... (H-3061), XVIII ს.

ქ ამა ამბვისა დასაწყისი პირველი ამო და სასმენელად შვენიერი: სწავლისათვის მოშაირეთასა჻

ტარიელის და ნესტან დარეჯანს ვეფხის ტყაოსნობით უჴმობენ:

1. რომელმან: შექმნა: სამყარო: ძალითა: მით: ძლიერითა჻ ზეგარდმოთ: არსნი: სულითა: ყუნა: ზეცით: მონაბერითა჻ ჩვენ კაცთა მოგუცა: ქვეყანა გვაქვს: უთვალავი: ფერითა჻ მისგან: არს: ყოვლი ჴელმწიფე: სახითა: მის: მიერითა჻

2. ჰე ღ~თო: ერთო შენ: შეჰქმენ: სახე: ყოვლისა: ტანისა჻ შენ: დამიფარე ძლევა: მეც: დათურგუნვად: მე: სატანისა჻ მომეც: მიჯნურთა: სურვილი სიკვდიდმდე: გასატანისა჻ ცოდვათა: შესუბუქება მუნ: თანა: წასატანისა჻

3. ვის: შვენის: ლომსა: ჴმარება: შუბისა ფარ: შიმშერისა჻ მეფისა: მზის: თამარისა: ღაწუ: ბალახშ: თმა: გიშერისა჻ მას: არა: ვიცი შევკადრო შესხმა: ხოტბისა: ხშირისა჻ მისთა: მჭვრეტელთა: ყანისა: მირთმა: ჴამს: მართ მიშერისა჻

4. თამარს: ვაქებდეთ: მეფესა სისხლისა: ცრემლ: დათხეული჻ ვთქუენი: ქებანი: ვისნი: მე არ: ავად: გამორჩეული჻ მელნად: ვიჴმარე: გიშრის: ტბა კალმად: მინა: რხეული჻ ვინცა: ისმინოს: დაესვას: ლახვარი: გულსა: ხეული჻

5. მიბრძანეს: მათად: საქებრად: თქმა: ლექსებისა: ტკბილისა჻ ქება: წარბთა: და: წამწამთა თმათა: და: ბაგე: კბილისა჻ ბროლ: ბალახშისა: თლილისა მით: მიჯრით: მიწყობილისა჻ გასტეხს: ქვასაცა: მაგარსა: გურდემლი: ტყვიისა: ლბილისა჻

6. აწ: ენა: მინდა: გამოთქმად გული: და: ჴელოვანება჻ ძალი: მომეც: და: შეწევნა შენგნით: მაქვს მივსცე: გონება჻ მით: შევეწივნეთ: ტარიელს: ტურფადაც: უნდა: ჴსენება჻ მათ: სამთა: გმირთა: მნათობთა: სჭირს: ერთმანერთის: მონება჻

7. მო დავსხდეთ ტარიელისთვის: ცრემლი: გვდის: შეუშრობილი჻ მისებრივ მართ: დაბადებით: ვინცა: ყოფილა: შობილი჻ დავჯე: რუსთველმან: გავლექსე მისთვის: გულ: ლახუარ: სობილი჻ აქამდის: ამბად: ნათქვამი აწ: მარგალიტი: წყობილი჻

8. მიჯნურსა: თვალად: სიტურფე: მართებს: მართ: ვითა: მზეობა჻ სიბრძნე: სიმდიდრე სიუჴვე სიყმე: და: მოცალეობა჻ ენა: გონება: დათმობა: მძლეთა: მებრძოლთა: მძლეობა჻ ვისცა: ეს: სრულად: არა: სჭირს: აკლია: მიჯნურთ: ზნეობა჻

9. მიჯნურობა: არის: ტურფა: საცოდნელად: ძნელი: გუარი჻ მიჯნურობა: სხვა: რამეა: არ: სიძვისა: დასადარი჻ იგი: სხვაა: სიძუა: სხვაა: შუა: უზის: დიდი: მზღვარი჻ ნუ: ვინ: გარევთ: ერთმანერთსა: გესმის: ჩემი: ნაუბარი჻

