... (H-3061), XVIII ს.

97. რა: ცნა: მეფე: მოვიდაო: ჰკრა: მათრაჴი: მისსა: ცხენსა჻ მასვე: წამსა: დაიკარგა: არ: უნახავს: თვალსა: ჩუენსა ჰგვანდა: ქუჱსკნელს: ჩაძრომილსა: ანუ: ზეცად: ანაფრენსა჻ ეძებდეს: და: ვერ: ჰპოებდეს: კვალსა: მისგან: წანარბენსა჻

98. კვალი: ძებნეს: და: უკვირდათ: ვერ: პოვნა: ნაკვალევისა჻ აგრე: კვალწმიდად: წაჴდომა: კაცისა: ვითა: დევისა჻ ლაშქარნი: მკვდართა: ტიროდეს: სწრაფა: აქვთ: წყლულთა: ხევისა჻ მეფემან: ბრძანა: ვნახეო: მიზეზი: ლხინთა: ლევისა჻

99. ბრძანა: ღმერთსა: მოეწყინა: აქანამდის: ჩემი: შვება჻ ამად: მიყო: სიამისა: სიმწარითა: დანაღულება჻ სიკვდილამდის: დამაწყლულა: ვერვის: ძალუც: განკურნება჻ მასვე: მადლი: ესე: იყო: წადილი: და: მისი: ნება჻

100. ესე: თქვა: და: შემობრუნდა: დაღრეჯილი: წამოვიდა჻ არცაღა: ჰკრა: ასპარეზსა: ვამი: ვამსა: მოურთვიდა჻ ყუელაკაი: მოიშალა: სადაცა: ვინ: მჴეცთა: სრვიდა჻ ზოგთა: თქვეს: თუ: მართალია: ზოგი: ღმერთო: უზრახვიდა჻

101. მეფე: საწოლს: შემოვიდა: სევდიანი: დაღრეჯილი჻ მისგან: კიდევ: არვინ: შეჰყუა: ავთანდილ: უჩნს: ვითა: შვილი჻ ყუელაკაი: გაიყარა: ჯალაბი: ჩანს: არ: დაჯრილი჻ გაბედითდა: სიხარული: ჩაღანა: და: ჩანგი: ტკბილი჻

102. თინათინს: ესმა: მამისა: ეგეთი: დაღრეჯილობა჻ ადგა: და: კარსა: მივიდა: ჰქონდა: მზისაცა: ცილობა჻ მოლარე იჴმო: უბრძანა: ძილია: თუ: უძილობა჻ მან: მოახსენა: დაღრეჯით: ზის: სჭირსო: ფერ შეცვლილობა჻

103. ერთიღა: ახლავს: ავთანდილ: წინაშე: უზის: სკამითა჻ უცხო: ყმა: ვინმე: უნახავს: ასრე: დაღრეჯით: ამითა჻ თინათინ: ბრძანა: აწ: წავალ: შესლვა: არ: ჩემგან: ჟამითა჻ მიკითხოს: ჰკადრე: იყოთქო: აქა: ერთისა: წამითა჻

104. ხანი: გამოჰჴდა: იკითხა: ნეტარ: რასა: იქს: ქალიო჻ ჩემი: ლხინი: და: ჯავარი: ჩემი: სოფლისა: წყალიო჻ მოლარე: ჰკადრებს: მოვიდა: აწაღა: ფერნამკრთალიო჻ დაღრეჯით: გცნა: და: მიბრუნდა: წინაშე: მომავალიო჻

105. უბრძანა: თუ: წადი: უჴმე: უმისობა: ვით: გავსძლეო჻ მოახსენე: რად: დაბრუნდი: შენ: მამისა: სიცოცხლეო჻ მოდი: ჭმუნვა: გამიქარვე: გულსა: წყლულსა: მეწამლეო჻ გითხრა: ჩემი: სამიზეზო: მე: თუ: ლხინთა: რად: დავლეო჻

106. თინათინ: ადგა: მივიდა: მიჰყუა: მამისა: ნებასა჻ უგავს: პირისა: სინათლე: მთვარისა: მოვანებასა჻ მამამან: გვერდსა: დაისვა: აკოცებს ნებანებასა჻ უბრძანა: მახლავ: რად: არა: რად: მელი: მოყვანებასა჻

