... (H-3061), XVIII ს.

58. თქვეს: თუ: მეფე: ცუდსა: რასმე: გონებასა: ჩავარდნილა჻ თვარე აქა: სამძიმარი: მათი: ყოლა: არა: ქმნილა჻ ავთანდილ: თქვა: სოგრატ: ვკითხოთ: გვითხრას: რამცა: შეგვეცილა჻ ვკადროთ: რამე: სალაღობო: რასათვისმცა: გაგვაწბილა჻

59. ადგეს: სოგრატ: და: ავთანდილ: ტანითა: მით: კენარითა჻ თვითო: აივსეს: ჭიქები: მივლენ: ქცევითა: წყნარითა჻ წინა: მიუსხდეს: მუჴლ მოყრით: პირითა: მოცინარითა჻ ვეზირი: ლაღობს: ენითა: წყლიანად: მოუბარითა჻

60. დაგიღრეჯია: მეფეო: აღარ: გიცინის: პირიო჻ მართალ: ხარ: წაჴდა: საჭურჭლე: თქუენი: მძიმე: და: ძვირიო჻ ყუელასა: გასცემს: ასული: თქვენი: საბოძვარ ხშირიო჻ ყოლემცა: მეფედ: ნუ: დასვი: თავსა: რად: უგდე: ჭირიო჻

61. რა: მეფემან: მოისმინა: გაცინებით: შემოხედნა჻ გაუკვირდა: ვით: მკადრაო: ან: სიტყუანი: ვით: გაბედნა჻ კარგა: ჰქენო: დაუმადლა: ბრძანებანი: უიმედნა჻ ჩემი: ზრახვა: სიძუნწისა: ტყუვის: ვინცა: დაიყბედნა჻

62. ეგე: არ: მიმძიმს: ვაზირო: ესეა: რომე: მწყენია჻ სიბერე: მახლავს: დავლივე სიყმაწვილისა: დღენია჻ კაცი: არ: არის: სითკენცა: საბრძენებელი: ჩვენია჻ რომე: მას: ჩემგან ესწავლნეს: სამამაცონი: ზნენია჻

63. ერთაი: მიზის: ასული: ნაზარდი: სათუთობითა჻ ღ~თნ: არ: მომცა: ყმაშვილი: ვარ: საწუთროსა: თმობითა ანუმცა: მგვანდა: მშვილდოსნად: ანუ: კვლავ: ბურთაობითა჻ ცოტასა: შემწევს: ავთანდილ: ჩემგანვე: ნაზარდობითა჻

64. ყმა: მეფისა: ბრძანებასა: ლაღი: წყნარად: მოისმენდა჻ თავმოდრეკით: გაიღიმნა: გაცინება: დაუშვენდა჻ თეთრთა: კბილთათ: გამამაკრთალსა: შუქსა: ველთა: მოაფენდა჻ მეფე: ჰკითხავს: რას: იცინი: ანუ: ჩემგან: რა: შეგრცხვენდა჻

65. კვლავ: უბრძანა: თავსა: ჩემსა: რას: იცინი: რა: დამგმეო჻ ყმამან: ჰკადრა: მოგახსენებ: და: ფარმანი: მიბოძეო჻ რაცა: გკადრო: არ: გეწყინოს: არ: გარისხდე: არ: გასწყრეო჻ არ: გამჴადო: კადნიერად: არ: ამიკლო: ამადზეო჻

66. უბრძანა: რადმცა: ვიწყინე: თქმა: შენგან: საწყინარისა჻ ფიცა: მზე: თინათინისა: მის: მზისა: მოწუნარისა჻ ავთანდილ: იტყუის: დავიწყო: კადრება: საუბნარისა჻ ნუ: მოჰკუეხ: მშვილდოსნობასა: თქმა: სჯობს: სიტყვისა: წყნარისა჻

67. მიწაცა: თქვენი: ავთანდილ: თქვენს: წინა: მშვილდოსანია჻ ნაძლევი: დავდვათ: მოვასხნეთ: მოწმად: თქვენივე: ყმანია჻ მოასპარეზედ: ვინ: მგავსო: ცუდნიღა: უკუთქმანია჻ გარდამწყვედელი: მისიცა: ბურთი: და: მეიდანია჻

68. მე: არ: შეგარჩენ: შენ: ჩემსა: მაგისა: დაცილებასა჻ ბრძანე: ვისროლოთ: ნუ: ვიქთო: შედრეკილობაკლებასა჻ კარგთა: ყმათასა: ვიქმოდეთ: მოწმად: ჩვენთანა: ხლებასა჻ მერმე: გამოჩნდეს: მოედანს: ვისძი: უთხრობდენ: ქებასა჻

69. ავთანდილცა: დამორჩილდა: საუბარი: გარდაწყვიდეს჻ იცინობდეს: ყმაწვილობდეს: საყუარლად: და: კარგად: ზმიდეს჻ ნაძლევიცა: გააჩინეს: ამა: პირსა: დაასკვნიდეს჻ ვინცა: იყოს: უარესი: თავშიშველი: სამ: დღე: ვლიდეს჻

70. კვლავ: ბრძანეს: მონა: თორმეტი: შევსხათ: ჩვენთანა: მარებლად჻ თორმეტი: ჩემად: ისრისა: მომრთმევლად: მოსახმარებლად჻ ერთაი: შენი: შერმადინ: არს: მათად: დასადარებლად჻ ნასროლნაკრავსა: დასთვლიდენ: უტყუვრად: მიუმცდარებლად჻

71. მონადირეთა: უბრძანა: მინდორნი: მოიარენით჻ დაცევით ჯოგი: მრავალთა: თავნი: ამისთვის: არენით჻ ლაშქარნი: სამზოდ: აწვივნეს: მოდით: და: მოიჯარენით჻ გაყარეს: სმა: და: ნადიმი: მუნ: ამაოდ: გავიხარენით჻

72. დილასა: ადრე: მოვიდა: იგი: ნაზარდი: სოსანი჻ ძოწეულითა: მოსილი: პირად: ბროლ ბალახშოსანი჻ პირ ოქრო: რიდე: ეხვია: შვენოდა: ქარქაშოსანი჻ მეფესა: გასვლად: აწვევდა: მოდგა: თეთრტაიჭოსანი჻

73. შეეკაზმა: მეფე: შეჯდა: ნადირობას: გამოვიდეს჻ მრგვლივ: მინდორსა: მოსდგომოდეს: ალყას: გარე: შემოჰკრვიდეს჻ ზეიმი: და: ზარი: იყო: სპანი: ველთა: დაჰფარვიდეს჻ ნაძლევისა: მათისათვის: ისროდეს: და: ერთგან: სრვიდეს჻

74. უბრძანა: მონა: თორმეტი: მოდით: ჩვენთანა: ვლიდითა჻ მშვილდსა: ფიცხელსა: მოგვცემდით: ისარსა: მოგვართმიდითა჻ ნაკრავსა: შეადარებდით: ნასროლსა: დასთვალვიდითა჻ დაიწყო: მოსლვა: ნადირმან: ყოვლთა: მინდორთა: კიდითა჻

75. მოვიდა: ჯოგი: ნადირთა: ანგარიშ მიუწდომელი჻ ირემი: თხა: და: კანჯარი: ქურციკი: მაღლა: მხლდომელი჻ მას: პატრონ ყმანი: გაუჴდეს: ჭვრეტადმცა: სჯობდა: რომელი჻ აჰა: მშვილდი: და: ისარი: და: მკლავი: დაუშრომელი჻

76. ცხენთა: მათთა: ნატერფალნი: მზესა: შუქთა: წაუხმიდეს჻ მიჰჴოცდეს: და: მიისროდეს: მინდორს: სისხლთა: მიასხმიდეს჻ რა: ისარი: დაელივის: მონანიყე: მოართმიდეს჻ მჴეცნი: მათგან: დაკოდილნი: ბიჯსა: წაღმა: ვერ: წასდგმიდეს჻

77. იგი: ველი: გაირბინეს: ჯოგი: წინა: შემოისხეს჻ დაჴოცეს: და: ამოწყვიდეს: ცათა: ღ~თი: შეარისხეს჻ ველნი: წითლად: შეეღებნეს: ნადირთაგან: სისხლი: ისხეს჻ ავთანდილის: შემხედველთა: ჰგავსო: ალვას: ედემს: ის: ხეს჻