... (H-3061), XVIII ს.

137. ყმა: წავიდა: სიშორესა: თუმცა: მისსა: ვერ: გასძლებდა჻ უკუღმავე: იხედვიდა: თუალთა: რეტად: იყოლებდა჻ ბროლსა: სეტყუს: და: ვარდსა: აზრობს: ტანსა: მჭევრსა: ათრთოლებდა჻ გული: ჰქონდა: გულისათვის: სიყვარულსა: ავალებდა჻

138. თქვა: მზეო: ვარდსა: სიშორე: შენი: დამაჩნდეს: ეს: ადრე჻ ბროლი: და: ლალი: გასრულვარ: ქარვისა: უყვითლესადრე჻ მაშინ: რაღა: ვქნა: ვერ: ჭურეტა: რა: მამხუდეს: კვლა: უგრძესადრე჻ ჴამს: მოყურისათვის: სიკვდილი: ესე: მე: დამიც: წესადრე჻

139. საწოლს: დაწვა: ტირს: მტირალსა: ცრემლი: ძნელად: ეჴოცების჻ ვითა: ვერხვი: ქარისაგან: ირხევის: და: ეკეცების჻ რა: მილულნის: სიახლევე: საყუარლისა: ეოცების჻ შეჰკრთის: დიდი: დაიძახის: მით: პატიჟი: ეოცების჻

140. მოშორვება: საყუარლისა: მას: შეჰქმნოდა: მისად: ღაზოდ჻ ცრემლსა: ვითა: მარგალიტსა ტირს ვარდისა: დასანაზოდ჻ რა: გათენდა: შეეკაზმა: მისთა: მჭვრეტთა: სალამაზოდ჻ ცხენსა: შეჯდა: გაემართა: დარბაზს: მივა: სადარბაზოდ჻

141. დარბაზს: ეჯიბი: შეგზავნა: მართ: მისგან: შენარონია჻ შესთვალა: გკადრებ: მეფეო: მე: ესე: გამიგონია჻ ყოველი: პირი: მიწისა: თქუენ: ჴმლითა: დაგიმონია჻ აწ: თუ: სჯობს: ესე: ამბავი: სცნან: რაცა: გარემონია჻

142. მე: წავიდე: მოვიარო: ვილაშქრო: და: ვინაპირო჻ თინათინის: ჴელმწიფობა: მტერთა: თქვენთა: გულსა: ვგმირო჻ მორჩილქმნილთა გავახარო: ურჩი: ყველა ავატირო჻ ძღვენნი: გკადრნე: ზედაზედა: არ: სალამი: დავაძვირო჻

143. მეფესა: ეთქვა: ამისი: დიადი: მადლიერობა჻ ებრძანა: ლომო: არა: გჭირს: შენ: ომთა: გამდრეკელობა჻ აწ: მაგა: შენსა: თათბირსა გავსო: შენივე: ქველობა჻ წა: მაგრა: მამხვდეს: რაღა: ვქმნა: თუ: სიშორისა: გრძელობა჻

144. ყმა: შევიდა: თაყუანისსცა: მადლი: რამე: მოახსენა჻ ჴელმწიფეო: მიკვირს: ქება: რად: იკადრე ჩემი: თქუენა჻ აწ: ნუთუ: კვლა: ვ: სიშორისა: ღ~ნ: ბნელი: გამითენა჻ პირი: თქვენი: მხიარული: მხიარულსა: კვლა: მიჩუენა჻

145. მეფე: ჴელსა: მოეკიდა: გარდაჰკოცნა: ვითა: შვილი჻ სხვა: მათებრი: არ: ყოფილა: არ: გამზრდელი: არ: გაზრდილი჻ ყმა: ადგა: და: წამოვიდა: მას: დღე: მათი: ჩანს: გაყრილი჻ როსტან: მისთვის: აატირა: გონიერი: გული: ბილი჻

146. გამოემართა: ავთანდილ: მოყმე: მჴნე: ლაღად: მავალი჻ ოც: დღე: იარა: ღამეცა: დღე: ზედა: წართო: მრავალი჻ იგია: ლხინი: სოფლისა: იგია: ნივთი: და: ვალი჻ არ: მისცილდება თინათინ: მისი: მას: ვისგან: სწვავს ალი჻

147. რა: მოვიდა: სიხარული: შიგან: გაჰჴდა: სამეფოსა჻ მოეგებნეს: დიდებულნი: ძღუენსა: სძღუნიდეს: იეფოსა჻ იგი: პირმზე: არ: მოსცთების: სიარულსა: სასწრაფოსა჻ მიხვდეს: მყოფნი: მას: წინაშე: სიხარულსა: სასწრაფოსა჻

148. ქალაქი: ჰქონდა: მაგარი: საზაროდ: სანაპიროსა჻ გარეთ: კლდე: იყო: გიამბობ: ზღუდესა: უქვითკიროსა჻ ყმამან: მუნ: დაყო: სამი: დღე: ამოსა: სანადიროსა჻ გაზრდილი: მისი: შერმადინ: დაისვა: სავაზიროსა჻

149. ესეა: მონა: შერმადინ: ზემოთცა: სახელდებული჻ თანა: შეზრდილი: ერთგული: და: მისთვის: თავდადებული჻ მან: არ: იცოდა: აქამდის: მის: ყმისა: ცეცხლი: დებული჻ აწ: გაუცხადა: სიტყვები: მის: მზისა: იმედებული჻

150. უბრძანა: აჰა: შერმადინ: ამად: მე: შენგან: მრცხვენიან჻ ჩემნი: საქმენი: ყოველნი: გიცნიან: გაგივლენიან჻ მაგრა: არ: იცი: აქამდის: რანიცა: ცრემლნი: მდენიან჻ მე: ვისგან: მქონდეს: პატიჟნი: აწ: მასვე: მოულხენიან჻

151. მიბრძანა: მიცან: ამბავი: მის: ყმისა: დაკარგულისა჻ მოხვიდე: სრულ ვქმნა: მაშინღა: შენი: წადილი: გულისა჻ ქმარი: არ: მინდა: უშენოდ: მამხვდეს: ხისაცა რგულისა»჻ მამცა: წამალი: გულისა: აქამდის: დადაგულისა჻

152. ავთანდილ: ეტყუის: შერმადინს: ლაღი: და: შეუპოველი჻ თინათინ: მითხრა: იმედი: პოვნასა: ზეცით: მოველი჻ მზისამცა: შოვნა: ვის: ძალუც: დაფასდეს: მოუქსოველი჻ ფიცი: მაქუს: ვერ: გამიცრუვებს: მოწმად: მყავს: არსი: ყოველი჻

153. პირველ: ყმა: ვარ: წასულა: მინდა: პატრონისა: სამსახურად჻ ჴამს: მეფეთა: ერთგულობა: ყოფა: გუმართებს: ყმასა: ყმურად჻ მერმე: ცეცხლი: დაუვსია: აღარა: მწვავს: გულსა: მურად჻ ჴამს: თუ: კაცი: არ: შეუდრკეს: ჭირს: მიუხდეს: მამაცურად჻

154. ვართ უმოყვრესნი: მე: და: შენ: ყოველთა: პატრონყმათასა჻ ამისთვის: გნუკევ: სმენასა: შენ: ამა: ჩემთა: ჴმათასა჻ ჩემ: წილ: დაგაგდებ: პატრონად: თავადად სხვათა: ყმათასა჻ ამა: საქმესა: ვერა: ვიქ: მე: განდობასა: სხვათასა჻

155. ლაშქართა: და: დიდებულთა: ალაშქრებდი: ნაპირობდი჻ დარბაზს: კაცსა: გაგზავნიდი: და: ამბავსა: მათსა: ცნობდი჻ წიგნსა: სწერდი: ჩემ: მაგიერ: უფასოსა: ძღვენსა: სძღვნიდი჻ აქა: სადმე: არ: ყოფასა: ჩემსა: მათმცა: რად: აგრძნობდი჻

156. ლაშქრობა: და: ნადირობა: შენი: ჩემსა: დაასახე჻ აქა: სამ: წელ: მომიცადე: ხვაშიადი: შემინახე჻ მე: ნუთუმცა: შემოვბრუნდი: ალვა: ჩემი: არ: დაჭნა: ხე჻ არ: მოვბრუნდე: მამიგლოვე: მიტირე: და: მივაგლახე჻