... (H-741), XIX ს.

196. ავთანდილ მიდგა ეუბნა: მათ კაცთა გულ მდუღარეთა: მათ უთხრეს მათი ანბავი: ტირილით მოუბარეთა: ჩვენ ვართო ძმანი სამნივე: მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა: დიდი გვაქვს ციხე ქალაქი: ხატაეთს არე მარეთა:

197. კარგი გვესმა სანადირო: ნადირობას წამოვედით: გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი: წყლისა პირსა გარდავხედით: სანადირო მოგვეწონა: თვესა ერთსა არ წავედით: ვხოცეთ მხეცი უსაზომო: მინდორით და მთით და ქედით:

198. ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა: მესროლნი დავაწბილენით: მით ერთმანერთსა სამნივე: ჩვენ კიდე დავეცილენით: მე უკეთ მოვკლავ მე გჯობო: სიტყვანი ვავაქილენით: ვერ გავაჩინეთ მართალი: ვისარჩლეთ ვითაკილენით:

199. დღეს ავყარენით ლაშქარნი: სავსენი ირმის ტყავითა: ვთქვით გავაჩინოთ მართალი: ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა: თავსა ვახელებთ მარტონი: დავდგეთ თავისა თავითა: თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ: ნუ ვესვრით დამნახავითა:

200. ჩვენ ვიახლენით სამთავე: სამნივე მეაბჯრენია: ლაშქართა წასვლა უბრძანეთ: მით არას მოაზრენია: მოვინადირეთ მინდორი: ისი ტყენი და ღრენია: დავხოცეთ მხეცნი ფრინველი: რაც ზედა გარდაგვფრენია:

201. ანაზდად მოყმე გამოჩნდა: კუშტი პირ გამქუშავია: ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა: მერანი რამე შავია: თავსა და ტანსა ემოსა: გარე თმა ვეფხის ტყავია: ჯერ მისი მსგავსი შვენება: კაცთაგან უნახავია:

202. უჭურიტეთ მისთა ელვათა: შუქნი ძლივ გავიცადენით: ვთქვით თუ მზეაო ქვეყნად: ნუ ვეუბნებით ცად ენით: მისი მოგვინდა შეპყრობა: ვკადრეთ და შევეცადენით: ასრე სულთქმით და ვაებით: მით ვართ ცრემლისა დადენით:

203. მე უხუცესმან უმცროსსა: კაცი დავსთხოვე ქენებით: ჩემმა შედეგმან ტაიჭი: მისი მით აქო ხსენებით: ამან მართ ოდენ მორევნა: გვითხრა უალეთ ჩვენებით: მივმართეთ იგი აგრევე: წყნარად მივა და შვენებით:

204. ბროლმან ლალსა გარეულმან: ვარდნი თხელნი ანატიფნა: იგი ტკბილნი გონებანი: ჩვენთვის მეტად გაამყიფნა: არ აგვიხვნა არცა დაგვსხნა: ყოლე არად ამოგვკრიფნა: მისნი მკვახედ მოუბარნი: მათრახითა დაგვამწიფნა:

205. უმცროსსა ძმასა მივეცით: უფროსსა დავეზიდენით: ხელი მოჰკიდა დადეგო: ესეცა ჰკადრა კიდ ენით: მან ხრმალსა ჴელი არ მიჰყო: ჩვენ ამად დავერიდენით: თავსა გარდაჰკრა მათრახი: ვნახეთ სისხლისა კი დენით:

206. მით ერთითა მათრახითა: თავი ასრე გარდაჰფრიწა: ვითა მკუდარი უსულო ჰქმნა: ვითა მიწა დაამიწა: მისი რასმე მკადრებელი: მოამდაბლა მოამიწა: თვალთა წინა წაგვივიდა: ლაღი კუშტი ამაყი წა:

207. აღარ დაბრუნდა წავიდა: წყნარად და აუჩქარებლად: აგერა მივა ნახეო: იგი მზეებრ და მთვარებლად: შორს უჩვენებდეს ავთანდილს: მტირალნი გაუხარებლად: ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი: მისი მის მზისა მარებლად:

208. აჰა მიხვდა ავთანდილსა: ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა: რადგან ცუდად არ წაუხდა: მას ეზომი გარეთ ყოვნა: კაცსა მიხვდეს საწადელი: რას ეძებდეს მისი პოვნა: მაშინ მისგან აღარა ჴამს: გარდასრულთა ჭირთა ჴსოვნა:

209. უთხრა თუ ძმანო ვარ ვინმე: ღარიბი უადგილოსა: მე იმა ყმისა საძებრად: მოვშორდი საგაზრდილოსა: აწ თქვენგან მივხვდი საქმესა: ყოლა არ საადვილოსა: ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს: თქვენსა დასაღრეჯილოსა:

210. ვითა მე მივხვდი წადილსა: ჩემის გულისა ნებასა: აგრემცა ღ~თი ნურას იქმს: ძმისა თქვენისა ვნებასა: უჩვენა მისი სადგომი: მიდითო იქს ნება ნებასა: ჩრდილსა გარდასვით მაშურალნი: მიეცით მოსვენებასა:

211. ესე უთხრა და წავიდა: ცხენი გაქუსლა დეზითა: ვითა გავაზი გაფრინდა: არ გაშვებული ხეზითა: ან მთვარე მზისა შემყრელი: მზე სინათლითა ზეზითა: დაივსო ცეცხლი შემწველი: მისითა მან მიზეზითა:

212. მიეწურა იგონებდა: ახლოს შეყრა ვითა აგოს: საუბარმან უმეცარმან: შმაგი უფრო გააშმაგოს: ხამს თუ კაცმან გონიერმან: ძნელი საქმე გამოაგოს: არ სიწყნარე გონებისა: მოიძულოს მოიძაგოს:

213. რადგან ისი არის სადმე: უცნობოდ და ისრე რეტად: რომე კაცსა არ მიუშვებს: საუბრად და მისად ჭვრეტად: მივეწევი შევიყრებით: ერთმანერთის ცემა ჟლეტად: ანუ მამკლავ ანუ მოვკლავ: დავიკარგეთ მეტის მეტად:

214. ავთანდილ იტყვის ეზომი: ჭირნიმცა რად ვაცუდენი: რაცაღა არის არა არს: თუმცა არ ედგნეს ბუდენი: სადაცა მივა მივიდეს: რამცა მოვლიდეს ზღუდენი: მუნითგან ვძებნნე ღონენი: ჩემნი არ დასამრუდენი:

215. წინა უკანა იარეს: ორნი დღენი და ღამენი: დღისით და ღამით მაშვრალნი: არ შეჭამადთა მჭამელნი: არსადა ხანი არ დაჰყვეს: ერთნი თვალისა წამენი: მათ თვალთა ცრემლნი სდიოდა: მინდორთა მოსალამენი: