... (H-3061), XVIII ს.

235. რა: ტყენი: გავლნა: მან: ყმამან: მოსილმან: ვეფხის: ტყავითა჻ ქვაბისა: კარსა: გამოდგა: ქალი: ჯუბითა: შავითა჻ ატირდა: მაღლად: ცრემლითა: ზღვათაცა: შესართავითა჻ იგი: ყმა: ცხენსა: გარდაჴდა: ყელსა: მოეჭდო: მკლავითა჻

236. ყმამან: უთხრა: დავო: ასმათ: ჴიდნი: ზღვასა: ჩაგვიცვივდეს჻ ვეღარ: მივხუდით: ჟამიერად: ჩვენ: ვისიცა: ცეცხლნი: გვწუიდეს჻ ესე: თქუა: და: მკერდსა: ჴელნი: იკრნა: ცრემლნი: გარდმოსცვივდეს჻ ქალი: შებნდა: მოეხვია: ერთმანერთსა: სისხლით: სწიმდეს჻

237. იგი: ტევრი: გაეხშირა: დანაგლეჯსა: მათსა: თმასა჻ ერთმანერთსა: ეხვეოდეს: ყმა: ქალსა: და: ქალი: ყმასა჻ იზახდიან: მოთქმიდიან და სცემდიან: კლდენი: ჴმასა჻ ავთანდილ: სჭურეტს: გაკვირვებით: მათსა: ეგრე: ქცევა: ზმასა჻

238. სული: დაიღო: მან: ქალმან: დასთმო: გულისა: წყლულობა჻ ქუაბს: შეიყუანა: ტაიჭი: მოჰჴადა: აკაზმულობა჻ მას: ყმასა: შეხსნა: შეიღო: აბჯრისა: წელ: მორტყმულობა჻ შინა: შევიდეს: მას: დღესა: გარდაჴდა: გამოსრულობა჻

239. ავთანდილს: უკუირს: ამბავი: ისი: თუ: ვცნაო: მე: რითა჻ გათენდა: ქალი: გამოდგა: მოსილი: მითვე: ფერითა჻ შავსა: აუდვა: ლაგამი: სწმენდდა: რიდისა: წვერითა჻ შეჰკაზმა: მოაქვს: აბჯარი: წყნარად: არ: რამე: ჩხერითა჻

240. მის: მოყმისა: წესი: იყო: მეტსა: თურე: არას: ვეჯდა჻ ქალი: ტირს: და: მკერდსა: იცემს: თმისა: ტევრსა: გაიგლეჯდა჻ ერთმანერთსა: მოეხვივნეს: აკოცა: და: ცხენსა: შეჯდა჻ ასმათ: ისრე: დაღრეჯილი: კულა: უფრორე: დაიღრეჯდა჻

241. ავთანდილ: ახლოს: კულა: ნახა: სახე: მისივე: კაცისა჻ ულვაშაშლილი: წვერგამო: ნუ: თუ: მზეაო: ვთქვა: ცისა჻ ეყნოსა: სული: ალვისა: ქართაგან: მონატაცისა჻ ასრე: უჩნს: მოკლვა: ლომისა: მართ: ვითა: ლომსა: ვაცისა჻

242. მასვე: გზასა: წამოვიდა: რომე: გუშინ: შეეარა჻ შამბი: გავლო: გაეშორა: თავი: მინდორს: გააგარა჻ ავთანდილ: სჭურეტს: გაკვირვებით: მალვით: ხესა: მოეფარა჻ თქუა: თუ: ღ~თნ: ესე: საქმე: მეტად: კარგად: მომიგვარა჻

243. ავთანდილ: თქუა ჟამად: ვჰპოვე: ვრბოდი: ვისთუის: სურვილითა჻ მისგან: კიდე: მომსახურე: ვნახო: ჰყუანდეს: ნუთუ: ვითა჻ ნუთუ: რასაც: მოველოდდე: მითხრას: ამან: მე: ამბავთა჻ თვარე მე: ვარ: იგი: ლომი: რომე: მჴეცთა: მოვსრავ: ჴრმლითა჻

244. აწ: ამას: ჩემთვის: ღმრთისაგან: სხვა: საქმე: რა: ვამჯობინო჻ ქალი: შევიპყრა: მის: ყმისა: ამბავი: ვაამბობინო჻ ჩემიცა: ვუთხრა: ყუელაი: მართალი: გავაბჭობინო჻ მას: ყმასა: ჴმალი: არა: ვჰკრა: არც: მას: დავისობინო჻

