... (H-3061), XVIII ს.

117. მონათა: ჰკადრეს: მეფეო: ჩუენ: ჴმელნი: მოვიარენით჻ მაგრა: ვერ: ვჰპოვეთ: იგი: ყმა: მით: ვერა: გავიხარენით჻ მისსა: მნახავსა: სულდგმულსა: კაცსა: ვერ: შევეყარენით჻ ჩვენ: ვერა: გარგეთ: საქმენი: სხვანი: რა: მოიგვარენით჻

118. მეფე ბრძანებს მართალ: იყო: ასული: და: ჩემი: ძეო჻ ვნახე რამე: ეშმაკისა: სიცრუდე: და: სიბილწეო჻ ჩემად: მტერად: წამოსრული: გარდმოჭრილი: ზეცით: ზეო჻ გამიშვია: შეჭირვება: არა: მგამა: ყოლა: მეო჻

119. ესე: თქვა: და: სიხარულით: თამაშობა: ადიადა჻ მგოსანი: და: მოშაითი: უჴმეს: პოეს: რაცა: სადა჻ დია: გასცა: საბოძვარი: ყუელა: დარბაზს: შემოხადა჻ მისი: მსგავსი: სიუხვითა: ღმერთმან: სხვამცა: რა: დაბადა჻

120. ავთანდილ: ჯდა: მარტო: საწოლს: ეცვა: ოდენ: მას: პერანგი჻ იმღერდა: და: იხარებდა: წინა: ედგა: ერთი: ჩანგი჻ შემოვიდა: მის: წინაშე: თინათინის: მონა: ზანგი჻ მოახსენა: გიბრძანებსო: ტანი: ალვა: პირი: მანგი჻

121. ავთანდილს: მიხვდა: მოსმენა: საქმისა: სანატრელისა჻ ადგა: და: კაბა: ჩაიცვა: მჯობი: ყოვლისა: ჭრელისა჻ უხარის: ნახვა: ვარდისა: არ: ერთგან: შეუყრელისა჻ ამოა: ჭურეტა: ტურფისა: სიახლე: საყვარელისა჻

122. ავთანდილ: ლაღი: უკადრი: მივა: არვისგან: რცხვენოდა჻ მას: ნახავს: ვისთა: ვამთაგან: ცრემლი: მრავალჯერ: სდენოდა჻ იგი: უებრო: ქუშად: ჯდა: ელვისა: მსგავსად შვენოდა჻ მთვარესა: მისთა: შუქთაგან: უკუნი: გარდაჰფენოდა჻

123. გაძრცულისა: ტანსა: ემოსნეს: ყარყუმნი: უსაპირონი჻ ებურნეს: მოშლით: რიდენი: ფასისა: თქმად: საჭირონი჻ შვენოდეს: შავნი: წამწამნი: გულისა: გასაგმირონი჻ მას: თეთრსა: ყელსა: ეკიდნეს: გრძლად: თმანი: არ: უხშირონი჻

124. დაღრეჯით: იყო: მჯდომარე: ძოწეულითა: რიდითა჻ ავთანდილს: უთხრა: დაჯდომა: წყნარად: ცნობითა: მშვიდითა჻ მონამან: სელნი: დაუდგნა: დაჯდა: კრძალვით: და: რიდითა჻ პირისპირ: პირსა: უჭვრეტდა: სავსე: ლხინითა: დიდითა჻

125. ყმამან: ჰკადრა: საზაროსა: ჩემგან: თქმაღა: ვით: იქნების჻ მზესა: მთუარე: შეეყაროს: დაილევის: დაცაჭკნების჻ აზრად: არად: აღარა: მცალს: თავი: ჩემი: მეგონების჻ თქვენვე: ბრძანეთ: რაცა: გიმძიმს: ანუ: რაცა: გეკურნების჻

126. ქალმან: უთხრა: საუბარი: კეკლუც სიტყუვა არ: დუხჭირად჻ იტყვის: თუცა: აქანამდის: ჩემგან: შორს: ხარ: დანამჭირად჻ მიკვირს: მოგხუდა: წამის: ყოფად: საქმე: შენგან: დასაჭვი: რად჻ მაგრა: გითხრა: პირველ: ხვალმე: სენი: მე: მჭირს: რაცა: ჭირად჻

