... (H-741), XIX ს.

256. იმა მოყმისა ანბავი: არსად არა იპოვების: თვით თუ არ გითხრობს არ ითქმის: არ ვისგან დაიჯერების: მოილოდინე მოვიდეს: რაზომცა დაგეყოვნების: დადუმდი ვარდსა ნუ აზრობ: ცრემლითა ნუ ითოვნდების:

257. გითხრა თუ ცოდნა გწადიან: ჩვენისა შენ სახელისა: ტარიელ არის სახელი: ამა მოყმისა ხელისა: მე ასმათ მქვიან რომელსა: წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა: სულთქმა სულთქმისა ბევრისა: მაშა თუ არ ერთხელისა:

258. ამის მეტსა ვერას გითხრობ: მე სიტყუასა ამისთანსა: ისი მინდორს არონინებს: ტანსა მჭევრსა მე მაჯანსა: ვსჭამ გლახ მარტო ნადირისას: მისგან ჴორცსა მონატანსა: აწვე მოვა არა ვიცი: თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა:

259. ამას გვედრებ მოიცადო: თავი სხვაგან არსად არო: რა მოვიდეს შევეხვეწო: ნუთუ ვით რა მოვაგვარო: ერთმანერთსა შეგამეცნე: თავი შენი შევაყვარო: თვით გიამბოს საქმე მისი: საყვარელსა გაახარო:

260. ქალსა ყმამან მოუსმინა: დამორჩილდა დართო ნება: ამა ზედა მოიხედეს: ხევით ესმა ჩხაპუნება: მთვარე წყალსა გამოსრული: ვნახე შუქთა მოვანება: უკვრიდეს და აღარა ქნეს: მუნ ხანისა დაყოვნება:

261. ქალმან უთხრა ყმაო ღ~თნ: მოგცა ჟამი რაცა გინა: მაგრა თავი უჩინოდ ჰყავ : დამალული იყავ შინა: იმა ყმისა მეუნებლე: ხორციელი არავინა: ნუთუ ვით რა მოვაგვარო: შენი ნახვა არ ეწყინა:

262. ავთანდილ ქვაბსა დამალა: ქალმან მალვითა მალითა: იგი ყმა ცხენსა გარდახდა: შვენოდა კაპარჭ ჴრმალითა: ატირდა მაღლად ცრემლითა: ზღვათაცა შესამალითა: ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა: ჭვრეტითა იდუმალითა:

263. ამარტის ფერად შესცვალა: ბროლი ცრემლისა ბანამან: დიდხან იტირეს ყმამან და: მან ქალმან შაოსანამან: შეხსნა შეიღო აბჯარი: ცხენიცა შეიყვანა მან: დადუმდეს ცრემლნი მოჰკვეთეს: შავმან გიშრისა დანამან:

264. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა: ტყვე საკნით ნააზატები: მან ქალმან ქვეშე დაუგო: ვეფხის ტყავისა ნატები: მაზედან დაჯდა იგი ყმა: სულთქვამს ჭირ მონამატები: სისხლისა ცრემლსა გაეწნა: შუა გიშრისა სატები:

265. მან ქალმან ხელჰყო კვესითა: გზება ცეცხლისა ნელისა: ეგონა ჭამა ხორცისა: შემწვრისა შეუქნელისა: მიუპყრა ერთი ახლიჩა: ქნაა საქმისა ძნელისა: ძალი არ ჰქონდა დაუწყო: გამოყრა უცოხნელისა:

266. ცოტად მიწვა მიიძინა: თუცა ყოლა ვერა მეტი: შეკრთა დიდნი დაიძახნა: წამოიჭრა ვითა რეტი: იზახდის და წამწამ იკრის: გულსა ლოდი თავსა კეტი: ცალკერძ ტირს და პირსა იხოკს: ქალი მისი შენამჭვრეტი:

267. რად დაბრუნდი მოახსენა: მითხარ რაცა წაგეკიდა: მან უბრძანა მონადირე: მეფე ვინმე გარდმეკიდა: ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი: ბარგი მძიმედ აეკიდა: იგი მინდორს ნადირობდა: დაეფანჩვა მარეკი და:

268. სევდად მეცა კაცთა ნახვა: ცეცხლი უფრო გავიალე: არ მივეო ახლოს შეყრად: თავი ჩემი შევიწყალე: მათგან მკრთალი შემოვბრუნდი: ტყესა შიგან დავიმალე: თქვა ნუთუმცა უკუმრიდა: რა გათენდეს წავალ ხვალე:

269. ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდეს: ას ნაკეცნი ბევრის ბევრად: მოახსენა მხეცთა თანა: იარები მარტო ტევრად: არას კაცსა არ იახლებ: საუბრად და შემაქცევრად: მას მაგითა ვერას არგებ: დღეთა შენთა ცუდად ლევ რად:

270. ყოვლი პირი ქვეყანისა: ერთობ სრულად მოგივლია: ერთი კაცი შემაქცევლად: შენად ვითა დაგელია: გიახლოს და არ გაშმაგდე: თუმცა ჭირი არ გაკლია: შენ მოჰკვდე და იგი წახდეს: ესე შენთვის რა მადლია:

271. უბრძანა დაო ეგეა: მსგავსი შენისა გულისა: მაგრა არ არის ქვეყანად: წამალი ამა წყლულისა: ვის ძალ აქვს პოვნა კაცისა: თვით სოფლად არ მოსრულისა: ჩემი ლხინია სიკვდილი: გაყრა ხორცთა და სულისა:

272. ღ~თნ სხვამცა ეტლსა ჩემისა: რადმცა კაცი რად დაბადა: სიახლე და საუბარი: თუმცა მისი მე მეწადა: ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი: ანუ ვინმცა შეეცადა: შენგან კიდე ხორციელი: დაო მივის არასადა:

273. ქალმან ჰკადრა არ გამიწყრე: ვიშიშვი და ვიაჯ დია: რადგან ღ~თსა ვეზირობა: შენი ჩემზედ მოუგდია: ვერ დავმალავ უკეთესა: რაცა საქმე გამიცდია: არა ვარგა უსაზომო: თავი ზომსსა გარდგიჴდია:

274. ყმამან უთხრა რას მენუკევ: არა ვიცი გამიცხადე: კაცი ჩემად სამსახურად: უღ~თოდ მემცა ვით დავბადე: ღ~თსა ჩემი უბედობა: უნდა მემცა რას ვეცადე: გაღანამცა გავნადირდი: თავი ასრე გავიხადე:

275. ქალმან კვლავ ჰკადრა გაგსაჯე: მეტითა შეგონებითა: მაგრა თუ კაცი მოგგვარო: მოგყვეს თავისა ნებითა: იგი გიახლოს ილხენდე: მისითა შემეცნებითა: ფიცე არ მოკლა არ იყო: არ სავნებლისა ვნებითა: