგოგმანები: ვპოვე და ლექსად გარდავჰთქუი: საქმე ვჰქენ საჭოჭმანები: ჩემან ხელმქმნელმან დამმართოს: ლაღმან და ლამაზმა ნები:

17. თვალთა მისგან უნათლოთა: ენატრამცა ახლად ჩენა: აჰა გული გამიჯნურდა: მიხდომია ველთა რბენა: მიაჯეთ ვინ ხორცთა დაწვა: კმარის მისცეს სულთა ლხენა: სამთა ფერთა საქებელთა: ლამის ლექსთა უნდა ლევნა:

18. რაცა ვის რა ბედმან მისცეს: დასჯერდეს და მას უბნობდეს: მუშა მიწყივ მუშაობდეს: მეომარი გულოვნობდეს: კვლავ მიჯნურსა მიჯნურობა: უყვარდეს და გამოსცნობდეს: არცა ვისგან დაიწუნოს: არცა სხვათა უწუნობდეს:

19. შაირობა პირველადვე: სიბრძნისაა ერთი დარგი: საღ~თო საღ~თოდ გასაგონი: მსმენელთათვის დიდი მარგი: კვლავ აქაცა იამების: ვინცა ისმენს კაცი ვარგი: გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის: შაირია ამად კარგი: