... (H-3061), XVIII ს.

215. მე: უხუცესმან: უმცროსა: კაცი: დავსთხოვე: ქენებით჻ ჩემან შედეგმან: ტაიჭი: მისი: თვით: აქო: ხსენებით჻ ამან: მართ: ოდენ: მორევა: გუითხოვა უალნეთ: ჩვენებით჻ მივმართეთ: იგი: ეგრევე: წყნარად: მივა: და: შვენებით჻

216. ჩვენ: მისითა: მიზეზითა: აწ: ვართ: ლომო: შეჭირვებით ცაცა: მისად: არა: ჰკვირან: მივიდოდა: თავის: ნებით შესაპყრობლად: ჴელი: ვჰკადრე: მაგრა: მეტად: შეზარებით჻ ასრე: მწარედ: მათრაჴითა: ჩამოგუფრიწა: არ: ჴმალ: ხლებით჻

217. ბროლმან: ლალსა: გარეულმან: ვარდნი: თხელნი: ანატიფნა჻ იგი: ტკბილნი: გონებანი: ჩვენთვის: მეტად: გაამყიფნა჻ არ: აგუხნა: არცა: დაგუსხნა: ყოლე: არად: ამოგვკრიფნა჻ მისნი: მკუახედ: მოუბარნი: მათრაჴითა: შეგუამწიფნა჻

218. უმცროსსა: ძმასა: მივეცით: უფროსთა: დავეზიდენით჻ ჴელი: მოჰკიდა: დადეგო»: ესეცა: ჰკადრა: კიდ: ენით჻ მან: ჴრმალსა: ჴელი: არ: მიჰყო: ჩვენ: ამად: დავერიდენით჻ თავსა: გარდაჰკრა: მათრაჴი: ვნახეთ: სისხლისა: კი: დენით჻

219. ჩემი: ძმა: გლახ: დაკოდილი: მასვე: წამსა: ჩამოვარდა჻ მისმან: შიშმან: დაგვაწყნარნა: იგი: ყოლე არ: აჩქარდა჻ მასმცა: მიღმა: რაღა: ვჰკადრეთ: ვისგან: ყოფა: გაგვიმწარდა჻ ვთქუით: თუ: უჴმლოდ: მოგვერია ჴლმით დაგუჭრის ფარდა ფარდა჻

220. მით: ერთითა: მათრაჴითა: თავი: ასრე: გარდაჰფრიწა჻ ვითა: მკუდარი: უსულო: ქმნა: ვითა: მიწა: დაამიწა჻ მისი: რასმე: მკადრებელი: მოამდაბლა: მოამიწა჻ თვალთა: წინა: წაგვივიდა: ლაღი: კუშტი: ამაყი: წა჻

221. აღარ: დაბრუნდა: წავიდა: წყნარად: და: აუჩქარებლად჻ აგერა: მივა: ნახეო: იგი: მზეებრ: და: მთვარებლად჻ შორს: უჩუენებდეს: ავთანდილს: მტირალნი: გაუხარებლად჻ ოდენ: ჩნდა: შავი: ტაიჭი: მისი: მის: მზისა: მარებლად჻

222. აჰა: მიხუდა: ავთანდილსა: ღაწუთა: ცრემლით: არ: დათოვნა჻ რადგან: ცუდად: არ: წაუჴდა: მას: ეზომი: გარეთ: ყოვნა჻ კაცსა: მიხუდეს: საწადელი: რას: ეძებდეს: მისი პოვნა჻ მაშინ: მისგან: აღარა: ჴამს: გარდასრულთა: ჭირთა: ხსოვნა჻

223. უთხრა: თუ ძმანო: ვარ: ვინმე: ღარიბი: უადგილოსა჻ მე: იმა: ყმისა: საძებრად: მოვშორდი: საგაზრდილოსა჻ აწ: თქუენგან: მივხუდი: საქმესა: ყოლა: არსაადვილოსა჻ ღმერთიმცა: ნურას: ნუღარ: იქს: თქუენსა: დასაღრეჯილოსა჻

224. ვითა: მე: მივხუდი: წადილსა: ჩემსა გულისა: ნებასა჻ აგრემცა: ღ~თი: ნურას: იქს: ძმისა: თქვენისა: ვნებასა჻ უჩვენა: მისი: სადგომი: მიდითო: ნებანებასა჻ ჩრდილსა: გარდასვით: მაშურალნი: მიეცით: მოსვენებასა჻

