... (H-741), XIX ს.

276. მან უბრძანა თუ მაჩვენებ: ვნახავ დიდად გავიხარებ: სიყვარულმან მისმან ვისთვის: ხელი მინდორს თავსა ვარებ: არას უზამ უგემურსა: არათ ოდეს გავამწარებ: რაცა ჩემგან იამების: ვაამებ და შევიყვარებ:

277. ქალი ადგა და წავიდა: მის ყმისა მოსაყვანებლად: არ ეწყინაო უანბობს: არს მისად მაგულვანებლად: ხელი მოჰკიდა მოჰყვანდა: ვით მთვარე მოსავანებლად: იგი რა ნახა ტარიელ: თქვა მზისა დასადარებლად:

278. გამოეგება ტარიელ: მართებს ორთავე მზე დარად: ანუ ცით მთვარე უღრუბლოდ: შუქთა მოფენდეს ქვე ბარად: რომე მათთანა ალვისა: ხეცა ვარგიყოს ხედ არად: ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა: სხვადმცა რისა ვჰთქვი მე დარად:

279. მათ აკოცეს ერთმანერთსა: უცხოობით არ დარიდეს: ვარდსა ხლეჩდეს ბაგეთაგან: კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს: ყელი ყელსა გადააჭუდეს: ერთმანერთსა აუტირდეს: ქარვად შეჰქმნეს იაგუნდი: მათნი თუცა ლალად ღირდეს:

280. მობრუნდა ყმამან ავთანდილს: ხელი შეუპყრა ხელითა: ერთგან დასხდეს და იტირეს: დიდხან ცრემლითა ცხელითა: ასმათი სულსა უღებდა: სიტყვითა საკვირველითა: თავთა ნუ დახოცთ ნუ ბნელ იქთ: მზესა თქვენისა ბნელითა:

281. ტარიელის ვარდი იყო: დათრთვილული არ დაზრული: ყმასა უთხრა მესწრაფების: მითხარ შენი დაფარული: ვინ ხარ ანუ სით მოსულხარ: სადაური სით მოსრული: მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ: ვარ მისგანცა გაწირული:

282. ავთანდილ გასცა პასუხი: სიტყვები ლამაზებია: ლომო და გმირო ტარიელ: ვის თავი გინაზებია: მე ვარ არაბი არაბეთს: არს ჩემი დარბაზებია: მიჯნურობითა დამწვარვარ: ცეცხლი უშრეტი მგზებია:

283. მე პატრონისა ჩემისა: ასული შემყვარებია: თვით მეფედ მათად მას ხედვენ: მონები მკლავ მაგრებია: თუმცა არ მიცნობ გინახავ: თავი ვით გიაზრებია: გახსოვსცა ოდეს დახოცე: მონები მკლავ მაგრებია:

284. შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი: ჩვენ ზედა გარდგეკიდენით: პატრონი ჩემი გაგიწყრა: ჩვენ ხაფად წაგეკიდენით: გიხმეთ არ მოხველ ლაშქარნი: უკანა გამოგკიდენით: შენ ველნი წითლად შეღებენ: სრულად სისხლისა კი დენით:

285. ყველაკასა მათრახითა: თავი უხრმლოდ გარდაკვეთეთ: მეფე შეჯდა დაგვეკარგე: კვალი შენი ვერ მოვჰკვეთე: ვითა ქაჯი დაიმალე: მონებიცა დავაფეთეთ: ამან უფრო დაგვაშმაგა: თავი სრულად გავაშეთეთ:

286. ჭმუნვა შეექმნა თქვენც იცით: ჴელმწიფე ნებიერია: მოგნახეს გძებნეს ყოველგან: მათ რუკა დაუწერია: ვერ ნახეს შენი ნახული: ვერცა ყმა ვერცა ბერია: აწ გამომგზავნა რომელსა: ვერ მზე გავს ვერ ეთერია:

287. მიბრძანა მიცან ანბავი: მის მზისა წარჴდომილისა: მაშინ ვარ მქმნელი საქმისა: მის შენგან მონდომილისა: სამ წლამდის მითხრა დადენა: უმისოდ ცრემლთა მილისა: არ გიკვირს გავძელ ვერ ჭვრეტა: მისისა მე ღიმილისა:

288. აქანამდის მნახავიცა: კაცი შენი არ მენახა: ქურდნი ვნახენ რომე თქვენთვის: სიტყვა რამე გაემკვახა: მათრახითა ჩამოგეგდო: ერთი მკვდართა დაგესახა: მათ მასწავლეს ძმა რომელსა: სულ მობრძავი სამე გლახა:

289. ტარიელსცა მოახსენა: ომი მათი მაშინდელი: იტყვის მახსოვს ეგე საქმე: თუცა არის ადრინდელი: ერთგან გნახენ ნადირობას: შენ და შენი მე გამზრდელი: მით ვტიროდი მამეგონა: მე გლახ ჩემი წამწყმედელი:

290. რას მაქნევდით რა გინდოდათ: ერთმანერთსა რითა ვგვანდით: თქვენ მორჭმულნი თამაშობდით: ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით: რა მონანი მამწიენით: შესაპყრობლად დაგულვანდით: ვეჭოვ რომ ჩემად ნაცვლად: თანა მკვდართა მიიტანდით:

291. მოვიხედე მომეწია: რა პატრონი შენი ვნახე: ჴელმწიფობით შემებრალნეს: ამად ხელი არ შევახე: თვალთა წინა გამოვექეც: მეტი არა შევუზრახე: ჩემი ცხენი უჩინოსა: ჰგავს და სხვამცა რად ვასახე:

292. კაცმან ვერ ასწრას თვალისა: დაწამწამება დაფახვა : მას გავექცევი ვისგანცა: ჩემი არას ვსცნა ამება: მათ თურქთა მიღმა გამეგო: მე არას არ შეწამება: ავად შვენოდა მორევნა: და ჩემი დათამამება:

293. აწ ვაშად მოხველ მიამა: ნახვა შენისა პირისა: ტანად სარო და პირად მზე: მამაცად მსგავსი გმირისა: მაგრა გარჯილხარ არა ხარ: გარდაუხდელი ჭირისა: ძნელია პოვნა კაცისა: ღვთივ ზეცით განაწირისა:

294. ავთანდილ უთხრა ვით მაქებ: საქები ბრძენთა ენისა: მაგისად ნაცვლად რამცა ვიყავ: ღირსი ქებისა თქვენისა: სახე ხარ მზისა ერთისა: ზეცით მნათისა ზენისა: რადგან ვერ შეგცვლის პატიჟი: ეგზომთა ცრემლთა დენისა:

295. ამა დღემან დამავიწყა: გული ჩემი ვინ დაბინდა: დამიგდია სამსახური: იგი იქმნას რაცა გინდა: იაგუნდი ეგრეცა სჯობს: ათასჯერმცა მინა მინდა: შენ გეახლო სიკვდილამდე: ამის მეტი არა მინდა: