... (H-3061), XVIII ს.

274. ყმამან: უთხრა: ეგე: საქმე: ამას გავსო: არა: სხუასა჻ ორნი: კაცნი: მოდიოდეს: სადაური: სადმე: გზასა჻ უკანამან: წინა: ნახა: ჩავარდნილი: შიგან: ჭასა჻ ზედ: მიადგა: ჩაჰყიოდა: ტირს: იზახის: ვაგლახვასა჻

275. ეგრე: უთხრა: ამხანაგო: იყავ: მანდა: მამიცადე჻ წავალ: თოკთა: მოსახმელად: მწადსო: თუმცა: ამოგზიდე჻ მას: ქვეშეთსა: გაეცინნეს: გაუკვირდა: მეტად: კიდე჻ შემოჰყივლა: არ: გელოდე: სად: გაგექცე: სად: წავიდე჻

276. აწ: დაო: შენსა: ჴელისაა: ჩემი: საბელი: ყელისა჻ სხვად: უღონოა: უშენოდ: ჩემგან: აბყრობა: ჴელისა჻ რასაცა: მიზამ: შენ: იცი: შენ: ხარ: წამალი: ლხენისა჻ თვარა: ვისმც: ექნა: გუარლითა: შეკვრა: თავისა: მრთელისა჻

277. ქალმან: უთხრა: მამეწონა: ყმაო: შენი: ნაუბარი჻ ხარ: უცილოდ: კარგი: ვინმე: მოყმე: ბრძენთა: საქებარი჻ ხარ: ვინათგან: აქანამდის: მაგა: ჭირთა: დამთმობარი჻ რაცა: გითხრა: მამისმინე: გიპოვნია: საძებარი჻

278. ამა: მოყმისა: ამბავი: არსად: არა: იპოვების჻ თვით: თუ: არ: გითხრობს: არ: ითქმის: არ: ვისგან: დაიჯერების჻ მოილოდინე: მოვიდეს: რაზომცა: დაგეყოვნების჻ დადუმდი: ვარდსა: ნუ: აზრობ: ცრემლითა: ნუ: ითოვნების჻

279. ყმამან: უთხრა: ვარდო: დაჭკნი: დრო: მოვიდა: შენის: ზრვისა჻ ერთმანერთსა: მოეხვივნეს: ცრემლით: ჰკოცნენ: სახე: პირსა჻ ასმათ: ტირის: სისხლის: ცრემლსა: ტევრი: შექმნა: ნათხზის: თმისა჻ იგი: ტირან: სოფლისათვის: და: სოფელი: მათთვის: ტირსა჻

280. გითხრა: თუ: ცნობა: გწადიან: ჩვენისა: შენ: სახელისა჻ ტარიელ: არის: სახელი: იმა: მოყმისა: ხელისა჻ მე: ასმათ: მქუიან: რომელსა: წვა: მაქვს: ცეცხლისა: ცხელისა჻ სულთქმა: სულთქმისა: ბევრისა: მაშა: თუ: არ: ერთხელისა჻

281. ამის: მეტსა: ვერას: გითხრობ: მე: სიტყუასა: ამისთანსა჻ ისი: მინდორს: არონინებს: ტანსა: მჭევრთა: მემაჯანსა჻ ვჭამ: გლახ: მარტო: ნადირისა ჴორცსა: მისგან მონატანსა჻ აწვე: მოვა: არა: ვიცი: თუ: დაჰყოვნის: დიდსა: ხანსა჻

282. ამას: გვედრებ: მოიცადო: თავი: სხვაგან: არსად: არო჻ რა: მოვიდეს: შევეხვეწო: ნუ: თუ: ვით: რა: მოვაგვარო჻ ერთმანერთსა: შეგამეცნე: თავი: შენი: შევაყუარო჻ თვით: გიამბო საქმე: მისი: საყუარელსა: გაახარო჻

283. ქალსა: ყმამან: მოუსმინა: დამორჩილდა: დართო: ნება჻ ამა: ზედან: მოიხედნეს: ჴევით: ესმა: ჩხაპუნება჻ მთვარე: წყალსა: გამოსრული: ვნახე: შუქთა: მოფინება჻ უკურიდეს: აღარა: ქნეს: მუნ: ხანისა: დაყოვნება჻

