... (H-3061), XVIII ს.

294. უბრძანა: დავო: ეგეა: მგზავსი: შენისა: გულისა჻ მაგრა: არ: არის: ქუეყანად: წამალი: ამა: წყლულისა჻ ვის: ძალ: აქუს: პოვნა: კაცისა: თვით: სოფლად: არმოსრულისა჻ ჩემი: ლხინია: სიკუდილი: გაყრა: ჴორცთა: და: სულისა჻

295. ღ~ნ: სხვამცა: ეტლსა: ჩემსა: რადმცა: კაცი: რად: დაბადა჻ სიახლე: და: საუბარი: თუმცა: მისი: მე: მეწადა჻ ვინმცა: გასძლნა: ჭირნი: ჩემნი: ანუ: ვინმცა: შეეცადა჻ შენგან: კიდე: ჴორციელი: დავო: მივის: არასადა჻

296. ქალმან: ჰკადრა: არ: გამიწყრე: ვიშიშვი: და: ვიაჯ: დია჻ რადგან: ღ~თსა: ვაზირობა: შენი: ჩემზედ: მოუგდია჻ ვერ: დავმალავ: უკეთესი: რაცა: საქმე: გამიცდია჻ არა: ვარგა: უსაზომო: ზომსა: თავი: გარდგიჴდია჻

297. მისი: მძებლენი: იყომცა: ჭკუითა: მეტის: მეტითა჻ შენ: კაცთა: ნაცულად: ნადირთა: ახლავ: გულითა: რეტითა჻ სჯობს: ერთი: კაცი: იახლო: ილხენდე: მისით: ჭურეტითა჻ ვით: იადონი: არ: მოკუდე: ბულბული: თესლთა: კვნეტითა჻

298. ყმამან: უთხრა: რასა: მნუკევ არა: ვიცი: გამიცხადე჻ კაცი: ჩემად: სამსახურად: უღმრთოდ: მემცა: ვით: დავბადე჻ ღ~თსა: ჩემი: უბედობა: უნდა: მემცა: რას: ვეცადე჻ გაღანამცა: გავნადირდი: თავი: ასრე: გავიჴადე჻

299. ქალმან: კულა: ჰკადრა: გაგსაჯე: მეტითა: შეგონებითა჻ მაგრა: თუ: კაცი: მოგგვარო: მოგყუეს: თავისა: ნებითა჻ იგი: გიახლოს: ილხენდე: მისითა: შემეცნებითა჻ ფიცე: არ: მოჰკლა: არ: იყო: არ: სავნებლისა: ვნებითა჻

300. მან: უბრძანა: თუ: მიჩუენებ: ვნახავ: დიდად: გავიხარებ჻ სიყვარულმან: მისმან: ვისთვის: ხელი: მინდორს: თავსა: ვარებ჻ არას: ვუზამ: უგემურსა: არა: თოდენ გავამწარებ჻ რაცა: ჩემგან: იამების: ვაამებ: და: შევიყუარებ჻

301. ქალი: ადგა: და: წავიდა: მის: ყმისა: მოსაყუანებლად჻ არ: ეწყინაო: უამბობს: არს: მისად: მაგულვანებლად჻ ჴელი: მოჰკიდა: მოჰყიანდა: ვით: მთვარე: მოსავანებლად჻ იგი: რა: ნახა: ტარიელ: თქუა: მზისა: დასაგუანებლად჻

302. გამოეგება: ტარიელ: მართებს: ორთავე: მზე: დარად჻ ანუ: ცით: მთუარე: უღრუბლოდ: შუქთა: მოფენდეს: ქვე: ბარად჻ რომე: მათთანა: ალვისა: ხეცა: ვარგიყოს: ხედ: არად჻ გვანდეს: შვიდთავე: მნათობთა: სხვამცა: რისა ვთქუი მე: და: რად჻

303. მათ: აკოცეს: ერთმანერთსა: უცხოობით: არ: დაჰრიდეს჻ ვარდსა: ჰჴლეჩდეს: ბაგეთაგან: კბილნი: თეთრნი: გამოსჭუირდეს჻ ყელი: ყელსა: გადააჭუდეს: ერთმანერთსა: აუტირდეს჻ ქარვად: შექმნეს: იაგუნდი: მათნი: თუმცა: ლალად: ღირდეს჻