127. გახსოვს: ოდეს: შენ: და: როსტანს: მინდორს: მჴეცი: დაგეჴოცა჻ ყმა: გენახა: უცხო: ვინმე: რომე: ცრემლი: მოეჴოცა჻ მას: უკანით: გონებამან: მისმან: ასრე: დამამხოცა჻ შენ: გენუკვი: მონახვასა: კიდით: კიდე: მოლაჴო: ცა჻

128. აქანამდის: ნაუბარსა: თუცა: ვერას: ვერ: გეტყვია჻ მაგრა: შორით: სიყვარული: შენგან: ჩემი: შემიტყვია჻ ვიცი: რომე: გაუწყუეტლად: თვალთათ ცრემლი გისეტყვია჻ შეუპყრიხარ: სიყვარულსა: გული: შენი: დაუტყვია჻

129. ასრე: გითხრა: სამსახური: ჩემი: გმართებს: ამა: ორად჻ პირველ: ყმა: ხარ: ჴორციელი: არვინა: გუყავს: შენად: სწორად჻ მერმე: ჩემი: მიჯნური: ხარ: დასტურია: არ: ნაჭორად჻ წა: და: იგი: მოყმე: ძებნე: ახლოს: იყოს: თუნდა: შორად჻

130. შენგან: ჩემი: სიყვარული: ამით: უფრო: გაამყარე჻ რომე: დამხსნა: შეჭირვება: ეშმა: ბილწი: ასაპყარე჻ გულსა: გარე: საიმედო: ია: მორგე: ვარდი: ყარე჻ მერმე: მოდი: ლომო: მზესა: შეგეყრები: შემეყარე჻

131. სამსა: ძებნე: წელიწადსა: იგი: შენი: საძებარი჻ პოვო: მოდი: გამარჯვებით: მხიარულად: მოუბარი჻ ვერა: ჰპოებ: დავიჯერებ: იყო: თურე: უჩინარი჻ კოკობი: და: უფურჭუნელი: ვარდი: დაგხვდე: დაუმჭნარი჻

132. ფიცით: გითხრობ: შენგან: კიდე: თუ: შევირთო: რაცა: ქმარი჻ მზეცა: მამხვდეს: ჴორციელი: ჩემთვის: კაცად: შენაქმარი჻ სრულად: მოვსწყდე: სამოთხესა: ქვესკნელს: ვიყო: დასანთქმარი჻ შენი: მკლვიდეს: სიყვარული: გულსა: დანა: ასაქმარი჻

133. მოახსენა: ყმამან: მზეო: ვინ: გიშერი: აწამწამე჻ სხვა: პასუხი: რამცა: გკადრე: ანუ: რამცა: შევიწამე჻ მე: სიკუდილსა: მოველოდი: შენ: სიცოცხლე: გამიწამე჻ ვითა: მონა: სამსახურად: გაღანამცა: წავე: წა: მე჻

134. კვლაცა: ჰკადრა: აჰა: მზეო: რადგან ღმერთმან მზედ: დაგბადა჻ მით: გმორჩილობს: ზეციერი: მნათობია: რაცა: სადა჻ მე: რომ: თქვენგან: მოვისმინე: წყალობანი: მედიადა჻ ვარდი: ჩემი: არ: დაჭკნების: შუქი: შენი: იეფადა჻

135. კვლავ შეჰფიცეს: ერთმანერთსა: დააპირეს: ესე: პირი჻ გასალდეს: და: გაამრავლეს: საუბარი: სიტყვა ხშირი჻ გაადვილდა: აქანამდის: გარდეჴადა: რაცა: ჭირი჻ თეთრთა: კბილთათ: გამოჰკრთების: თეთრი: ელვა: ვითა: ჭუირი჻

136. ერთგან: დასხდეს: ილაღობეს: საუბარი: ასად: აგეს჻ ბროლ ბალახში: შეხვეული: და: გიშერი: ასადაგეს჻ ყმა: ეტყვის: თუ: შენთა: მჭვრეტთა: თავი: ხელი: ა: სად: აგეს჻ ცეცხლთა: მანდით მოდებულთა: გული: ჩემი: ასადაგეს჻