... (H-3061), XVIII ს.

255. კულაცა: ჰკითხა: ზენარობით: მიუყარნა: მუხლნი: წინა჻ მაგრა: ვერა: ვერ: დაჰყარა: მუდარობა: მოეწყინა჻ პირსა: ზედა: გაგულისდა: თვალთა: სისხლი: მოედინა჻ ადგა: თმითა: წამოზიდნა: ყელსა: დანა: დააბრჯინა჻

256. ეგრე: უთხრა: მე: ეზომი: ჯავრი: ვითა: შეგარჩინო჻ როგორა: თუ: ამატირო: ცრემლი: ცუდად: დამადინო჻ გიჯობს: მითხრა: ამის: მეტი: მართ: აღარა: არ: გაწყინო჻ თვარა: ღმერთმან: მტერი: ჩემი: მოკლას: ვითა: მოგაკვდინო჻

257. ქალმან: უთხრა: ეგე: ღონე: მოიგონე: მატად: ავი჻ თუ: არ: მომკლავ: არ: მოვკუდები: მრთელი: ვარ: და: მოუკლავი჻ რად: რა: გითხრა: სადამდისცა: ვიყო: ჭირთა: უნახავი჻ კულავ: თუ: მამკლავ: სასაუბროდ: აღარ: მედგას: ზედა: თავი჻

258. უთხრა: თუ ლომო: ავთანდილ: შეიქენ: ელვა კრთომითა჻ თუ: მამკლავ: დამხსნი: სოფელსა: ეგ: მიჯობს: ბევრის: ზომათა჻ არ: ვიცი: ფიფქო: მით: მაწყენ: მიპოვე: მზე: წაჴდომითა჻ შენებრივ კაცი: ჩემს: მეტსა: ვერვი: უდარებს: ომითა჻

259. კულავ ეტყუის: ყმაო: რად: მპოვე: ვინ: მეუბნები: მე: ვინო჻ ეგე: ამბავი: ცოცხალსა: ენითა: ვერ: მათქმევინო჻ მე: თავი: ჩემი: ნებითა: ჩემითა: მოგაკლევინო჻ ვითა: უსტარი: ბედითი: ადვილად: დაგახევინო჻

260. ჩემი: სიკუდილი: შენ: ჩემად: პატიჟად: ნურად: გგონია჻ მით: რომე: დამხსნი: სიკვდილსა შემშრების: ცრემლთა: ფონია჻ ჩალად: მჩანს: ყოვლი: სოფელი: მისთვისვე: შემიწონია჻ ვერ: გიცნობ: ვინ: ხარ: ვის: გითხრა: სიტყუანი: მისანდონია჻

261. ყმამან: თქუა: თუ: არ: ეგების: აწ: ამისი: ასრე: თქმევა჻ სხვასა: რასმე: მოვიგონებ: სჯობს: საქმისა: გამორჩევა჻ გაუშვა: და: ცალკე: დაჯდა: ტირს: დაუწყო: ცრემლთა: ფრქვევა჻ ქალსა: უთხრა: გაგარისხე: აწ არ: ვიცი ვით: დავრჩე: ვა჻

262. ქალი: დაუჯდა: კუშტგვარად: ქუშობს: ჯერთ: არ: დამტკბარია჻ ავთანდილ: ქვე: ზის: ტირილად: აღარას: მოუბარია჻ ვარდისა: ბაღსა: მოგუბდა: ცრემლისა: საგუბარია჻ კულავ იქით: ქალი: ატირდა: მისთვის: გულნალმობარია჻

263. ყმა: მტირალი: შეებრალა: ამად: ცრემლნი: ცხელნი: ღვარნა჻ მაგრა: უჯდა: უცხოს: უცხო: არ: ბაგენი: აუბარნა჻ ყმამან: ცნა: თუ: გონებანი: ჩქარნი: ჩემთვის: დააწყნარნა჻ ცრემლ დენილი: შეეხვეწა: ადგა: მუხლნი: მიუყარნა჻