284. ქალმან: უთხრა: ყმაო: ღ~ნ: მოგცა: ჟამად: რაცა: გინა჻ მაგრა: თავი: უჩინო ქმენ: დამალული: იყავ: შინა჻ ამა: ყმისა: მეუნებლე: ჴორციელი: არავინა჻ თუ: ვითა: რა: მოვაგვარო: შენი: ნახვა: არ: ეწყინა჻

285. ავთანდილ: ქუაბსა: დამალა: ქალმან: დამალვით: მალითა჻ იგი: ყმა: ცხენსა: გარდაჴდა: შვენოდა: კაპარჭჴრმალითა჻ ატირდეს: მაღლად: ცრემლითა: ზღვათაცა: შესამალითა ავთანდილ: სარკმლით: უჭურეტდა: ჭურეტითა: იდუმალითა჻

286. ამარტის: ფერად: შესცვალა: ბროლი: ცრემლისა: ბანამან჻ დიდხან: იტირეს: ყმამან: და: მან: ქალმან: შაოსანამან჻ შეხსნა: შეიღო: აბჯარი: ცხენიცა: შეიყუანა: მან჻ დადუმდეს: ცრემლნი: მოჰკუეთნა: შავმან: გიშრისა: დანამან჻

287. ავთანდილ: სარკმლით: უჭვრეტდა: ტყუე: საკნით: ნააზატები჻ მან: ქალმან: ქუეშე: დაუგო: ვეფხის: ტყავისა: ნატები჻ მაზედა: დაჯდა: იგი: ყმა: სულთქამს: ჭირმონამატები჻ სისხლისა: ცრემლსა: გაეწნა: შუა: გიშრისა: სატები჻

288. მან: ქალმან: ჴელყო: კვესითა: გზება: ცეცხლისა: ნელისა჻ ეგონა: ჭამა: ჴორცისა: შემწურისა: შეუქნელისა჻ მიუპყრა: ერთი: აჰჴლიჩა: ქნაა: საქმისა: ძნელისა჻ ძალი: არ: ჰქონდა: დაუწყო: გამოყრა: უცოხნელისა჻

289. ცოტად: მიწვა: მიიძინა: თუცა: ყოლა: ვერა: მეტი჻ შეჰკრთა: დიდნი: დაიზახნა: წამოვარდა ვითა: რეტი჻ იძახდის: და: წამწამ: იკრის: გულსა: ლოდი: თავსა: კეტი჻ ცალკერძ: ზის: და: პირსა: იხოკს: ქალი: მისი: შენამჭურეტი჻

290. რად: დაბრუნდი: მოახსენა: მითხარ: რაცა: წაგეკიდა჻ მან: უბრძანა: მონადირე: მეფე: ვინმე: გარდმეკიდა჻ ჰყუეს: ლაშქარნი: უთვალავნი: ბარგი: მძიმედ: აეკიდა჻ იგი: მინდორს: ნადირობდა: დაეფანჩვა: მარეკი: და჻

291. სევდად: მეცა: კაცთა: ნახვა: ცეცხლი: უფრო: გავიალე჻ არ: მოველო ახლოს: შეყრად: თავი: ჩემი: შევიწყალე჻ მათგან: მკრთალი: შემოვბრუნდი: ტყესა: შიგან: დავიმალე჻ თქუა: ნუთუმცა: უკუმრიდა: რა: გათენდეს: წავალ: ხვალე჻

292. ქალსა: ცრემლნი: გარდმოსცუივდეს: ასნაკეცნი: ბევრისბევრად჻ მოახსენა: მჴეცთა: თანა: იარები: მარტო: ტევრად჻ არას: კაცსა: არ: იახლებ: საუბრად: და: შემაქცევრად჻ მას: მაგითა: ვერას: არგებ: დღეთა: შენთა: ცუდად: ლევ: რად჻

293. ყოვლი: პირი: ქუეყანისა: ერთობ: სრულად: მოგივლია჻ ერთი: კაცი: შემაქცევლად: შენად: ვითა: დაგელია჻ გიახლოს: და: არ: გაშმაგდე: თუცა: ჭირი: არ: გაკლია჻ შენ: მოჰკუდე: და: იგი: წაჴდეს: ესე: შენთვის: რა: მადლია჻