... (H-3061), XVIII ს.

1996. თქუა: მეტად: კარგნი: სიტყუანი: ფილასოფოსთა: ცნობისა჻ რომე: ჴორჴითა: იტყოდა: მგზავსი: დავითის: ბძნობითა჻ მე: გლახ: ვით: მოვთქუა: სიკეთე: თქუენისა: ცხენოსნობისა჻ ან: ვით: მოვთვალო: მოკლული: თქუენისა: მშვილდოსნობისა჻

1997. რაზმთა: მლეწელნო: ყოველთა: მებრძოლთა: თქუენთა: მძლეველნო჻ კულავ: ასპარეზად: ტურფანო: უსწოროდ: დამნაძლეველნო჻ თქუენ: ვისაც: შველა: უბრძანით: უცხონონო: შესაძლეველნო჻ აწ: ცრემლთა: ჩემთა: დენასა: ჴამს: თუ: ვით: გაუძლე: ველნო჻

1998. თქუენებრ: ტახტსა: ვინ: დაჯდების: ვინ: მოჰკაზმავს: სრასა: სრულად჻ ან: ნადიმსა: ვინ: გარდიჴდის: ზნე: უკლებლად: ჯავარ: სრულად჻ ვითამც: დავრჩი: მე: უთქუენოდ: ვიგონებდე: ამას: სრულად჻ ან: ცოცხალი: მე: არ: ვიქნები: გაკიცხული: გაბასრულად჻

1999. თინათინს: ნესტანდარეჯანს: ვით: მოეთქუნა: სინაზენი჻ ტანი: მჭევრი: ალვის: მორჩი: პირი: მჭურეტთა: ამაზრზენი჻ ბროლ ბალახში: ლალ: გიშერი: მარგალიტთა: შენათხზენი჻ საუბარი: სიტყუა: ტკბილი: ვერ: მჭურეტელთა: ამაგზენი჻

2000. ფრიდონ: მოსთქმიდა: ოთთავე: ორთა: და: ორთა: ტიროდა჻ მაღლად: იზახდა: ვაგლახსა: მართ: ვითა: ლომი: ყუიროდა჻ თქუენის: პირისა: ჯავარი: აღარა: ლალდ: ჭვიროდა჻ იტყუის: თუ: მოვჰკუდე: რამგამა: რადგან: დამაგდეთ: გმირო: და჻

2001. ნურადინ: ფრიდონ: მოსთქმიდა: ორთავე: მისთა: ძმობილთა჻ უქებს: სიუხვე: ჯავარსა: ძოწ: მარგალიტთა: წყობილთა჻ სისხლისა: ცრემლთა: ადენდა: უკლებთა: დაუშრობილთა჻ ავსებდა: სიბრალულითა: ყოველთა: მუნ: შესწრობილთა჻

2002. თინათინ: ნესტან: დარეჯანს: კულა: მოუთქუნა: სინაზენი჻ პირი: მზისა: უნათლესი: თმა: გიშერი: ვითა: ტევრნი჻ აწ: ვაგლახ: მე: ვით: დამალეთ: შუქთა: სხივნი: ბევრის: ბევნი჻ ჰი: ჰი: ჩემთუის: მოიწივნა: საშინელნი: მოსაწევრნი჻

2003. ამისთანათა: სიტყუითა: გრძლად: და: გულ: მდუღრად: ტიროდა჻ მერმე: ადგა: და: ქუანიცა: ტიროდეს: ასრე: სულთქმიდა჻ ტაგრუცსა: გაესალამა: ტანსა: ძაძასა: იცმიდა჻ თავსა: ნაცარსა: იყრიდა: არა: გუირგუინსა: იდგმიდა჻

2004. გასრულდა: მათი: ამბავი: ვითა: სიზმარი: ღამისა჻ გარდაჴდეს: გავლეს: სოფელი: ნახეთ: სიმუხთლე: ჟამისა჻ ვის: გრძლად: ჰქონია: მისთვისცა: არის: ერთისა: წამისა჻ ვსწერ: ვინმე: მესხი: მელექსე: მე: რუსთავისა: დამისა჻

2005. ქართველთა: ღ~თისა: დავითის: ვის: მზე: მსახურებს: სარებლად჻ ესე: ამბავი: გავლექსე: მე: მათად: საკამათებლად჻ ვინ: არის: აღმოსავლეთით: დასავლეთს: ზართა: მარებლად჻ ორგულთა: მათთა: დამწველად: ერთგულთა დამახარებლად჻

2006. მე: ვთქვი: ქება: თამარისა: და: ჴმელთა: შინა: მნათისა჻ ვთქუი: ქება: მიზეზად: მქონდა: ქებისა: მათისა჻ რომანულისა: თვალისა: მის: ბრილისა: და: სათისა჻ მემცა: ვით: ვაქო: ვერ: აქებს: ბრძენნი: თუ: შეკრბენ: ათისა჻

2007. დავითის: ქნანი: ვითა: ვთქუნე: სიჩალხე: სიჴაფეთანი჻ ესე: ამბავნი: უცხონი: უცხოთა: ჴელმწიფეთანი჻ პირველ: ზნენი: და: საქმენი: ქებანი: მათ: მეფეთანი჻ ვჰპოვე: და: ლექსად: გარდავთქუენ: ამითა: ვილაყბეთანი჻

2008. ესე: ასეთი: სოფელი: არვისგან: მისანდობელი჻ წამია: კაცთა: თვალისა: და: წამწამისა: მსწრობელ[..] რასა: ვინ: ეძებთ: რასაქნევთ: ბედია: მაყივნებელ[..] ვის: არ: შეუცულის: კარგია: ორისავ: იყოს: მხლებელი჻

2009. ამირან: დარეჯანისძე: მოსეს: უქია: ხონელსა჻ აბდულმესია: შავთელსა: ლექსი: მას: უქეს: რომელსა჻ დილარგეთ: სარგის: თმოგველსა: მას: ენა: დაუშრომელს[..] ტარიელ: მისსა: რუსთველსა: მისთვის: ცრემლ: შეუშრომელს[..]