... (H-741), XIX ს.

296. ტარიელ უთხრა მე შენი: გული აწ მემჴურვალების: მიკვირს თუ ნაცვლად მაგისად: შენ ჩემი რა გევალების: მაგრა წესია მიჯნური: მიჯნურსა შეებრალების: შენ საყვარელსა გაგყარო: ესე რად გენაცვალების:

297. წამოსრულხარ ჩემად ძებნად: პატრონისა სამსახურად: ღ~თნ ქნა და გიპოვნივარ: შენცა ცდილხარ მამაცურად: მაგრა ჩემსა რა გიანბობს: გამოჭრილვარ ასრე თუ რად: მე თუ ვიტყვი დამწვავს ცეცხლი: ცხელი შემიქს ალად მურად:

298. ამას დაყმუნდა ტარიელ: დამწვარი დავალებული: ასმათს უბრძანა მას აქეთ: შენ ხარ ჩემთანა ხლებული: რად არა იცი უწამლო: არს ლები ესე ლებული: კვლავ ესე ყმა მწვავს მტირალი: ცრემლითა დავალებული:

299. კაცმან ვით ჰპოოს ღ~თისაგან: რაცა არ დანაბადია: მით გული ჩემი სახმილმან: აწ ასრე დანაბა დია: კვლავ გზასა მიკრავს მიჭირავს: მითქს ბადე დანაბადია: აწ ნაცვლად ხელისა ლხინისა: ჩალა მაქვს და ნაბადია:

300. მაგრა ღ~თნ მოწყალემან: მით ცნობითა ერთი მზითა: ორი მისი მოწყალება: დღესცა მამცა ამა გზითა: პირველ შეჰყრის მოყვარულთა: ჩემით რათმე მიზეზითა: კვლავ ნუთუმცა სრულად დამწვა: ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა:

301. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან: ძმა ანუ თუ დაცა იდოს: ხამსო მისთვის სიკვდილსა და: ჭირსა თავი არ დარიდოს: ღ~თნ ერთი რად აცხოვნოს: თუ მეორე არ წაწყმიდოს: შენ ისმენდი მე გიამბობ: რაღა გინდა წამეკიდოს:

302. ასმათს უთხრა მოდი მოჯე: თანა წყალი მომიტანე: დაბნედილსა მაპკურებდი: გული მითა გარდამბანე: მკვდარი მნახო დამიტირე: სულთქნა გაათანისთანე: მე სამარე გამითხარე: აქა მიწა მიაკვანე:

303. ღილ ჩახსნილი საამბობლად: დაჯდა მხარნი ამოყარნა: ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით: დიდხან შუქნი არ ადარნა: ვერ გაახვნა სასაუბროდ: მან ბაგენი გაამყარნა: მერმე სულთქნა დაიძახა: ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა:

304. მოთქვამს ჰაი საყვარელო: ჩემო ჩემთვის დაკარგულო: იმედო და სოცოცხლეო: გონებაო სულო გულო: ვინ მოგკვეთა არა ვიცი: ხეო ედემს დანერგულო: ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა: გულო ასჯერ დადაგულო:

ტარიელისაგან თავის ანბის ნბობა ოდეს ავთანდილს უამბო პირველი:

305. ისმენდი მიეც გონება: ჩემთა ამბავთა სმენასა: საუბართა და საქმეთა: ვითა ძლივ ვათქმევ ენასა: იგი ვინ ხელმქნა მოველი: მისგან აროდეს ლხენასა: ვისგან შეუცავ სევდასა: სისხლისა ღვართა დენასა:

306. ინდოეთს შვიდთა მეფეთა: ყოვლი კაცი ხართ მცნობელი: ექვსი სამეფო ფარსადანს: ჰქონდა თვით იყო მფლობელი: უხვი მდიდარი უკადრი: მეფეთა ზედა მფლობელი: ტანად ლომი და პირად მზე: ომად მძლე რაზმთა მწყობელი:

307. მამაჩემი ჯდა მეშვიდე: მეფე მებრძოლთა მზარავი: სარიდან ერქვა სახელი: მტერთა სრვად დაუფარავი: ვერვინ ჰკადრებდის წყენასა: ვერ ცხადი ვერცა მპარავი: ნადირობდის და იშვებდის: საწუთრო გაუმწარავი:

308. ხილვა მოსძულდა შეექნა: გულს კაეშანთა ჯარები: თქვა წამიღია მტერთაგან: ძლევით ნაპირთა არები: ყოვლგნით გამისხმან მორჭმით ვზი: მაქვს ზეიმი და ზარები: ბრძანა წავალ და მეფესა: ფარსადანს შევეწყნარები:

309. ფარსადანს წინა დაასკვნა: გაგზავნა მოციქულისა: შესთვალა შენ გაქვს მეფობა: ჰინდოეთისა სრულისა: აწ მე მწადს თქვენსა წინაშე: მეცა ვსცნა ძალი გულისა: სახელი დარჩეს ჩემისა: ერთგულად სამსახურისა:

310. ფარსადან შექნა ზეიმი: ამა ანბისა მცნობელმან: შესთვალა ღ~თსა მადლობა: შევსწირე ხმელთა მფლობელმან: რადგან ეგე ჰქმენ მეფემან: ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან: აწ მოდი ასრე პატივ გცე: ვითა ძმამან მშობელმან:

311. ერთი სამეფო საკარგყმო: უბოძა ამილბარობა: თვით ამირბარსა ინდოეთს: აქვს ამირსპასალარობა: მეფე რა დაჯდის არა სჭირს: ჴელისა მიუმცდარობა: სხვად პატრონია მართ ოდენ: არა აქვს კეისარობა:

312. თვით მეფემან მამაჩემი: დაიჭირა სწორად თავსა: თქვა ჩემებრი ამილბარი: ნაძლევი ვარ ვისცა ჰყავსა: ლაშქრობდის და ნადირობდის: აძლევდიან მტერნი ზავსა: მას არა ვგავ ასრე ვითა: მე სხვა კაცი არა მგავსა:

313. ძე არა ესვა მეფესა და: დედოფალსა მზისა დარსა: ჭმუნვა ჰქონდა ჟამი იყო: მით აეხვნეს სპანი ზარსა: ვაი კრული დღემცა იგი: მე მივეცი ამილბარსა: მეფემან თქვა შვილად გავზრდი: თვით ჩემივე გვარი არსა:

314. მეფემან და დედოფალმან: მიმიყვანეს შვილად მათად: საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა: ლაშქართა და ქვეყანათად: ბრძენთა მიმცეს სასწავლელად: ხელმწიფეთა ქცევა ქნათად: მოვიწიფე დავემსგავსე: მზესა თვალად ლომსა ნაკუთად: