... (H-403), 1818 წ.

158. მაშინღა ჰკადრე მეფესა: არ საქმე სასურვალია჻ აცნობე ჩემი სიკუდილი: იყავ მართ ვითა მთურალია჻ მიხუდა თქო საქმე რომელი: ყოვლთათვის გარდუვალია჻ გლახაკთა მიეც საჭურჭლე: ოქრო ვერცხლი და რვალია჻

159. მაშინ უფრო მომეჴმარე: ამისგანცა უფრო მჴნედრე჻ ნუთუ ადრე დამივიწყო: მახსენებდი ზედა ზედრე჻ მეტად კარგად დამიურვე: სული ჩემი შეივედრე჻ ზრდანი ჩემნი მოიგონე: გული შენი მოიმდედრე჻

160. რა მონამან მოისმინა: გაუკჳრდა შეეზარა჻ თვალთათ ვითა მარგალიტი: ცხელი ცრემლი გარდმოყარა჻ მოახსენა უშენომან: გულმან რამცა გაიხარა჻ ვიცი რომე არ დასდგები: მაგას გიშლი ამად არა჻

161. ჩემად ნაცვლად დაგაგდებო: ესე სიტყვა რად მიბრძანე჻ რაგვარა ვჰქნა პატრონობა: რამც გიფერე რამც გიგვანე჻ შენ მარტოსა გიგონებდე: მემცა მიწა ვიაკვანე჻ ჰსჯობს ორნივე გავიპარნეთ: წამოგყვები წამიტანე჻

162. ყმამან უთხრა მომისმინე: მართლად გითხრობ არა ჭრელად჻ რა მიჯნური ველთა ჰრბოდეს: მარტო უნდა გასაჭრელად჻ მარგალიტი არვის მიხუდეს: უსასყიდლოდ უვაჭრელად჻ კაცი ცრუ და მოღალატე: ჴამს ლახვრისა დასაჭრელად჻

163. ვისმცა უთხარ ხვაშიადი: შენგან კიდე არვინ ვარგა჻ უშენოსა პატრონობა: ვის მივანდო ვინ იქს კარგა჻ სანაპირო გაამაგრე: მტერმან ახლოს ვერ იბარგა჻ კულა ნუთუმცა შემოვიქცე: ღ~თნ სრულად არ დამკარგა჻

164. ფათერაკი სწორად მოჰკლავს: ერთი იყოს თუნდა ასი჻ მარტოობა ვერას მიზამს: მცავს თუ ცისა ძალთა დასი჻ აქათ სამ წელ არ მოვიდე: მაშინ გმართებს გლოვა ფლასი჻ წიგნსა მოგცემ გმორჩილობდენ: ვინცა იყოს ჩემი ხასი჻

აქა წიგნი ავთანდილისა ყმათა თანა჻

165. დაწერა თუ ჩემნო ყმანო: გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო჻ ერდგულნო და მისანდონო: ამას ზედა გამოცდილნო჻ თქუჱნ ჩემისა საწადლისა: მიდგომილნო ვითა ჩრდილნო჻ წიგნი ჩემი მოისმინეთ: ყოვლნო ერთგან შემოყრილნო჻

166. მიწაცა თქუჱნი ავთანდილ: ისმინეთ გიწერ მე რასა჻ თჳთ ვიქ ჴელითა ჩემითა: ამა წიგნისა წერასა჻ ცოტასა ხანსა ვარჩივენ: გაჭრა სმასა და მღერასა჻ პურად და საჭმლად მივენდევ: ჩემსა მშვილდსა და ცერასა჻

167. საქმე რამე მიც თავისა: ზე სადმე გარდსახვეწელი჻ დავჰყო მარტო და ღარიბად: ესე წლეული მე წელი჻ გემუდარები ამისთჳს: ვარ თქუჱნი შემომხვეწელი჻ მე დამახვედროთ სამეფო: მტერთაგან დაულეწელი჻

168. მე შერმადინ დამიგდია: ჩემად კერძად პატრონობდეს჻ სიკუდილსა და სიცოცხლესა: სადამდისცა ჩემსა სცნობდეს჻ ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს: ვარდსა ზვრიდეს არ აჭკნობდეს჻ შემცოდესა ყველაკასა: ვითა ცვილსა დაადნობდეს჻

169. თქუჱნცა იცით გამიზრდია: ვითა ძმა და ვითა შვილი჻ ამას ასრე მორჩილობდით: არის ვითამც ავთანდილი჻ ბუკსა იკრას აქნევინეთ: ყოვლი საქმე ჩემგან ქნილი჻ მე თუ დრომდის არ მოვიდე: გლოვა გმართებს არ სიცილი჻

170. ესე წიგნი დაასრულა: წყლიანმან და სიტყვა ნაზმა჻ წელთა ოქრო შემოირტყა: საღარიბოდ შეეკაზმა჻ ბრძანა მინდორს შევჰსჯდებიო: ლაშქარიცა დაერაზმა჻ მასვე წამსა წამოვიდა: შინა ხანი არა დაზმა჻

171. ბრძანა წადით ყუელაკაი: აქა მომჴრედ არვინ მინა჻ მონებიცა მოიშორვა: თავი გაითავისწინა჻ მარტო გარე შემობრუნდა: შამბი შიგან გაირბინა჻ მიწყივ მისად საგონებლად: მისი მკულელი თინათინა჻

172. იგი ველი გაირბინა: ლაშქართაგან გაეკიდა჻ ვინცა ნახა სულიერმან: ანუ ვინმცა გაეკიდა჻ ვის მახვილი ვერას ავნებს: მისი მკლავი გაეკიდა჻ მისგან ტჳრთი კაეშნისა: ტვირთად ვარგად აეკიდა჻

173. რა ლაშქართა ინადირეს: და პატრონი მოითუალეს჻ იგი პირ მზე ვეღარ ჰპოვეს: პირი მათი იფერმკრთალეს჻ მათსა დიდსა სიხარულსა: სამძიმარი ანაცუალეს჻ ყოვლგან ჰრბოდეს საძებარად: ვინცა იყო უცხენმალეს჻

174. ღ~თი ლომო შენად ნაცულად: სხვასა ვისმცა დანერგვიდეს჻ დარბოდეს და სხუაგნით სხვათა: მოამბეთა მოასხმიდეს჻ ვეღარა ცნეს მისი საქმე: გაიარა აქათ კიდეს჻ მისნი სპანი გულნმოკლულნი: ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს჻

175. შერმადინ ერთგან შეყარნა: ხასი და დიდებულები჻ უჩუჱნა იგი უსტარი: ამბავი მისი თქმულები჻ რა მოისმინეს ყუჱლაი: დარჩა გულ დანაწყლულები჻ თავსა იცემდეს არ იყო: გული უცრემლო ულები჻

176. ყოვლთა ჰკადრეს თუცა ყოფა: ჩვენ უმისოდ გუეარმისცა჻ უშენოსა საჯდომი და: ტახტი მისი ვისმცა მისცა჻ განაღამცა გმორჩილობდეთ: თუ გჳბრძანო რაცა ვისცა჻ იგი მონა აპატრონეს: ყველაკამან თაყუანის სცა჻