10. ხამს: მიჯნური: ხანიერი: არ: მეძავი: ბილწი: მრუში჻ რა: მოშორდეს: მოყვარესა: გაამრავლოს: სულთქმა: უში჻ გული: ერთსა: დააჯეროს: კუშტი: მიხვდეს: თუნდა: ქუში჻ მძულს: უგულოდ: სიყუარული: ხვევნა: კოცნა: მტლაშიმტლუში჻

11. ამა: საქმესა: მიჯნური: ნუ: უჴმობთ მიჯნურობასა჻ დღეს: ერთი: უნდეს: ხვალე: სხვა: სთმობდეს: გაყრისა: თმობასა჻ ესე: მღერასა: ბედითსა: ჰგავს: ვაჟთა: ყმაწვილობასა჻ კარგი: მიჯნური: იგია: ვინ: იქს: სოფლისა: თმობასა჻

12. არს: პირველი: მიჯნურობა: არ: დაჩენა: ჭირთა: მალვა჻ თავისწინა: იგონებდეს: ნიადაგმცა: ჰქონდა: ხალვა჻ შორით: ბნედა: შორით: კდომა: შორით: დაგვა: შორით: ალვა჻ დასთმოს: წყრომა: მეფეთაგან: მისი: ჰქონდეს: შიში: კრძალვა჻

13. ხამს: თავისსა: ხუაშიადსა: არვისთანა: ამჟღავნებდეს჻ არ: ბედითად ჰაი : ზმიდეს: მოყვარესა: აყივნებდეს჻ არსით: უჩნდეს: მიჯნურობა: არასადა: იფერებდეს჻ მისთვის: ჭირი: ლხინად: უჩნდეს: მისთვის: ცეცხლსა: მოიდებდეს჻

14. მას: უშმაგო: ვით: მიენდოს: ვინ: მოყვარე: გაამჟღავნოს჻ ამის: მეტი: რამცა: ირგო: მას: ავნოს: და: თვითცა: ივნოს჻ რათამცაღა ასახელა: რა: სიტყვითა: მოაყივნოს჻ რა: გავა: თუ: მოყვარესა: კაცმან: გული: არ: ატკივნოს჻

15. მე: რუსთველი: ხელობითა: ვიქმ: საქმესა: ამა: დარი჻ ვის: მორჩილობს: ჯარი: სპათა: მისთვის: ვხელობ: მისთვის: მკვდარი჻ დაუძლურდი: მიჯნურთათვის: კვლავ: წამალი: არსით: არი჻ ანუ: მამცეს განკურნება: ანუ: მიწა: მე: სამარი჻

16. ესე: ამბავი: სპარსული: ქართულად: ნათარგმანები჻ ვით: მარგალიტი: ობოლი: ჴელის ჴელ: საგოგმანები჻ ვჰპოვე: და: ლექსად: გარდავთქვი: საქმე: ვქენ: საჭოჭმანები჻ ჩემან: ჴელმქმნელმან: დამართოს: ლაღმან: და: ლამაზმა: ნები჻

17. თვალთა: მისგან: უნათლოთა: ენატ: რამცა: ახლად: ჩენა჻ აჰა: გული: გამიჯნურდა: მიხდომია: ველთა: რბენა჻ მიაჯეთ: ვინ: ჴორცთა: დაწვა: კმარის: მისცეს: სულთა: ლხენა჻ სამთა: ფერთა: საქებელთა: ლამის: ლექსთა: უნდა: ლევნა჻

18. რაცა: ვისცა: ბედმან: მისცეს: დასჯერდეს: და: მას: უბნობდეს჻ მუშა: მიწყივ: მუშაობდეს: მეომარი: გულოვნობდეს჻ კვლავ მიჯნურსა: მიჯნურობა: უყუარდეს: და: გამოსცნობდეს჻ არცა: ვისგან: დაიწუნოს: არცა: სხვასა: უწუნობდეს჻