... (H-741), XIX ს.

118. ესე სთქვა და სიხარულით: თამაშობა ადიადა: მგოსანი და მუშაითი: უხმეს ჰპოეს რაცა სადა: დია გასცა საბოძვარი: ყველა დარბაზს შემოხადა: მისი მსგავსი სიუხვითა: ღმერთმან სხვამცა რა დაბადა:

119. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს: ეცვა ოდენ მას პერანგი: იმღერდა და იხარებდა: წინა ედგა ერთი ჩანგი: შემოვიდა მას წინაშე: თინათინის მონა ზანგი: მოახსენა გიბრძანებსო: ტანი ალვა პირი მანგი:

120. ავთანდილს მიხვდა მოსმენა: საქმისა სანატრელისა: ადგა და კაბა ჩაიცვა: მჯობი ყოვლისა ჭრელისა: უხარის ნახვა ვარდისა: არ ერდგან შეუყრელისა: ამოა ჭვრეტა ტურფისა: სიახლე საყვარელისა:

121. ავთანდილ ლაღი უკადრი: მივა არვისგან რცხვენოდა: მას ნახავს ვისთა ვამთაგან: ცრემლი მრავალ ჯერ სდენოდა: იგი უებრო ქუშად ჯდა: ელვისა მსგავსად შვენოდა: მთვარესა მისთა შუქთაგან: უკუნი გარდაჰფენოდა:

122. გაცრცვლისა ტანსა ემოსნეს: ყარყუმნი უსაპირონი: ებურნეს მოშლით რიდენი: ფასისა თქმად საჭირონი: შვენოდეს შავნი წამწამნი: გულისა გასაგმირონი: მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს: გრძლად თმანი არ უხშირონი:

123. დაღრეჯით იყო მჯდომარე: ძოწეულითა რიდითა: ავთანდილს უთხრა დაჯდომა: წყნარად ცნობითა მშვიდითა: მონამან სელნი დაუდგნა: დაჯდა კრძალვით და რიდითა: პირისპირ პირსა უჭურეტდა: სავსე ლხინითა დიდითა:

124. ყმამან ჰკადრა საზაროსა: ჩემგან თქმაღა ვით იქნების: მზესა მთვარე შეეყაროს: დაილევის დაცაჭკნების: აზრად არათ აღარა მცალს: თავი ჩემი მეგონების: თქვენვე ბრძანეთ რაცა გიმძიმს: ანუ რაცა გეკვირვების:

125. ქალმან უთხრა საუბარი: კეკლუც სიტყვა არ დუხჭირად: იტყვის თუცა აქანამდის: ჩემგან შორს ხარ დანამჭირად: მიკვირს მოგხვდა წამის ყოფად: საქმე შენგან საეჭვირად: მაგრა გითხრა პირველ ხვალმე: სენი მე მჭირს რაცა ჭირად:

126. გახსოვს ოდეს შენ და როსტანს: მინდორს მხეცნი დაგეხოცა: ყმა გენახა უცხო ვინმე: რომე ცრემლი მოეხოცა: მას უკანით გონებამან: მისმან ასრე დამამხოცა: შენ გენუკვი მონახვასა: კიდით კიდე მოლაჴოცა:

127. აქანამდის ნაუბარსა: თუცა ვერას ვერ გეტყვია: მაგრა შორით სიყვარული: შენგან ჩემი შემიტყვია: ვიცი რომე გაუწყუეტლად თვალთა ღაწვი გისეტყვია: შეუპყრიხარ სიყვარულსა: გული შენი დაუტყვია:

128. ასრე გითხრა სამსახური: ჩემი გმართებს ამა ორად: პირველ ყმა ხარ ჴორციელი: არვინა გვყავს შენად სწორად: მერმე ჩემი მიჯნური ხარ: დასტურია არ ნაჭორად: წადი იგი მოყმე ძებნე: ახლოს იყოს თუნდა შორად:

129. შენგან ჩემი სიყვარული: ამით უფრო გაამყარე: რომე დამხსნა შეჭირვება: ეშმა ბილწი ასაპყარე: გულსა აგრე საიმედო: ია მორგე ვარდი ყარე: მერმე მოდი ლომო მზესა: შეგეყრები შემეყარე:

130. სამსა ძებნე წელიწადსა: იგი შენი საძებარი: ჰპოო მოდი გამარჯვებით: მხიარულად მოუბარი: ვერა ჰპოებ დავიჯერებ: იყო თურე უჩინარი: კოკობი და უფრჭუნელი: ვარდი დაგხვდე დაუმჭკნარი:

131. ფიცით გითხრობ შენგან კიდე: თუ შევირთო რაცა ქმარი: მზეცა მამხუდეს ხორციელი: ჩემთვის კაცად შენაქმარი: სრულად მოვსწყდე სამოთხესა: ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი: შენი მკლვიდეს სიყვარული: გულსა დანა ასაქმარი:

132. მოახსენა ყმამან მზეო: ვინ გიშერი აწამწამე: სხვა პასუხი რამცა გკადრე: ანუ რამცა შევიწამე: მე სიკვდილსა მოველოდი: შენ სიცოცხლე გამიწამე: ვითა მონა სამსახურად: გაღანამცა წავეწამე:

133. კვლავცა ჰკადრა აჰა მზეო: რადგან ღთ~ნ მზედ დაგბადა: მით გმორჩილობს ზეციერი: მნათობია რაცა სადა: მე რომ თქვენგან მოვისმინე: წყალობანი მეიმედა: ვარდი ჩემი არ დაჭკნების: შუქი შენი იეფადა:

134. კვლავ შეფიცეს ერთმანერთსა: დააპირეს ესე პირი: გასალდეს და გაამრავლეს: საუბარი სიტყვა ხშირი: გაადვილდა აქანამდის: გარდეხადა რაცა ჭირი: თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების: თეთრი ელვა ვითა ჭვირი:

135. ერთგან დასხდეს ილაღობეს: საუბარი ასადაგეს: ბროლ ბალახში შეხვეული: და გიშერი ასადაგეს: ყმა ეტყვის თუ შენთა მჭურეტთა: თავი ხელი ასადაგეს: ცეცხლთა მანდით მოდებულთა: გული ჩემი ასადაგეს:

136. ყმა წავიდა სიშორესა: თუმცა მისსა ვერ გასძლებდა: უკუღმავე იხედვიდა: თვალთა რეტად აყოლებდა: ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს: ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა: გული ჰქონდა გულისათვის: სიყვარულსა ავალებდა:

137. თქვა მზეო ვარდსა სიშორე: შენი დამაჩნდეს ეს ადრე: ბროლი და ლალი გასრულვარ: ქარვისა უყვითლესადრე: მაშინ რაღა ვქნა ვერ ჭვრეტა: რა მამხვდეს კვლავ უგრძესადრე: ხამს მოყვრისათვის სიკუდილი: ესე მე დამიც წესადრე: