... (H-3061), XVIII ს.

78. იგი: მინდორი: დალივეს: მართ: მათგან: განარბენია჻ მინდორსა: იქით: წყალი: დის: და: წყლისა: პირსა: კლდენია჻ ნადირნი: ტყესა: შეესწრნეს: სადა: ვერა: რბის: ცხენია჻ იგი: მაშურალნი: ორნივე: მოსწყდეს: რაზომცა: მჴნენია჻

79. ერთმანერთსა: თუ: მე: გჯობო: სიცილით: ეუბნებოდეს჻ ამხანაგობდეს: ლაღობდეს: იქით: და: აქათ: დგებოდეს჻ მერმე: მოვიდეს: მონანი: რომელნი: უკან: ჰყუებოდეს჻ უბრძანა: თქვითო: მართალი: ჩვენ: თქვენგან: არ: გვეთნებოდეს჻

80. მონათა: ჰკადრეს: მართალსა: გკადრებთ: და: ნუ: გემცდარებით჻ მეფეო: ყოლე ვერ: ვიტყუით: შენსა: მაგისა: დარებით჻ აწვეცა: დაგვჴოც ვერა: ჰგავ ვერათ: ვერ: მოგეჴმარებით჻ ვისგან: ნაკრავნი: გვინახავნ: მხეცნი: ვერ: წაღმა: წარებით჻

81. ორთავე: ერთგან: მოკლული: ყუელაი: ათჯერ: ოცია჻ მაგრა: ავთანდილს: ოცითა: უფროსი: დაუჴოცია჻ არ: დასცთომია: ერთიცა: რაც: ოდენ: შეუტყორცია჻ თქვენი: მრავალი: მიწითა: დასვრილი: გაგუიხოცია჻

82. მეფესა: ესე: ამბავი: უჩანს: ვითა: მღერა: ნარდისა჻ უხარის: ეგრე: სიკეთე: მისისა: განაზარდისა჻ აქვს: მიჯნურობა: ამისი: ვითა: ბულბულსა: ვარდისა჻ სიცილით: ლაღობს: მიეცა: გულით: ამოსლვა: დარდისა჻

83. იგი: ორნივე: საგრილად: გარდაჴდეს: ძირსა: ხეთასა჻ ლაშქართა: შექნეს: მოდენა: მოდგეს: უფროსი: ბზეთასა჻ ახლოს: უთქს: მონა: თორმეტი: უმხნესი: სხვათა: მხნეთასა჻ თამაშობდეს: და: უჭვრეტდეს: წყალსა: და: პირსა: ტყეთასა჻

ნახვა არაბთა მეფისაგან ყმისა მის ვეფჴის ტყაოსნისა჻

84. ნახეს: უცხო: მოყმე: ვინმე: ჯდა: მტირალი: წყლისა: პირსა჻ შავი: ცხენი: სადავითა: ჰყუა: ლომსა: და: ვითა: გმირსა჻ ხშირად: ესხა: მარგალიტი: ლაგამ აბჯარ უნაგირსა჻ ცრემლთათ: ვარდი: დაეთრთვილა: გულსა: მდუღრად: ანატირსა჻

85. მას: ტანსა: კაბა: ემოსა: გარეთმა: ვეფჴის: ტყავისა჻ ვეფხის: ტყავისა: ქუდივე: იყო: სარქმელი: თავისა჻ ჴელთა: ნაჭედი: მათრაჴი: ჰქონდა: უსხოსი: მკლავისა჻ ნახეს: და: ნახუა: მოუნდა: უცხოსა: სანახავისა჻

86. მივიდა: მონა: საუბრად: მის: ყმისა: გულმდუღარისად჻ თავჩამოგდებით: მტირლისა: არ ჭვრეტთა: მოლიზღარისად჻ მუნვე: წვიმს: წვიმა: ბროლისა: ჰგია: გიშრისა: ღარი: სად჻ ახლოს: მივიდა: მოსცილდა: სიტყვისა: თქმად: აღარისად჻

87. ვერა: ჰკადრა: საუბარი: მონა: მეტად: შეუზარდა჻ დიდხან: უჭვრეტს: გაკვირვებით: თუცა: გული: უმაგარდა჻ მოახსენა: გიბრძანებსო: ახლოს: მიდგა: დაუწყნარდა჻ იგი: ტირს: და: არა: ესმის: მისგან: გაუუმეცარდა჻

88. მის: მონისა: არა: ესმა: სიტყუა: არცა: ნაუბარი჻ მათ: ლაშქართა: ძახილისა: იყო: ერთობ: უგრძნობარი჻ უცხოდ: რადმე: ამოსკვნოდა: გული: ცეცხლთა: ნადებარი჻ ცრემლსა: სისხლი: ერეოდა: გაზდის: ვითა: ნაგუბარი჻

89. სხვაგან: ქნის: მისი: გონება: მისმან: თავისა: წონამან჻ ესე: მეფისა: ბრძანება: ერთხელ: კვლა: ჰკადრა: მონამან჻ არცა: დააგდო: ტირილი: არცა: რა: გაიგონა: მან჻ არცა: გახლიჩნა: ბაგენი თავი: ვარდისა: კონამან჻

90. რა: პასუხი: არა: გასცა: მონა: გარე: შემობრუნდა჻ როსტანს: ჰკადრა: შემიტყვია: იმას: თქვენი: არა: უნდა჻ თვალნი: მზეებრ: გამირეტდეს: გული: მეტად: შემიწუხდა჻ ვერ: ვასმინე: საუბარი: მით: დავყოვნე: ხანი: მუნ: და჻

91. მეფე: გაჰკვირდა: გაცაწყრა: გული: უც: მისთვის: მწყრომარე჻ გაგზავნა: მონა: თორმეტი: მისი: წინაშე: მდგომარე჻ უბრძანა: ჴელთა: აიღეთ: აბჯარი: თქვენ: საომარე჻ მიდით: და: აქა: მომგვარეთ: ვინ: არის: იქი: მჯდომარე჻

92. მონანი: მიდგეს: მივიდეს: გაჴდა: აბჯრისა: ჩხარია჻ მაშინღა: შეჰკრთა: იგი: ყმა: ტირს: მეტად: გულმდუღარია჻ თვალნი: მოარნა: ყოველგან: ნახა: ლაშქართა: ჯარია჻ ერთხელ: ესე: თქვა: ვა: მეო: სხვად: არას: მოუბარია჻

93. თვალთა: ჴელი: უკუივლო: ცრემლნი: ცხელნი: მოიწურნა჻ ჴმალ კაპარჭი: მოიმაგრა: მკლავნი: გაიმამაცურნა჻ ცხენსა: შეჯდა: მონათამცა: საუბარნი: რად: იყურნა სხვასა: მჴარსა: გაემართა: მათი: ჭირი: არ: განჰკურნა჻

94. მონათა: ჴელი: გამართეს: მის: ყმისა: შესაპყრობელად჻ მან: იგინი: გლახ დაჴოცნა: თავსა: ჴელაუპყრობელად ჰკრნა: ერთმანერთსა: დაჴოცნა მტერთაცა: საწყალობელად჻ ზოგსა: გადაჰკრის: მათრაჴი: მკერდამდის: გასაპობელად჻

95. მეფე: გასწყრა: გაგულისდა: მონანიცა: შეუზახნა჻ მან: მდევართა: მიწევნამდის: არ: უჭვრიტა: არცა: ნახნა჻ რაზომნიცა: მიეწივნეს: ყოვლნი: მკვდართა: დაასახნა჻ კაცი: კაცსა: შემოსტყორცნა: როსტან: ამად: ივაგლახნა჻

96. შესხდეს: მეფე: და: ავთანდილ: მის: ყმისა: მისაწეველად჻ იგი: ლაღი: და: უკადრი: მივა: ტანისა: მრხეველად჻ ტაიჭი: მიუქს: მერანსა: მიეფინების: მზე: ველად჻ შეიგნა: მისულა: მეფისა: მისად: უკანა: მდეველად჻