107. ქალმან: ჰკადრა: ჴელმწიფეო: დაღრეჯილსა: ვინცა: გცნობდეს჻ ვინმცა: გნახა: კადნიერად: რაზომ: გინდა: ამაყობდეს჻ თქვენი: აგრე: დაღრეჯანი: მნათობთაცა: დაამჴობდეს჻ კაცმან: საქმე: მოიგვაროს: ვეჭუ: ჭმუნვასა: ესე: სჯობდეს჻

108. უბრძანა: შვილო: რაზომცა: მჭირს: საქმე: სავაგლახია჻ შენი: ჭურეტა: და: სიახლე: ლხინადვე: დამისახია჻ მომქარვებილი სევდისა: მართ: ვითა: მუფარახია჻ ვეჭუ რა: სცნა: შენცა: მამართლო: ჩემი: სულთქმა: და: ახია჻

109. უცხოსა: და: საკვირველსა: ყმასა: რასმე: გარდვეკიდე჻ მისმან: შუქმან: გაანათლა: სამყარო: და: ჴმელთა: კიდე჻ რა: უმძიმდა: არ: ვიცოდით: ან: ტიროდა: ვისთვის: კიდე჻ ჩემად: ნახვად: არ: მოვიდა: გავგულისდი: წავეკიდე჻

110. მე: რა: მნახა: ცხენსა: შეჯდა: თვალთა: ცრემლნი: მოიჴოცნა჻ შესაპყრობლად: შეუზახე სპანი: სრულად: დამიჴოცნა჻ ვითა: ეშმა: დამეკარგა: არ: კაცურად: გარდამკოცნა჻ ჯერცა: ესე: არა: ვიცი: ცხადი: იყო: თუ: მეოცნა჻

111. ტკბილნი: მისნი: წყალობანი: ბოლოდ: ასრე: გამემწარნეს჻ დამავიწყდეს: რაცა: დღენი: მხიარულსა: წამეარნეს჻ ყოვლმან: პირმან: ვაგლახ: მიყოს: ვეღარავინ: მინეტარნეს჻ სადამდისცა: დღენი: მესხნენ: ვეღარამან: გამახარნეს჻

112. ქალმან: ჰკადრა: მოგახსენებ: მე: სიტყვასა: დანაყბედსა჻ ჰე: მეფეო: რად: ემდურვი: ანუ: ღმერთსა: ანუ: ბედსა჻ რად: დასწამებ: სიმწარესა: ყოველთათვის: ტკბილად: მჴედსა჻ ბოროტიმცა: რად: შეექმნა: კეთილისა: შემოქმედსა჻

113. მე: ამას: ვარჩევ: მეფე: ხარ: მეფეთა: ზედა: მფლობელი჻ შორს: არის: თქვენი: საზღვარი: ბრძანება მიუთხრობელი჻ გაგზავნე: კაცი: ყოველგნით: მისთა: ამბავთა: მცნობელი჻ ადრე: სცნობ: არის: იგი: ყმა: შობილი: თუ: უშობელი჻

114. თუ: ყოფილა: იგი: მოყმე: ჴორციელი: ჴმელთა: მვლელად჻ მას: ნახევდა: სხუაცა: ვინმე: გამოჩნდების: მასწავლელად჻ თუ: არ: ეშმა: გჩვენებია: ლხინთა: შენთა: შემცულელ: მშლელად჻ სევდისაგან: მოიცალეთ: რად: შექნილხართ: მოუცლელად჻

115. მოასხნეს: კაცნი: გაგზავნეს: ოთხთავე: ცისა: კიდეთა჻ უბრძანეს: წადით: პატიჟთა: თავიმცა: რად: დარიდეთა჻ მონახეთ: ძებნეთ: იგი: ყმა: სხვად: ნურად: მოიცლიდეთა჻ მისწერეთ: წიგნი: სადაცა: ვერ: მისწვდეთ: ვერ: მიხვიდეთა჻

116. კაცნი: წავიდეს: იარეს: მათ: ერთი: წელიწადია჻ მონახეს: ძებნეს: იგი: ყმა: იკითხეს: კულა: და: კულა: დია჻ ვერცა: თუ: ნახეს: ნახული: ღვ~თისაგან: დანაბადია჻ ცუდად: მაშურალნი: მოვიდეს: მათსავე: გულსა: ზადია჻