264. უთხრა: ვიცი: აღარ: ვარგხარ: შენ: აწ: ჩემად: დასანდობლად჻ გაგარისხე: დაგრჩომივარ: ღარიბად: და: ამად: ობლად჻ აწ: ეგრეცა: თავი: ჩემი: დამიც: შენთვის: დასანდობლად჻ ამად: რომე: შეცოდება: შვიდგზის: თქმულა: შესანდობლად჻

265. თავი: ჩემი: სამსახურად: თუცა: ავად: მოგაწონე჻ მიჯნურისა: შებრალება: ჴამს: ესეცა: გაიგონე჻ სხვაგნით: ყოვლგნით: უღონო: ვარ: არვინ: არის: ჩემი: ღონე჻ სულთა: მოგცემ: გულისათვის: სხვა: მეტიმცა: რა: გამონე჻

266. რა: ქალსა: მიხუდა: ყმისაგან: მიჯნურობისა: ხსენება჻ გულამოჴუნიჩვით: დაიწყო: ასკეცად: ცრემლთა: დინება჻ კულავ გაამაღლა: ზახილით: ტირილი: არ: გაცინება჻ ავთანდილს: ღ~ნ: წადილი: მისცა: გულისა: ლხინება჻

267. იტყუის: თუ: ამა: სიტყუითა: მას: ფერი: შეეცვალების჻ ვისთვისმე: ხელი: უცილოდ მას: ცრემლი: ემალმალების჻ კულავ: უთხრა დაო: მიჯნური: მტერსაცა: შეებრალების჻ ესეცა: იცი სიკუდილსა: თვით: ეზებს არ: ეკრძალების჻

268. ვარ: მიჯნური: ხელი: ვინმე: გაუწყვედლად: სულთა: დგმისად჻ ჩემა მზემან: გამომგზავნა: საძებარად: იმა: ყმისად჻ ღრუბელიცა: ვერ: მიხუდების: მე: მისრულვარ: სადა: მისად჻ გული: შენი: მიპოვნია: მისი: შენდა: შენი: მისად჻

269. მისი: სახე: გულსა: ჩემსა: ხატად: ასრე: გამოვხატე჻ მისთვის: ხელმან: გამოჭრილმან: ლხინი: ჩემი: ვაალქატე჻ ორისაგან: ერთი: მიყავ: ტყვე: მქმენ: ანუ: მააზატე჻ ან: მაცოცხლე: ანუ: მამკალ: ჭირი: ჭირსა: მომიმატე჻

270. ქალმან: უთხრა: ყმასა: სიტყუა: პირველისა: უამესი჻ ეგე: სიტყუა: მოიგონე: დია: რამე: უკეთესი჻ წეღან: საქმე: მტერობისა: გულსა: ჩემსა: ჩამოსთესი჻ აწ: მოყუარე: გიპოვნივარ: დისაგანცა: უფრო: დესი჻

271. ჩემსა: თავსა: მიჯნურობა: მართალია: არ: ნაჭორად჻ ჩემი: ვერა: ვერ: მოგკიდე: მეუბნები: მრუდსა: სწორად჻ ვინცა: აქა: გამომგზავნა: არვინ: მჩანს: მისად: სწორად჻ მისგან: კიდე: სხვა: მნათობი: შევაწონე: ერთ: დრამ: ორად჻

272. მაშა: რადგან: მიჯნურობა: შენად: ღონედ: მოიგონე჻ არ: ეგების: ამას: იქით: თუმცა: თავი: არ: გამონე჻ არ: შენ: მოგცე თავი: ჩემი: დაგაბნიე: დაგაღონე჻ შენთვის: მოვჰკუდე: ამისებრი: მემცა: საქმე: რა: ვიღონე჻

273. აწ: რაცა: გითხრა: თუ: ამა: საქმესა: დამმორჩილდები჻ რასაცა: ეძებ: მიხუდები: უცილოდ: არ: ასცილდები჻ თუ: არ: მამისმენ: ვერ: ჰპოებ: რაზომმცა: ცრემლსა მილდები჻ მოგხვდების: მდურვა: სოფლისა: მოჰკუდები: გაცასწბილდები჻

ამბავი: ავთანილისა: ასმათს: რომ: ეუბნბის: ქვაბშიგან჻