304. მობრუნდეს: ყმამან: ავთანდილს: ჴელი: შეუპყრა: ჴელითა჻ ერთგან: დასხდეს: და: იტირეს: დიდხან: ცრემლითა: ცხელითა჻ ასმათი: სულსა: უღებდა: სიტყუითა: საკუირველითა჻ თავთა: ნუ: დაჰჴოცთ: ნუ: ბნელიქთ: მზესა: თქვენითა: ბნელითა჻

305. ტარიელის: ვარდი: იყო: დათრთვილული: არ: დაზრული჻ ყმასა: უთხრა: მესწრაფების: მითხარ: შენი: დაფარული჻ ვინ: ხარ: ანუ: სით: მოსულხარ: სადაური: სით: მოსრული჻ მე: სიკუდილსა: აღარ: ვახსოვ: ვარ: მისგანცა: განწირული჻

306. ავთანდილ: გასცა: პასუხი: სიტყუები: ლამაზებია჻ ლომო: და: გმირო: ტარიელ: ვის: თავი: გინაზებია჻ მე: ვარ: არაბი: არაბეთს: არს: ჩემი: დარბაზებია჻ მიჯნურობითა: დამწვარვარ: ცეცხლი: უშრეტი: მგზებია჻

307. მე: პატრონისა: ჩემისა: ასული: შემყუარებია჻ თვით: მეფედ: მათად: მას: ხედვენ: მონები: მკლავმაგრებია჻ თუცა: არ: მიცნობ: გინახავ: თუ: ვითა გიაზრებია჻ გახსოვსცა: ოდეს: დაჰჴოცენ: მონები: არსაპყრებია჻

308. შენ: მინდორს: გნახეთ: გაჭრილი: ჩვენ: ზედა: გარდგეკიდენით჻ პატრონი: ჩვენი: გაგიწყრა: ჩვენ: ხაფად: წაგეკიდენით჻ გიხმეთ: არ: მოხველ: ლაშქარნი: უკანა: გამოგკიდენით჻ შენ: ველნი: წითლად: შეღებენ: სრულად: სისხლისა: კი: დენით჻

309. ყუელაკასა: მათრაჴითა: თავი: უჴრმლოდ: გარდაჰკვეთეთ჻ მეფე: შეჯდა: დაგვეკარგე: კვალი: შენი: ვერ: მოვჰკვეთეთ჻ ვითა: ქაჯი: დაიმალე მონებიცა: დავაფეთეთ჻ ამან: უფრო: დაგვაშმაგნა: თავი: სრულად: გავაშეთეთ჻

310. ჭმუნვა: შეექმნა: თქვენც: იცით: ჴელმწიფე: ნებიერია჻ მოგნახეს: გძებნეს: ყოველგან: მათ: რუკა: დაუწერია჻ ვერ: ნახეს: შენგან ნახული: ვერცა: ყმა: ვერცა: ბერია჻ აწ: გამომგზავნა: რომელსა: ვერ: მზე: ჰგავს: ვერ: ეთერია჻

311. მიბრძანა: მიცან: ამბავი: მის: მზისა: წარხდომილისა჻ მაშინ: ვარ: მქმნელი: საქმისა: მის: შენგან: მონდომილისა»჻ სამ: წლამდის: მითხრა: დადენა: უმისოდ: ცრემლთა: მილისა჻ არ: გიკუირს: გავსძელ: ვერჭურეტა: მისისა: მე: ღიმილისა჻

312. აქანამდის: მნახავიცა: კაცი: შენი: არ: მენახა჻ ქურდნი: ვნახენ: რომე: თქუენთვის: სიტყვა: რამე: გაემკვახა჻ მათრაჴითა: ჩამოგეგდო: ერთი: მკუდართა: დაგესახა჻ მათ: მასწავლეს: ძმა: რომელთა: სულმობრძავი: სამე: გლახ: ა჻

313. ტარიელსცა: აეხსენა: ომი: მათი: მაშინდელი჻ იტყუის: მახსოვს: ეგე: საქმე: თუცა: არის: ადრინდელი჻ ერთგან: გნახენ: ნადირობას: შენ: და: შენი: მე: გამზრდელი჻ მით: ვტიროდი: მამეგონა: მე: გლახ: ჩემი: წარმწყმედელი჻