225. ესე: უთხრა: და: წავიდა: ცხენი: გაქუსლა: დეზითა჻ ვითა: გავაზი: გაფრინდა: არ: გაშვებული: ხეზითა჻ ან: მთვარე: მზისა: შემყრელი: მზე: სინათლითა: ზეზითა჻ დაივსო: ცეცხლი: შემწველი: მისითა: მან: მიზეზითა჻

226. მიეწურა: იგონებდა: ახლოს: შეყრა: ვითა: აგოს჻ საუბარმან: უმეცარმან: შმაგი: უფრო: გააშმაგოს჻ ჴამს: თუ: კაცმან: გონიერმან: ძნელი: საქმე: გამოაგოს჻ არ: სიწყნარე: გონებისა: მოიძულოს: მოიძაგოს჻

227. რადგან: ისი: არის: რადმე: უცნობოდ: და: ისრე: რეტად჻ რომე: კაცსა: არ: მიუშვებს: საუბრად: და: მისად: ჭურეტად჻ მივეწევი: შევიყრებით: ერთმანერთის: ცემა: ჟლეტად჻ ანუ მამკლავს: ანუ: მოვჰკლავ დაიმალვის: მეტისმეტად჻

228. აწ: იმა: ყმისა: საკრავად: ჴმალსაცა: ვით: მიჰყევ: ნები჻ არ: მოვჰკლავ: არცა: მოვკუდები: არ: ვივნებ: არცა: ვევნები჻ შორით: თვალითა: მივწურავ: უკანა: დავედევნები იარეს: გავლეს: მრავალი: მინდორი: შამბნარჴევნები჻

229. გარდაჰჴდა: და: თაყუანის: სცა: ახსენა: ღ~თისა: სახენი჻ შენ: გმონებს: ყოვლი: ქუეყანა ყოველნი: მონა: სახენი჻ შენგან: მიხუდების: წადილსა: უღონო: მოვაგლახენი჻ ავთანდილ: გეძებ: სიცოცხლე: შენთვის: ლახვართა: ვახენი

230. ავთანდილ: იტყუის ეზომნი: ჭირნიმცა: რად: ვაცუდენი჻ რაცაღა: არის: არ: არის: თუმცა: არ: ედგნეს: ბუდენი჻ სადაცა: მივა: მივიდეს: რამცა: მოვლიდეს: ზღუდენი჻ მუნაღა: ვეძებენ ღონენი: ჩემნი: არ: დასამრუდენი჻

231. წინაუკანა: იარეს: ორნი: დღენი: და: ღამენი჻ დღისით: და: ღამით: მაშურალნი: არ: საჭამადთა: მჭამენი჻ არსადა: ხანი: არ: დაჰყუეს: ერთნი: თვალისა: წამენი჻ მათ: თვალთა: ცრემლნი: სდიოდეს: მინდორთა: მოსალამენი჻

232. დღისით: ვლეს: და: საღამოჟამ: გამოუჩნდეს: დიდნი: კლდენი჻ კლდეთა: შიგან: ქვაბნი: იყვნეს: პირსა: წყალი: ჩანადენი჻ წყლისა: პირსა: არ: ითქმოდა: შამბი: იყო: თუ: რასდენი჻ ხე: დიდროვან: თვალ უწდომი: მაღლა: კლდემდის: ანაყრდენი჻

233. დადგა: უჭურეტს: ალვის: შტოსა: ანძრევს: გარე: ჰქონდა: ყელსა჻ ავთანდილს: ჰკვირს: ეგრე: ვითა: განანათებს: მზეებრ: ველსა჻ პირად: მზესა: გულად: ლომსა: ტანად: შეჰგავს: სარო: მზრდელსა჻ მოიგონებს: გულამოსკვნით: მასვე: მისსა: საგონელსა჻

234. მან: ყმამან: ქუაბსა: მიმართა: განვლნა: წყალნი: და: კლდენია჻ ავთანდილ: ცხენსა: გარდაჴდა: მონახნა: დიდნი: ხენია჻ მაზედა: ჭურეტად: გავიდა: ძირსა: დააბა: ცხენია჻ მუნით: უჭურეტდა: იგი: ყმა: მივა: ცრემლმინადენია჻