... (H-741), XIX ს.

236. ეგრე უთხრა მე ეზომი: ჯავრი ვითა შეგარჩინო: რაგვარა თუ ამატირო: ცრემლი ცუდად დამადინო: გიჯობს მითხრა ამის მეტი: მართ აღარა არ გაწყინო: თვარა ღმერთმან მტერი ჩემი: მოკლას ვითა მოგაკვდინო:

237. ქალმან უთხრა ეგე ღონე: მოიგონე მატად ავი: თუ არ მამკლავ არ მოვკვდები: მრთელი ვარ და მოუკლავი: რად რა გითხრა სადამდისცა: ვიყო ჭირთა უნახავი: კვლავ თუ მამკლავ სასაუბროდ: აღარ მებას ზედან თავი:

238. კვლავ ეტყვის ყმაო რად მპოვე: ვინ მეუბნები მე ვინო: ეგე ანბავი ცოცხალსა: ენითა ვერ მათქმევინო: მე ჩემი თავი ნებითა: ჩემითა მოგაკლევინო: ვითა უსტარი ბედითი: ადვილად დაგახევინო:

239. ჩემი სიკვდილი შენ ჩემად: პატიჯად ნურად გგონია: მით რომე დამხსნი ტირილსა: შემშრების ცრემლთა ფონია: ჩალად მჩანს ყოვლი სოფელი: მისთვისვე შემიწონია: ვერ გიცნობ ვინ ხარ: ვის გითხრა სიტყუანი მისანდონია:

240. ყმამან თქვა თუ არ ეგების: აწ ამისი ასრე თქმევა: სხვი სა რასმე მოვიგონებ: სჯობს საქმისა გამორჩევა: გაუშვა და ცალკე დაჯდა: ტირს დაუწყო ცრემლთა ფრქვევა: ქალსა უთხრა გაგარისხე: აწ არ ვიცი ვით დავრჩე ვა:

241. ქალი დაუჯდა კუშტ გვარად: ქუშობს ჯერთ არ დამტკბარია: ავთანდილ ქვე ზის ტირილად: აღარას მოუბარია: ვარდისა კარსა მოგუბდა: ცრემლისა საგუბარია: კვლავ იქით ქალი ატირდა: მისთვის გულ ნალმობარია:

242. ყმა მტირალი შეებრალა: ამად ცხელნი ცრემლნი ღვარნა: მაგრა უჯდა უცხოს უცხო: არ ბაგენი აუბარნა: ყმამან ცნა თუ გონებანი: ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა: ცრემლ დენილი შეეხვეწა: ადგა მუხლნი მიუყარნა:

243. უთხრა ვიცი აღარ ვარგხარ: შენ აწ ჩემად დასანდობლად: გაგარისხე დაგრჩომივარ: ღარიბად და ამად ობლად: აწ ეგრეცა თავი ჩემი: დამიც შენთვის დასანდობლად: ამად რომე შეცოდება: შვიდ გზის თქმულა შესანდობლად:

244. თავი ჩემი სამსახურად: თუცა ავად მოგაწონე: მიჯნურისა შებრალება: ხამს ესეცა გაიგონე: სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ: არვინ არის ჩემი ღონე: სულსა მოგცემ გულისათვის: სხვა მეტიმცა რა გამონე:

245. რა ქალსა მიხვდა ყმისაგან: მიჯნურობისა სმინება: გულამოხუინჩით დაიწყო: ასკეცად ცრემლთა დინება: კვლავ გაამაღლა ზახილით: ტირილი არ გაცინება: ავთანდილს ღთ~ნ წადილი: მისცა გულისა ლხინება:

246. იტყვის თუ ამა სიტყვითა: მას ფერი შეეცვალების: ვისთვისმე ხელი უცილოდ: მას ცრემლი ემალმალების: კვლავ უთხრა დაო მიჯნური: მიჯნურთა შეებრალების: ესეცა იცი სიკვდილსა: თვით ეძებს არ ეკრძალების:

247. ვარ მიჯნური ხელი ვინმე: გაუძლებლად სულთა დგმისად: ჩემან მზემან გამომგზავნა: საძებარად ამა ყმისად: ღრუბელიცა ვერ მიხვდების: მე მისრულვარ სადა ვლისად: გული შენი მიპოვნია: მისი შენდა შენი მისად:

248. მისი სახე გულსა ჩემსა: ხატად ასრე გამოვხატე: მისთვის ხელმან გამოჭრილმან: ლხინი ჩემი ვაალქატე: ორისაგან ერთი მიყავ: ტყვე მყავ ანუ მააზატე: ან მაცოცხლე ანუ მამკალ: ჭირი ჭირსა მამიმატე:

249. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა: პირველისა უამესი: ეგე სიტყვა მოიგონე: დია რამე უკეთესი: წეღან საქმე მტერობისა: გულსა ჩემსა შთამოსთესი: აწ მოყვარე გიპოვნივარ: დისაგანცა უფრო დესი:

250. მაშა რადგან მიჯნურობა: შენად ღონედ მოიგონე: არ ეგების ამას იქით: თუმცა თავი არ გამონე: არ შენ მოგცე თავი ჩემი: დაგაბნიე დაგაღონე: შენთვის მოვკვდე ამისებრივ: მემცა საქმე რა ვიღონე:

251. აწ რაცა გითხრა თუ ამა: საქმესა დამორჩილდები: რასაცა ეძებ მიხვდები: უცილოდ არ ასცილდები: თუ არ მამისმენ ვერ ჰპოებ : რაზომმცა ცრემლსა მილდები: მოგხვდების მდურვა სოფლისა: მოჰკვდები გაცასწბილდები:

252. ყმამან უთხრა ეგე საქმე: ამას გავსო არა სხვასა: ორნი კაცნი მოდიოდეს: სადაურნი სადმე გზასა: უკანამან წინა ნახა: ჩავარდნილი შიგან ჭასა: ზედ მიადგა ჩაყიოდა: ტირს იზახის ვაგლახ ვასა:

253. ეგრე უთხრა ამხანაგო: იყავ მანდა მამიცადე: წავალ თოკთაამოვახვამ : მწადსო თუმცა ამოგზიდე: მას ქვეშეთსა გაეცინა : გაუკვირდა მეტად კიდე: შემოჰყივლა არ გელოდე: სად გაგექცე სად წავიდე:

254. აწ დაო შენთა ჴელისაა: ჩემი საბელი ყელისა: სხვად უღონოა უშენოდ: ჩემგან აპყრობა ხელისა: რასაცა მიზამ შენ იცი: შენ ხარ წამალი ხელისა: თვარა ვისმც ექმნა გორლითა: შეკვრა თავისა მრთელისა:

255. ქალმან უთხრა მამეწონა: ყმაო შენი ნაუბარი: ხარ უცილოდ კარგი ვინმე: მოყმე ბრძენთა საქებარი: ხარ ვინათგან აქანამდის: მაგა ჭირთა დამთმობარი: რაცა გითხრა მამისმინე: გიპოვნია საძებარი: