... (H-3061), XVIII ს.

157. მაშინღა: ჰკადრე: მეფესა: არ: საქმე: სასურვალია჻ აცნობე: ჩემი: სიკვდილი: იყავ: მართ: ვითა: მთვრალია჻ მიხუდათქო: საქმე: რომელი: ყოვლთათვის: გარდუვალია჻ გლახაკთა: მიეც საჭურჭლე: ოქრო: ვერცხლი: და: თვალია჻

158. მაშინ: უფრო: მამეჴმარე: ამისგანცა: უფრო: მჴედრე჻ ნუთუ: ადრე: დამივიწყო: მახსენებდი: ზედაზედრე჻ მეტად: კარგად: დამიურვე: სული: ჩემი: შეივედრე჻ ზრდანი: ჩემნი: მოიგონენ: გული: შენი: მოიმდედრე჻

159. რა: მონამან: მოისმინა: გაუკვირდა: შეეზარა჻ თვალთათ: ვითა: მარგალიტი: ცხელი: ცრემლი: გარდმოყარა჻ მოახსენა: უშენომან: გულმან: რამცა: გაიხარა჻ ვიცი: რომე: არ: დასდგები: მაგას: გიშლი: ამად: არა჻

160. განა ქნა: ლომმან: იმედი: დაგედვას: რაცა: მისადა჻ მეფისა: ცამდის: მაღლისა: მზისაცა: უფრო: ზისადა჻ უთქუენოდ: მყოფი: არ: ვარგვარ: არცა: თუ: აქა: ვზი: სადა჻ მარტოსა: თავი: რად დაგიც: სავალად: მაგა: გზისადა჻

161. ჩემად: ნაცვლად: დაგაგდებო: ესე: სიტყუა: რად მიბრძანე჻ რა: გვარა: ვქნა: პატრონობა: რამც: გიფერე: რამც: გაგვანე჻ შენ: მარტოსა: გიგონებდე: მემცა: მიწა: ვიაკვანე჻ სჯობს: ორნივე: გავიპარნეთ: წამოგყვები: წამიტანე჻

162. ყმამან: უთხრა: მამისმინე: მართლად: გითხრობ: არა: ჭრელად჻ რა: მიჯნური: ველთა: რბოდეს: მარტო: უნდა: გასაჭრელად჻ მარგალიტი: აღარ: მოხუდეს: უსასყიდლოდ: უვაჭრელად჻ კაცი: ცრუ: და: მოღალატე: ჴამს: ლახვრისა: დასაჭრელად჻

163. მისი: ცეცხლი: გულსა: ჩემსა: დამწველი: და: მედებია჻ მას: ერთსაცა: ვერ: გაუტეხ: რაცა: მიიმედებია჻ შენგან: კიდე: არა: მივის: ძმები: არცა: მე: დებია჻ იმოქმედე: დღეთა: შენთა: რაცა: გიმოქმედებია჻

164. ვისმცა: უთხარ: ხვაშიადი: შენგან: კიდე: არვინ: ვარგა჻ უშენოსა: პატრონობა: ვის: მივანდო: ვინ: იქს კარგა჻ სანაპირო: გაამაგრე: მტერმან: ახლოს: ვერ: იბარგა჻ კვლა: ნუთუმცა: შემოვიქცე: ღმერთმან: სრულად: არ: დამკარგა჻

165. ფათერაკი: სწორად: მოჰკლავს: ერთი: იყოს: თუნდა: ასი჻ მარტოობა: ვერას: მიზამს: მცავს: თუ: ცისა: ძალთა: დასი჻ აქათ: სამ: წელ: არ: მოვიდე: მაშინ: გმართებს: გლოვა: ფლასი჻ წიგნსა: მოგცემ: გმორჩილობდეს: ვინცა: იყოს: ჩემი: ხასი჻

აქა წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა჻

166. დაწერა: თუ: ჩემნო: ყმანო: გამზრდელნო: და: ზოგნო: ზრდილნო჻ ერთგულნო: და: მისანდონო: ამაზედან გამოცდილნო჻ თქუენ: ჩემისა: საწადლისა: მიდგომილნო: ვითა: ჩრდილნო჻ წიგნი: ჩემი: მოისმინეთ: ყოვლნო: ერთგან: შემოხდილნო჻

167. მიწაცა: თქუენი: ავთანდილ: ისმინეთ: გიწერ: მე: რასა჻ თვით: ვიქ: ჴელითა: ჩემითა: ამა: წიგნისა: წერასა჻ ცოტასა: ხანსა: ვარჩივე: გაჭრა: სმასა: და: მღერასა჻ პურად: და: საჭმლად: მივენდე: ჩემსა: მშვილდსა: და: ცერასა჻

168. საქმე: რამე: მიც: თავისა: ზე: სადმე: გარდსახვეწელი჻ დავჰყო: მარტო: და: ღარიბად: ესე: წლეული: მე: წელი჻ გემუდარები: ამისთვის: ვარ: თქუენი: შემამხვეწელი჻ მე: დამახვედროთ: სამეფო: მტერთაგან: დაულეწელი჻

169. მე: შერმადინ: დამიგდია: ჩემად: კერძად: პატრონობდეს჻ სიკუდილსა: და: სიცოცხლესა: სადამდისცა: ჩემსა: სცნობდეს჻ ყოვლთა: მზეებრ: მოგეფინოს: ვარდს: ზურიდეს არ: აჭკნობდეს჻ შემცოდესა: ყუელაკასა: ვითა: ცვილსა: დაადნობდეს჻

170. თქუენცა: იცით: გამიზრდია: ვითა: ძმა: და: ვითა: შვილი჻ ამას: ასრე მორჩილობდით: არის: ვითამც: ავთანდილი჻ ბუკსა: იკრას: აქნევინეთ: ყოვლი: საქმე: ჩემგან: ქნილი჻ მე: თუ: დრომდის: არ: მოვიდე: გლოვა: გმართებს: არ: სიცილი჻

171. ესე: წიგნი: დაასრულა: წყლიანმან: და: სიტყვანაზმა჻ წელთა: ოქრო: შემოირტყა: საღარიბოდ: მოეკაზმა჻ ბრძანა: მინდორს: შევჯდებიო: ლაშქარიცა: დაერაზმა჻ მასვე: წამსა: წამოვიდა: შინა: ხანი: არა: დაზმა჻

172. ბრძანა: წადით: ყველაკაი: აქა: მომჴრედ: არვინ: მინა჻ მონებიცა: მოიშორვა: თავი: გაითავისწინა჻ მარტო: გარე: შემობრუნდა: შამბი: შიგან: გაირბინა჻ მიწყივ: მისად: საგონებლად: მისი: მკვლელი: თინათინა჻

173. იგი: ველი: გაირბინა: ლაშქართაგან: გაეკიდა჻ ვინმცა: ნახა: სულიერმან: ანუ: ვინმცა: გაეკიდა჻ ვის: მახვილი: ვერას: ავნებს: მისი: მკლავი: გაეკიდა მისგან: ტვირთი: კაეშნისა: ტვირთად: ვარგად: გაეკიდა჻

174. რა: ლაშქართა: ინადირეს: და: პატრონი: მოითვალეს჻ იგი: პირმზე: ვეღარ: პოვეს: პირი: მათი: იფერმკრთალეს჻ მათსა: დიდსა: სიხარულსა: სამძიმარი: ანაცვალეს჻ ყუელგან: რბოდეს: საძებარად: ვინცა: იყო: უცხენმალეს჻

175. ღმერთი: ლომო: შენად: ნაცვლად: სხვასა: ვისმცა: დანერგვიდეს჻ დარბოდეს: და: სხვაგნით: სხვათა: მოამბეთა: მოასხმიდეს჻ ვეღარა: ცნეს: მისი: საქმე: გაიარა: აქეთ: კიდეს჻ მისნი: სპანი: გულმოკლულნი: ცრემლსა: ცხელსა: გარდმოჰყრიდეს჻