... (H-3061), XVIII ს.

195. იტყვის: ღ~თო: სამართალნი: შენნი: ჩემთვის: რად: ამრუდენ჻ მე: ეზომნი: სიარული: კიდე: რად: გლახ: გამიცუდენ჻ გულით: ჩემით: სიხარულნი: აჰფხურენ: ჭირნი: დაუბუდენ჻ დღეთა: ჩემთა: ცრემლნი: ჩემნი: ვერათოდეს: დავიყუდენ჻

196. კვლაცა: იტყვის: დათმობა: სჯობს: და: თავსავე: ეუბნების჻ დღეთა: მეტად: ნუ: მოჰკვდები: გული: ჩემი: ნუ: დადნების჻ უღ~თოდ: ვერას: ვერ: მოვაწევ: ცრემლი: ცუდად: მედინების჻ განგებასა: ვერვინ: შესცვლის: არსაქმნელი: არ: იქმნების჻

197. თავს: უთხრა: მოჰკვე: გიჯობს: სიცოცხლე: აუგიანსა჻ მიხვალ: დაგხვდების: თინათინ: ანათებს: დღესა: მზიანსა჻ გკითხოს: მის: მზისა: ამბავი: რა: გმართებს: ვაგლახიანსა჻ იგონებს: წამწამ: მიჰყუების: ტყის: პირსა: შამბნარწყლიანსა჻

198. ყოვლნი: არსნი: ცათ: ქუეშეთნი: ერთობ: სრულად: მომივლიან჻ მაგრა: საქმე: მის: კაცისა: ვერა: სადა: შემიგნიან჻ უღონიოდ: მართალ: იყუნეს: რომელთაცა: ქაჯად: თქვიან჻ აწ: ტირილი: არას: მარგებს: ცუდად: ცრემლნი: რასა: მდიან჻

199. მთით: ჩამოვიდა: ავთანდილ: გავლო: წყალი: და: ტყენია჻ მინდორს: აცორვებს: ტაიჭსა: შეჟღრენით: მონაწყენია჻ გასცუდებოდეს: მკლავნი: და: მისნი: სიამაყენია჻ ბროლისა: ველსა: სტურფობდეს: გიშრისა: მუნ: საყენია჻

200. მობრუნება: დააპირა: სულთქნა: მერმე: ივაგლახა჻ მას: მინდორსა: დაემართა: გზა: თვალითა: გამოსახა჻ თვესა: ერთსა: სულიერი: კაცი: არსად: არ: ენახა჻ მჴეცნი: იყვნეს: საშინელნი: მაგრა: არა: შეუზახა჻

201. მათ: მინდორთა: შუა შიგან ამოსული: ქედი: არი჻ გაფიცხდა: და: ზედ: წაადგა: მოიმარჯვა: საომარი჻ ჩემი: ბრძოლა: ვისმცა: ეძლოს: შევკრა: ერთგან: მთა: და: ბარი჻ დავჰჴოცნე: და: ჩამოვყარნე: წავიყვანო: პატიმარი჻

202. თუცა: მჴეცქმნილი: ავთანდილ: გულამოსკვნით: და: კვნესითა჻ ეგრეცა: ჭამა: მოუნდის: ადამის: ტომთა: წესითა჻ ისრითა: მოკლის: ნადირი: როსტომის: მკლავუგრძესითა჻ შამბისა: პირსა: გარდაჴდა: ცეცხლი: დააგზო: კუესითა჻

203. ცხენსა: მისცა: საძოვარი: ვირემ მწვადი: შეიწოდეს჻ ექუსნი: რამე: ცხენოსანნი: ნახა: მისკენ: მოვიდოდეს჻ თქუა: თუ გვანან: მეკობრეთა: თვარა: კარგი: რამც: იცოდეს჻ აქა: კაცი: ჴორციელი: კულავ ყოფილა: არაოდეს჻

204. ჩვენ: ასრე: მყოფნი: არ: ვარგვართ: რა: გვნახვენ: ვემაჯანებით჻ შეირტყა: წელთა: აბჯარი: შეჯდა: ტანითა: ჯანებით჻ მზად: აქუს: მშვილდი: და: ისარი: ჴმალი: მოიმარჯა: ნებით჻ მისმან: მებრძოლმან: ყუელამან: გაყრამცა: იაჯა: ნებით჻

205. ჴელთა: ჰქონდა: ისარ: მშვილდი: მათკენ: მივა: მხიარული჻ ორთა: კაცთა: წვეროსანთა: ყმა: მოჰყუანდა: უწვერული჻ თავსა: იყო: დაკოდილი: შეებნიდა: სისხლსა: გული჻ ტიროდეს: და: იჭიროდეს: ცოტა: ედგა: მას: გლახ: სული჻

206. უყივლა: თუ: ძმანო: ვინ: ხართ: მეკობრეთა: დაგამსგავსენ჻ მათ: მიუგეს: დაგვიწყნარდი: გვიშველე: რა: ცეცხლნი: ავსენ჻ ვერა: გუარგო: მოგვიტკივნე ჭირნი: ჭირთა: მოგვისავსენ჻ სატირელნი: მოგუიტირენ: ღაწუნი: შენცა: დაიმხასენ჻

207. ავთანდილ: მიდგა: ეუბნა: მათ: კაცთა: გულმდუღარეთა჻ მათ: უთხრეს: მათი: ამბავი: ტირილით: მოუბარეთა჻ ჩვენ: ვართო: ძმანი: სამნივე: მით: ვიდენთ: ცრემლთა: მწარეთა჻ დია: გვაქუს: ციხექალაქი: ხატაეთს: არემარეთა჻

208. კარგი: გვესმა: სანადირო: ნადირობას: წამოვედით჻ გუყვეს: ლაშქარნი: უთუალავნი: წყლისა: პირსა: გარდაჴედით჻ სანადირო: მოგვეწონა: თვესა: ერთსა: არ: წავედით჻ ვჰჴოცეთ: მჴეცსა უზომოსა მინდორით: და: მთით: და: ქედით჻

209. ჩვენ: სამთა: ძმათა: ჩვენთანა: მესროლნი: დავაწბილენით჻ მით: ერთმანერთსა: სამნივე: ჩვენ: კიდე: დავეცილენით჻ მე: უკეთ: მოვკლავ: მე: გჯობო»: სიტყვანი: გავაქილენით჻ ვერ: გავაჩინეთ: მართალი: ვისარჩლეთ: ვითაკილენით჻

210. დღეს: ავჰყარენით: ლაშქარნი: სავსენი: ირმის: ტყავითა჻ ვთქუით: გავაჩინოთ: მართალი: ვინ: ვსჯობთ: თავისა: მკლავითა჻ თავსა: ვიახლნეთ: მარტონი: დავდგეთ: მართ: ოდენ: თავითა჻ თვით: დანახულსა: მოვკლვიდეთ: ნუ: ვესრვით: დამნახავითა჻

211. ჩვენ: ვიახლენით: სამთავე: სამნივე: მეაბჯრენია჻ ლაშქართა: წასულა: უბრძანეთ: მით: არას: მოაზრენია჻ მოვინადირეთ: მინდორი: ისი: ტყენი: და: ღრენია჻ დავჰხოცეთ: მხეცი: მფრინველი: რაცა: ზე: გარდაგვფრენია჻

212. ანაზდად: მოყმე: გამოჩნდა: კუშტი: პირგამქუშავია჻ ზედა: ჯდა: შავსა: ტაიჭსა: მერანი: რამე: შავია჻ თავსა: და: ტანსა: ემოსა: გარეთმა: ვეფხის: ტყავია჻ ჯერ მისი: მგზავსი შვენებით კაცთაგან: უნახავია჻

213. რა: მათ: კაცთა: ესე: სიტყუა: თქვეს: ავთანდილ: ვაგლახ: ვება჻ მოეგონა: მისი: მზე: და: მეფესთანა: მისი: შვება჻ ჰე: მოგშორდი: ჩემო: მზეო: მამხუდეს: შენი: თუ: შოვება჻ იყოს: ჩემთა: ჭირთა: ნაცულად: ნეტარ: მე: და: იშოვება჻

214. უჭვრიტეთ: მისთა: ელვათა: შუქნი: ძლივ: გავიცადენით჻ ვთქუით: თუ: მზეაო: ქუეყნად: ნუ: ვეუბნებით: ცად: ენით»჻ მისი: მოგვინდა: შეპყრობა: ვჰკადრეთ: და: შევეცადენით჻ ასრე: სულთქმით: და: ვაებით: მით: ვართ: ცრემლისა: ცადენით჻