... (H-741), XIX ს.

138. საწოლს დაწვა ტირს მტირალსა: ცრემლი ძნელად ეჴოცების: ვითა ვერხვი ქარისაგან: ირხევის და იკეცების: რა მილულნის სიახლევე: საყვარლისა ეოცების: შეკრთის დიდი დაიზახის: მით პატიჟი ეოცების:

139. მოშორვება საყვარლისა: მას შეჰქნოდა მისად ღაზოდ: ცრემლსა ვითა მარგალიტსა: სტირს ვარდისა დასანაზოდ: რა გათენდა შეეკაზმა: მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ: ცხენსა შეჯდა გაემართა: დარბაზს მივა სადარბაზოდ:

140. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა: მართ მისგან შენარონია: შესთვალა გკადრებ მეფეო: მე ესე გამიგონია: ყოველი პირი მიწისა: თქვენ ხლმითა დაგიმონია: აწ თუ სჯობს ესე ანბავი: ცნან რაცა გარემონია:

141. მე წავიდე მოვიარო: ვილაშქრო და ვინაპირო: თინათინის ხელმწიფობა: მტერთა თქვენთა გულსა ვგმირო: მორჩილ ქმნილი გავახარო: ურჩი ყველა ავატირო: ძღვენნი გკადრნე ზედა ზედა: არ სალამი დავაძვირო:

142. მეფესა ეთქვა ამისი: დიადი მადრიელობა: უბრძანა ლომო არა გჭირს: შენ ომთა გამდრეკელობა: აწ მაგა შენსა თათბირსა: გავსო შენივე ქველობა: წა მაგრა მამხვდეს რაღა ვქნა თუ სიშორისა გრძელობა:

143. ყმა შევიდა თაყუანისცა: მადლი რამე მოახსენა: ხელმწიფეო მიკვირს ქება: რად იკადრეთ ჩემი თქვენა: აწ ნუთუ კვლავ სიშორი: სა ღ~თნ ბნელი გამითენა: პირი თქვენი მხიარული: მხიარულსა კვლავ მიჩვენა:

144. მეფე ხელსა მოეკიდა: გარდაჰკოცნა ვითა შვილი: სხვა მათებრი არ ყოფილა: არ გამზრდელი არ გაზრდილი: ყმა ადგა და წამოვიდა: მას დღე მათი ჩანს გაყრილი: როსტან მისთვის აატირა: გონიერი გული ტკბილი:

145. გამოემართა ავთანდილ: მოყმე მხნე ლაღად მავალი: ოც დღე იარა ღამესა: დღე ზედა წართო მრავალი: იგია ლხინი სოფლისა: იგია ნივთი და ვალი: არ მისცილდები თინათინ: მისი მას ვისგან სწვავალი:

146. რა მოვიდა სიხარული: შიგან გახდა სამეფოსა: მოეგებნეს დიდებულნი: ძღვენსა სძღვნიდენ იეფოსა: იგი პირ მზე არ მოსცდების: სიარულსა სასწრაფოსა: მიხვდეს მყოფნი მას წინაშე: სიხარულსა სადაფოსა:

147. ქალაქი ჰქონდა მაგარი: საზაროდ სანაპიროსა: გარეთ კლდე იყო გიამბობ: ზღუდესა უქვიტკიროსა: ყმამან მუნ დაჰყო სამი დღე: ამოსა სანადიროსა: გაზრდილი მისი შერმადინ: დაისვა სავაზიროსა:

148. ესეა მონა შერმადინ: ზემოცა სახელდებული: თანა შეზრდილი ერთგული: და მისთვის თავ დადებული: მან არ იცოდა აქამდის: მის ყმისა ცეცხლი დებული: აწ გაუცხადა სიტყვები: მის მზისა იმედებული:

149. უბრძანა აჰა შერმადინ: ამად მე შენგან მრცხვენიან: ჩემნი საქმენი ყველანი: გცოდნიან გაგივლენიან: მაგრა არ იცი აქამდის: რანიცა ცრემლნი მდენიან: მე ვისგან მქონდეს პატიჯნი: აწ მასვე მოულხენიან:

150. მიბრძანა მიცან ანბავი: მის ყმისა დაკარგულისა: მოხვიდე სრულ ვქმნა მაშინღა: შენი წადილი გულისა: ქმარი არ მინდა უშენო: მამხვდეს ხისა რგულისა: მამცა წამალი გულისა: აქამდის დადაგულისა:

151. პირველ ყმა ვარ წასვლა მინდა: პატრონისა სამსახურად: ხამს მეფეთა ერთგულობა: ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად: მერმე ცეცხლი დაუვსია: აღარა მწვავს გულსა მურად: ხამს თუ კაცი არ შეუდრკეს: ჭირსა მიჴუდეს მამაცურად:

152. ვართ უმოყვრესნი მე და შენ: ყოველთა პატრონ ყმათასა: ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად: თავადად სხვათა სპათასა: ამისთვის გნუკავ სმენასა: შენ ამა ჩემთა ჴმათასა: ამა საქმესა ვერა ვიქ: მე განდობასა სხვათასა:

153. ლაშქართა და დიდებულთა: ალაშქრებდი ნაპირობდი: დარბაზს კაცსა გაგზავნიდი: და ამბავსა მათსა სცნობდი: წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ: უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი: აქა სადმე არ ყოფასა: ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი:

154. ლაშქრობა და ნადირობა: შენი ჩემსა დაასახე: აქათ სამ წელ მამიცადე: ხვაშიადი შემინახე: მე ნუთუმცა შემოვბრუნდე: ალვა ჩემი არ დაჭნა ხე: არ მოვბრუნდე მამიგლოვე: მიტირე და მივაგლახე:

155. მაშინღა ჰკადრე მეფესა: არ საქმე სასურვალია: აცნობე ჩემი სიკვდილი: იყავ მართ ვითა მთვრალია: მიხვდა თქო საქმე რომელი: ყოვლთათვის გარდუვალია: გლახაკთა მიეც საჭურჭლე: ოქრო ვერცხლი და რვალია:

156. მაშინ უფრო მომეხმარე: ამისგანცა უფრო მჴნედრე: ნუთუ ადრე დამივიწყო: მახსენებდი ზედა ზედრე: მეტად კარგად დამიურვე: სული ჩემი შეივედრე: ზრდანი ჩემნი მოიგონე: გული შენი მოიმდედრე:

157. რა მონამან მოისმინა: გაუკვირდა შეეზარა: თვალთათ ვითა მარგალიტი: ცხელი ცრემლი გარდმოყარა: მოახსენა უშენომან: გულმან რამცა გაიხარა: ვიცი რომე არ დასდგები: მაგას გიშლი ამად არა: