... (H-741), XIX ს.

59. ადგეს სოგრატ და ავთანდილ: ტანითა მით კენარითა: თვითო აივსეს ჭიქები: მივლენ ქცევითა წყნარითა: წინა მიუსხდეს მუხლ მოყრით: პირითა მოცინარითა: ვეზირი ლაღობს ენითა: წყლიანად მოუბნარითა:

60. დაგიღრეჯია მეფეო: აღარ გიცინის პირიო: წახდა საჭურჭლე მართალ ხარ: თქვენი მძიმე და ძვირიო: ყველასა გასცემს ასული: თქვენი საბოძვარ ჴშირიო: ყოლამცა მეფედ ნუ დასვი: თავსა რად უგდე ჭირიო:

61. რა მეფემან მოისმინა: გაცინებით შემოხედნა: გაუკვირდა ვით მკადრაო: ან სიტყვანი ვით გაბედნა: კარგა ჰქენო დაუმადლა: ბრძანებანი უიმედნა: ჩემი ძრახვა სიძუნწისა: ტყუვის ვინცა დაიყბედნა:

62. ეგე არ მიმძიმს ვეზირო: ესეა რომე მწყენია: სიბერე მახლავს დავლიე: სიყმაწვილისა დღენია: კაცი არ არის სითკენცა: საბრძენებელი ჩვენია: რომე მას ჩემგან ესწავლნეს: სამამაცონი ზნენია:

63. ერთია მიზის ასული: ნაზარდი სათუთობითა: ღ~თმან არ მომცა ყმა შვილი: ვარ საწუთროსა თმობითა: ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად: ანუ კვლავ ბურთობითა: ცოტასა შემწევს ავთანდილ: ჩემგანვე განაზარდობითა:

64. ყმა მეფისა ბრძანებასა: ლაღი წყნარად მოისმენდა: თავ მოდრეკით გაიღიმნა: გაცინება დაუშვენდა: თეთრთა კბილთათ გამომაკრთალთა: შუქსა ველთა მოაფენდა: მეფე ჰკითხავს რას იცინი: ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა:

65. კვლავ უბრძანა თავსა ჩემსა: რას იცინი რას დამგმეო: ყმამან ჰკადრა მოგახსენებ: და ფარმანი მიბოძეო: რაცა გკადრო არ გეწყინოს: არ გარისხდე არ გასწყრეო: არ გამხადო კადნიერად: არ ამიკლო ამაზეო:

66. უბრძანა რამცა ვიწყინე: თქმა შენგან საწყინარისა: ფიცა მზე თინათინისა: მის მზისა მოწუნარისა: ავთანდილ იტყვის დავიწყო: კადრება საუბარისა: ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა: თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა:

67. მიწაცა თქვენი ავთანდილ: თქვენს წინა მშვილდოსანია: ნაძლევი დავდვათ მოვასხნეთ: მოწმად თქვენივე სპანია: მოასპარეზედ ვინ მგავსო: ცუდიღა უკუთქმანია: გარდამწყვეტელი მისიცა: ბურთი და მაედანია:

68. მე არ შეგარჩენ თქვენ ჩემსა: მაგისსა დაცილებასა: ბრძანე ვისროლოთ ნუ იქო: შედრეკილობა კლებასა: კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ: მოწმად ჩვენთანა ხლებასა: მერმე გამოჩნდეს მოედანს: ვისძი უთხრობდენ ქებასა:

69. ავთანდილცა დამორჩილდა: საუბარი გარდაწყვიდეს: იცინობდეს ყმაწვილობდეს: საყვარლად და კარგად ზმიდეს: ნაძლევიცა გააჩინეს: ამა პირსა დაასკვნიდეს: ვინცა იყოს უარესი: თავ შიშველი სამ დღე ვლიდეს:

70. კვლავ ბრძანეს მონა თორმეტი: შევსხათ ჩვენთანა მარებლად: თორმეტი ჩემად ისრისა: მომრთმევლად მოსახმარებლად: ერთაი შენი შერმადინ: არს მათად დასადარებლად: ნასროლ ნაკრავსა სთვალვიდენ: უტყუვრად მიუმცდარებლად:

71. მონადირეთა უბრძანა: მინდორნი მოიარენით: დაცევით ჯოგი მრავალი: თავნი ამისთვის არენით: ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: მოდით და მოიჯარენით: გაჰყარეს სმა და ნადიმი: მუნ ამაოდ გავიხარენით:

72. დილასა ადრე მოვიდა: იგი ნაზარდი სოსანი: ძოწეულითა მოსილი: პირად ბროლ ბალახჩოსანი: პირს ოქრო რიდე ეხვია: შვენოდა ქარქაშოსანი: მეფესა გასლვად აწვევდა: მოდგა თეთრ ტაიჭოსანი:

73. შეეკაზმა მეფე შეჯდა: ნადირობას გამოვიდეს: მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს: ალყად გარე შემოჰკროდეს: ზეიმი და ზარი იყო: სპანი ველთა დაჰფარვიდეს: ნაძლევისა მათისათვის: ისროდეს და ერთგან სრვიდეს:

74. უბრძანა მონა თორმეტი: მოდით ჩვენთანა ვლიდითა: მშვილდსა ფიცხელსა მოგუცემდით: ისარსა მოგვართმიდითა: ნაკრავსა შეადარებდით: ნასროლსა დასთვალვიდითა: დაიწყო მოსულა ნადირმან: ყოვლთა მინდორთა კიდითა:

75. მოვიდა ჯოგი ნადირთა: ანგარიშ მიუწთომელი: ირემი თხა და კანჯარი: ქურციკი მაღლა მხლტომელი: მას პატრონ ყმანი გაუხდეს: ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი: აჰა მშვილდი და ისარი: და მკლავი დაუშრომელი:

76. ცხენთა მათთა ნატერფალნი: მზესა შუქთა წაუხმიდეს: მიხოცდეს და მიესროდეს: მინდორს სისხლთა მიასხმიდეს: რა ისარი დაელივნის: მონანი ყე მოართმიდეს: მხეცნი მათგან დაკოდილნი: წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს:

77. იგი ველი გაირბინეს: ჯოგი წინა შემოისხეს: დახოცეს და ამოწყვიტეს: ცათა ღ~თი შეარისხეს: ველნი წითლად შეეღებნეს: ნადირთაგან სისხლი ისხეს: ავთანდილის შემხედველთა: გავს ალვაა ედემს ისხეს:

78. იგი მინდორი დალივეს: მართ მათგან განარბენია: მინდორსა იქით წყალი დის: და წყლისა პირსა კლდენია: ნადირნი ტყესა შეესწრეს: სადა ვერა რბის ცხენია: იგი მაშვრალნი ორნივე: მოსწყდეს რაზომცა მჴნენია: