... (H-3061), XVIII ს.

38. მაგას: ნუ: ბრძანებთ: მეფეო: ჯერ: ვარდი: არ: დაგჭნობია჻ თქვენი: თათბირი: ავიცა: სხვისა: კარგისა: მჯობია჻ ჴამ გაღანამცა: საქნელად: რაცა: თქვენ: გულსა: გლმობია჻ სჯობს: და: მას: მიეც: მეფობა: ვისგან: მზე: შენაფლობია჻

39. თუმცა: ქალია: ჴელმწიფედ: მართ: ღ~თისა: დანაბადია჻ არ: გათნევთ: იცის: მეფობა: უთქვენოდ: გვითქვამს: კვლა: დია჻ შუქთა: მისთაებრ: საქმეცა: მისი: მზებრ: განაცხადია჻ ლეკვი: ლომისა: სწორია: ძუ: იყოს: თუნდა: ხვადია჻

40. ავთანდილ: იყო: სპასპეტი: ძე: ამირსპასალარისა჻ საროსა: მჯობი: ნაზარდი: მგზავსი: მზისა: და: მთუარისა჻ ჯერ: უწვერული: სადარო: ბროლმინა: საცნობარისა჻ მას: თინათინის გონება ჰკლევდის: წამწამთა: ჯარისა჻

41. გულსა: მისსა: მიჯნურობა: მისი: ჰქონდა: დამალულად჻ რა: მოშორდის: ვერა: მჭვრეტმან: ვარდი: შექნის: გულნაკლულად჻ ნახის: ცეცხლი: გაუახლდის: წყლული: გაჴდის: უფრო: წყლულად჻ საბრალოა: სიყუარული: კაცსა: შეიქმს: გულნაკლულად჻

42. რა: მეფედ: დასმა: მეფემან: ბრძანა: მისისა: ქალისა჻ ავთანდილს: მიხვდა: სიამე: ვსება: სჭირს: მისო: ქალისა჻ თქვა: ზედაზედა: მომხვდების: ნახვა: მის: ბროლფიქალისა჻ ნუთუ: ვით: ვპოო: წამალი: მე: ჩემი: ფერ გამქრქალისა჻

43. არაბეთს: გასცა: ბრძანება: დიდმან: არაბთა: მფლობელმან჻ თინათინ: ჩემი: ჴელმწიფედ: დავსივი: მე: მისმან: მშობელმან჻ მან: განანათლნეს: ყოველნი: ვით: მზემან: მანათობელმან჻ მოდით: და: ნახეთ: ყოველმან: შემსხმელმან: შემამკობელმან჻

44. მოვიდეს: სრულნი: არაბნი: ჯარი: გამრავლდა: ხასისა჻ ავთანდილ: პირმზე: სპასპეტი: ლაშქრისა: ბევრ: ათასისა჻ ვეზირი: სოგრატ: მოახლე: მეფისა: დასთა: დასისა჻ მათ: რომე: დადგეს: საჯდომი: თქვეს: უთქმელია: ფასისა჻

45. თინათინ: მიჰყავს: მამასა: პირითა: მით: ნათელითა჻ დასვა: და: თავსა: გვირგვინი: დასდგა: თავისა: ჴელითა჻ მისცა: სკიპტრა: და: შემოსა: მეფეთა: სამოსელითა჻ ქალი: ბრძნად უჭურეტს: ყოველთა: ცნობითა: ბრძნად: მხედველითა჻

46. უკუდგეს: და: თაყუანი: სცეს: მეფემან: და: მისთა: სპათა჻ დალოცეს: და: მეფედ: დასვეს: ქება: უთხრეს: სხვაგნით: სხვათა჻ ბუკსა: ჰკრეს: და: წინწილანი: დაატკბობდეს: მათთა: ჴმათა჻ ქალი: ტირს: და: ცრემლთა: აფრქვევს: ხრის: ყორნისა: ბოლოფრთათა჻

47. მამისა: ტახტსა: საჯდომად: თავი: არ: ეღირსებოდა჻ ამად: ტირს: ბაღი: ვარდისა: ცრემლითა: აივსებოდა჻ მეფე: სწურთნის: მამა: ყოველი: ძისაგან: ითავსებოდა჻ ამისად: ქნამდის: დამწველი: ცეცხლი: არ: დამევსებოდა჻

48. უბრძანა: ნუ: სტირ: ასულო: ისმინე: ჩემი: თხრობილი჻ დღეს: შენ: ხარ: მეფე: არაბეთს: ჩვენგან: ჴელმწიფედ: ჴმობილი჻ აქათგან: ესე: სამეფო: მართ: შენია: მინდობილი჻ ხარმცა: ბრძნად: მქმნელი: საქმისა: იყავ: წყნარი: და: ცნობილი჻

49. ვარდთა: და: ნეხვთა: ვინათგან: მზე: სწორად: მოეფინების჻ დიდთა: და: წვრილთა: წყალობა: შენცა: ნუ: მოგეწყინების჻ უხვია ხსნილსა: დააბამს: იგი: თვით: ების: ვინ: ების჻ უხვად: გასცემდი: ზღვათაცა: შესდის: და: გაედინების჻

50. მეფეთა: შიგან: სიუხვე: ვით: ედემს: ალვა: რგულია჻ უხვსა: მორჩილობს: ყოველი: იგინიც: ვინ: ორგულია჻ სმა ჭამა: დიდად: შესარგი: დება: რა: სავარგულია჻ რასაცა: გასცემ შენია: რას: არა: დაკარგულია჻

51. ამა: მამისა: სწავლასა: ქალი: ბრძნად: მოისმინებდა჻ ყურსა: უპყრობდა: ისმენდა: წურთასა: არ: მოიწყინებდა჻ მეფე: სმასა: და: მღერასა: იქს: მეტად: მოილხინებდა჻ თინათინ: მზესა: სწუნობდა: მაგრამ მზე: თინათინებდა჻

52. მოიჴმო: მისი: გამზრდელი: ერთგული: ნაერთგულევი჻ უბრძანა: ჩემი: საჭურჭლე: შენგან: დანაბეჭდულევი჻ მომართვი: ჩემი: ყველაი: ჩემი: ნაუფლისწულევი჻ მოართვეს: გასცა: უზომო: უანგარიშო: ულევი჻

53. მას: დღე: გასცემს: ყველაკასა: სივაჟისა: მოგებულსა჻ რომე: სრულად: ამოაგებს: მცირესა: და: დიდებულსა჻ მერმე: ბრძანა: ვიქ საქმესა: მამისაგან: სწავლებულსა჻ ჩემსა: ნუვინ: ნუ: დამალავთ: საჭურჭლესა: დადებულსა჻

54. უბრძანა: წადით: გახსენით: რაცა: სად: საჭურჭლენია჻ ამილახორნო: მოასხით: რემა: ჯოგი: და: ცხენია჻ მოიღეს: გასცა: უზომო: სიუხვე: არ: მოსწყენია჻ ლარსა: ხვეტდიან: ლაშქარნი: მართ: ვითა: მეკობრენია჻

55. ალაფობდეს: საჭურჭლესა: მისსა: ვითა: ნათურქალსა჻ მას: ტაიჭსა: არაბულსა: ქვენაბამსა: ნასუქალსა჻ რომე: გვანდა: სიუხვითა: ბუქსა: ზეცით: ნაბუქალსა჻ რა: დაარჩენს: ცალიერსა: არ: ყმასა: და: არცა: ქალსა჻

56. დღე: ერთ: გარდაჴდა: პურობა: სმა ჭამა: იყო: ხილობა჻ ნადიმად: მსხდომთა: ლაშქართა: მუნ: დიდი: შემოყრილობა჻ მეფემან: თავი: დაჰკიდა: და: ჰქონდა: დაღრეჯილობა჻ ნეტარ: რა: უმძიმს: რა: სჭირსო: შექნეს: ამისი: ცილობა჻

57. თავსა: ზის: პირმზე: ავთანდილ: მჭურეტთაგან: მოსანდომია჻ სპათა: სპასპეტი: ჩაუქი: ვითა: ვეფხი: და: ლომია჻ ვეზირი: ბერი: სოგრატი: თვით: მასთანავე: მჯდომია჻ თქვეს: თუ: რა: უმძიმს: მეფესა: ანუ: რად: ფერი: ჰკრთომია჻