245. ჩამოვიდა: ცხენი: ახსნა: მისგან: ხესა: გამობმული჻ ზედა: შეჯდა: გაემართა: ქუაბი: იყო: კარგახმული჻ მუნით: ქალი: გამოიჭრა: გულმდუღარე: ცრემლდასხმული჻ ეგონა: თუ: დაბრუნდაო: პირი: ვარდი: ფერ ბაკმული჻

246. ვერ: იცნა: სახე: არ: გვანდა: მისი: მის: ყმისა: სახესა჻ ფიცხლა: გაიქცა: მიმართა: ზახილით: კლდესა: და: ხესა჻ ყმა: გარდაიჭრა: დააბა: ვითა: კაკაბი: მახესა჻ ჴმას: სცემდეს: კლდენი: ქალისა: ზახილსა: მუნ: ერთსახესა჻

247. მას: ყმასა: თავი: არ: მისცა: ჭურეტადცა: ებილწებოდა჻ ვითა: კაკაბი: არწივსა: ქვეშე: მი: და: მო ჰკრთებოდა჻ ტარიელს: ვისმე: უძახდა: მწედ: თუცა: არ: ემწებოდა჻ ავთანდილ: მუჴლთა: უყრიდა: თითითა: ეხვეწებოდა჻

248. ქალი: კიოდა: ტირილით: ჴმასა: მოსცემდეს: მთა: ვითა჻ უზახის: ლომო: ტარიელ: არ: იყო: ამად: ზავითა჻ ავთანდილ: ეტყუის: ნუ: შიშობ ნუ: ხარ: ცნობითა: ავითა჻ ღარიბი: უადგილოსა: მოველ: მართ: ოდენ: თავითა჻

249. ეტყოდა: სულე: რამც: გიყავ: კაცი: ვარ: ადამიანი჻ უფეროქმნილნი: მინახვან: ვარდნი: და: ისი: იანი჻ მისი: რამ: მითხარ: ვინ: არის: ტან: სარო: პირბაკმიანი჻ სხვად: არას: გიზამ: ნუ: გეშის: ნუ: ჰყივი: აგრე: ჴმიანი჻

250. ქალი: ეტყოდა: ტირილით: სარჩელი: უგავს: ბრჭობასა჻ თუ: არ: შმაგი: ხარ: დამეხსენ: შმაგი: ხარ: მოდი: ცნობასა჻ აწ: მეტად: ძნელსა: საქმესა: მნუკევ: ადვილად: თხრობასა჻ ცუდად: ნუ: სცდები: ნუ: ელი: მაგა: ამბვისა: მბობასა჻

251. კვლავ: ეტყუის: ყმაო: რა: გინდა: ანუ მე: ნუკვი: მე: რასა჻ მაგა: საქმისა: ვერა: იქს: ვერცა: კალამი: წერასა჻ შენ: ერთხელ იტყუი მითხარო: მე: ასჯერ: გეტყვი: ვერასა჻ ვითა: სიცილი: ტირილსა: მიჯობს: ვაგლახი: მღერასა჻

252. ყმა: ეტყუის: ხედავ: სისხლისა: თვალთა: მდის: ცრემლთა: წყალები჻ დრო: გამიგრძელდა: მიმჭირდა: მაჩნია: მით: აწყა: ლები჻ ვიცი: არ: მამკლავ: ღარიბი: ღარიბსა: შეგებრალები჻ მაგა: ამბვითა: დამივსე: ცეცხლისა: მე: აწყ: ალები჻

253. ქალო: არ: იცი: სით: მოვალ: რა: ჭირნი: მომითმენიან჻ ოდითგან: ვეძებ: ამბავთა: ესე: არვისგან: მსმენიან჻ შენ: მიპოვნიხარ: სიტყუანი: ჩემნი: რაზომცა: გწყენიან჻ ვერ: დაგეხსნები: მიამბე: ჩემგან: ნუღარა: გრცხუენიან჻

254. ქალმან: უთხრა: რას: შეგესწარ: მე: ვინ: ვარ: და: ანუ: შენო჻ მზე: არ: მახლავს: შეგეტყვების: თრთვილო: ასრე: მით: მაწყენო჻ გრძელი: სიტყუა: საწყინოა: ასრე: მოკლედ: მოგახსენო჻ ვერასათვის: ვერ: გიამბობ: რაცა: გინდა: იგი: ქენო჻