... (H-3061), XVIII ს.

176. შერმადინ: ერთგან: შეყარნა: ხასი: და: დიდებულები჻ უჩვენა: იგი: უსტარი: ამბავი: მისი: თქმულები჻ რა: მოისმინეს: ყუელაი: დარჩა: გულდანაწყლულები჻ თავსა: იცემდეს: არ: იყო: გული: უცრემლო: ულები჻

177. შერმადინ: უთხრა: მართლ: ხართ: თუ თვალთათ: ცრემლსა: დამილდეთ჻ მაგრა: გუიჯობს: რომე: მისსა: ბრძანებასა: დავმორჩილდეთ არა: გარყუნათ: სამსახური: მას: წინაშე: არ: დავსწბილდეთ჻ ცხადად: გუიჩნდეს: სიხარული: სამძიმირსა: გარდავსცილდეთ჻

178. ყოვლთა: ჰკადრეს: თუცა: ყოფა: ჩვენ: უმისოდ: გვიარმისცა჻ უშენოსა: საჯდომი: და: ტახტი: მისი: ვისმცა: მისცა჻ გაღანამცა: გმორჩილობდეთ: თუ: გვიბრძანო: რაცა: ვისცა჻ იგი: მონა: აპატრონეს: ყუელაკამან: თაყუანისსცა჻

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასულა ჻

179. ამ: საქმესა: მემოწმების: დეიონოსი: ბრძენი: ეზროს჻ საბრალუა: ოდის: ვარდი: დაეთვრთვილოს: დაცაეზროს჻ ვის: ბალახში: არა გვანდეს: და: ლერწამი: ტანად: ეზროს჻ იგი: სადმე: გაღარიბდეს: სამყოფთაგან: იაბეზროს჻

180. მივიდოდა: მიუბნობდა: პირსა: მზესა: ანათებდა თინათინის: გონება: ჰკლავს: სხავთა: შუქსა: დაავსებდა მიტირის: და: ღ~თსა მადლობს: შემხედველთა: ადუღებდა჻ იტყუის: ნახეთ: ეს: სოფელი: ბედსა: მისსა: უჩვენებდა჻

181. ავთანდილ: იგი: მინდორი: ოთხახმით: გარდაიარა჻ დააგდო: მზღვარი: არაბთა: სხვათ: მზღვართა: არე: იარა჻ მაგრა: მის: მზისა: გაყრამან: სიცოცხლე: გაუზიარა჻ თქუა: თუ: მე: მასმცა: ვეახლე: აწ: ცხელსა: ცრემლსა: ვღური: არა჻

182. ახალმან: ფიფქმან: დათოა: ვარდი: დათრთვილა: დანასა჻ უნდოდის: გულსა: დაცემა: ზოგჯერ: მიმართის: დანასა჻ თქუის: ჭირი: ჩემი: სოფელმან: ოთხმოცდაათი: ანასა჻ მოვშორდი: ლხინსა: ყველასა: ჩანგსა: ბარბითსა: და: ნასა჻

183. მოეგონის: მისი: მკვლელი: შეეყარის: ჴორცთა: თრთოლა჻ დახუდის: მჴეცი: ფიცხლად: მოკლის: არ: შეზარდის: მათგან: ყოლა჻ შენგან: კიდე: მზეო: ჩემი: შეუძლია: ვისმცა: ბრძოლა჻ მოგშორდი და: გამამაგდე: ოჴრად: დამრჩეს: სპათა: ყოლა჻

184. მოეგონის საყუარელი გაუახლდის: ცეცხლი: ალთა჻ ჰე: სოფელო: შეგებრალე: ნუ: სჯი: ბედსა: შესაწყალთა჻ შემოქმედო: მომაბრუნვე: რომელი: სცნობ: იდუმალთა჻ ესე: თქუა: და: სისხლის: ცრემლი: გამოსეტყვა: მელნის: თუალთა჻

185. ვარდი: მის: მზისა: გაყრილი: უფრო: და: უფრო: ჭნებოდა჻ გულსა: უთხრის: თუ: დასთმეო: ამად: არ: დია: ბნდებოდა჻ უცხო: უცხოთა: ადგილთა: საძებრად: იარებოდა჻ მგზავრთა: ჰკითხევდის: ამბავთა: მათ: თანა: ემოყვრებოდა჻

186. იგი: პირად: მზისა: მგზავსი: ერთობ: მოვლის ზედა ჴმელთა჻ ქუეყანათა: უნახავთა: ოჴერთა: და: კაცრიელთა჻ არ: დააგდებს: უნახავად: წყალთ: კლდეთა: ტყეთა: ველთა჻ მაღრიბს: ჰკითხავს: მაშრიყელთა: რომს ჩინელთა: მაჩინელთა჻

187. მუნ: ეძებს: ცრემლი: მტირალსა: სდის: ზღვათა: შესართავისად჻ უჩნდის: ქუეყანა: ტახტად: და: მკლავი: სადებლად: თავისად჻ თქუის: საყუარელო: მოგშორდი: გული: შენ: დაგრჩა: ავისად჻ შენთუის: სიკუდილი: მეყოფის: ლხინად: ჩემისა: თავისად჻

188. ყოვლი: პირი: ქვეყანისა: მოვლო: სრულად: მოიარა჻ ასრე: რომე: ცასა: ქვეშე: არ: დაურჩა: არ: იარა჻ მაგრა: იგი: მის: ამბისა: მსმენელსაცა: ვერ: მიმჴუდარა჻ ამაშიგან: წელიწადი: სამი: სამ: თვედ: მიიყარა჻

189. მიხუდა: რასმე: ქუეყანასა: უგემურსა: მეტად: მქისსა჻ თვე: ერთ: კაცსა: ვერა: ნახავს: ვერას: შვილსა: ადამისსა჻ იგი: ჭირი: არ: უნახავს: არ: რამინს: და: არცა: ვისსა჻ დღე: და: ღამე: იგონებდა: საყუარელსა: მასვე: მისსა჻

190. მას: მიხუდა: წვერი: სადგურად: მაღლისა: მთისა: დიდისა჻ გამოჩნდა: მუნით: მინდორი: სავალი: დღისა: შვიდისა჻ მის: მთისა: ძირსა: წყალი: დის: არად: სანდომი: ჴიდისა჻ ორგნითვე: ტყესა: შეეკრა: ნაპირი: წყლისა: კიდისა჻

191. ზედ: წაადგა: შეექცევის: დროთა: დღეთა: ანგარიშობს჻ თვენი: ესხნეს: ორანიღა: ამად: სულთქვამს: არა: იშობს჻ ვაი: თუ: საქმე: გამიმჟღავნდეს: კვლავ: ამისთვის: გულმოშიშობს ავსა: კარგად: ვერვინ: შესცულის: თავსა: ახლად: ვერვინ: იშობს჻

192. საგონებელი: შეექმნა: დადგა: საქმისა: რჩეველად჻ თქუა: თუ: დავბრუნდე: ეზომი: ხანი: რად: დავჰყავ: მე: ველად჻ ჩემსა: რა: ვჰკადრო: მნათობსა: ვიყავ: რად: დღეთა: მლეველად჻ მისი: ვერა: ვსცნა: ჭორიცა: ვარ: ვისთა: გზათა: მკვლეველად჻

193. თუ: არ: დავბრუნდე: საძებრად: დავჰყუნე: სხვანიცა: ხანანი჻ რომელსა: ვეძებ: ვერა: ვცნნე: ამბავნი: მე: მისთანანი჻ დრო: გარდაუწყდეს: შერმადინს: შერჩეს ღაწვისა: ბანანი჻ მივიდეს: ჰკადროს: მეფესა: საქმენი: დასაგვანანი჻

194. უამბოს: ჩემი: სიკუდილი: თვით: ჩემგან: დავედრებული჻ მათ: შექნან: გლოვა ტირილი: ქნან: საქმე: გამწარებული჻ მერმე: მივიდე: ცოცოხალი მე: სადმე: სხვაგან რებული჻ ამას: იგონებს: ტირილით: გონება შეიწრებული჻